x
მეტი
  • 23.09.2018
  • სტატია:80840
  • ვიდეო:333143
  • სურათი:438217
"განსჯა უფრო ადვილი ყოფილა, ბართოლომეო, ვიდრე სხვის გულში ჩახედვა..." - საუკეთესო ნაწყვეტები " ანტონიო და დავითიდან"

image




" ანტონიო და დავითი" ჯემალ ქარჩხაძემ 1984 წელს დაწერა, წიგნი პირველად გამოიცა 1987 წელს. იგი პოსტმოდერნისტული, ფილოსოფიური რომანი და ისტორიული დრამაა. ესაა რომანი, რომელშიც ნათლადაა გადმოცემული რელიგიისა და ისტორიული ჭრილის ფონზე ადამიანის ტრაგედია. სულიერი განცდები და ფიქრები. გთავაზობთ ნაწყვეტებს ნაწარმოებიდან:



1. ადამიანის არსებობის ღრმა ფენებში, როგორც ფარული წყაროები მიწის გულში, ასეა ჩაბუდებული იმედის ამოუწურავი მარაგი, რომელიც იმითაც ჰგავს მიწისქვეშა წყაროებს, რომ არავინ იცის, როდის სად გაიჩენს სადინარს ამოხეთქავს გვალვისგან გადახრუკულ უდაბნოში.


2. ეგ მართალია, მაგრამ იმავე ათას ყურსა და ათას გულს ახლა ეკლესიის ქადაგება აქვს ატაცებული, რომლის ჭეშმარიტება ასევე დაუდგენელია. ჩემთვის დოგმაა ის, რაც უფლის ბაგეთაგან გამოსულა და რასაც წმინდა მახარებლები მოგვითხრობენ, ის კი, რაც შემდგომ ეკლესიამ მიაბა და მიაკოწიწა, სადაო და შესამოწმებელია. დამიანის გული და გონება იმგვარია, რომ ყოველ კაცს შეიძლება განსხვავებული აზრი და შეხედულება ჰქონდეს. ასეთ ვითარებაში დავა შეიძლება უსასრულო და ამიტომ უაზროც იყოს, და ამ უსასრულო გზაზე, ვინ იცის რწმენა, ის მთავარი, რის გამოც ვდაობთ, სულ დაგვეკარგოს. დიდი სოკრატე არა სცნობდა ათენელთა კანონებს, მაგრამ უყოყმანოდ კი ემორჩილებოდა.


3. ადამიანის გამტყუნება ძალიან იოლია, როცა მის ტყავში არ ყოფილხარ და ყველაფერს გარედან უყურებ.




4. ერთი ეს მითხარი, გადამთიელო სული რა ადგილას მაქვს? წუხელ მთელი ღამე ვეძებდი და ვერ ვიპოვე... - გონებაში, - წყნარად მიუგო ანტონიომ. - გონება? - სულში. - სული? - ღმერთში. - ღმერთი სადღაა?- ღმერთია ყველაფერი, რაც არის და რაც არ არის.


5. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ჩვენ გვერდიგვერდ ვიდექით და მე ვგრძნობდი, რომ სიჩუმე ჩვენი საუბრის გაგრძელებას წარმოადგენდა. ეს ის სიჩუმე იყო, რომელიც კი არ თიშავს ადამიანებს, არამედ აკავშირებს


6. მას მერე, რაც ეფრემ მღვდელმა ჩაქოლვა დამიპირა, თითქოს ჭრაქი აინთო და წყვდიადი ნელ-ნელა განათდა .ახლა ყველა სიტყვა ჩანს .ახლა სიტყვები, გულში რომ შემოდიან, ხნულს ავლებენ და კვალს ტოვებენ .მაგრამ მიტევება და შენდობა, ეტყობა, სხვადასხვა რამეა !


7. განსჯა უფრო ადვილი ყოფილა, ბართოლომეო, ვიდრე სხვის გულში ჩახედვა.




image



0
62
5-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0