x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ფრანით მორბენალი" -21-ე საუკუნის ერთ-ერთი საოცარი რომანი
28/02/2018


image

„ფრანით მორბენალი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია თანამედროვე მკითხველში. ხალიდ ჰოსეინის სხვა ნაწარმოებებთან, „ათასი მოელვარე მზე“, „მთებმა მთებს უთხრეს“ ერთად, იგი ქართველი მკითხველის ინტერესს არ კარგავს.



ნაწარმოების მთავარი პლუსი, ვფიქრობ, ისაა, რომ მთავარი გმირი, ამირი, პირველი პირით, გულწრფელად გვიყვება იმ ტრაგიკულ ისტორიას, რაც მას, ჰასანსა და ავღანეთს გადახდა.
ამ პერსონაჟის თვალით კარგად ვხედავთ, როგორია ავღანეთი რუსების შესვლამდე, წარმოვიდგენთ, როგორია რუსების შესვლის შემდეგ და ვხედავთ, როგორია თალიბანების გამოჩენის შემდეგ.
ომი, როგორც ნებისმიერი მოსახლეობისთვის, ისე ავღანელებისთვის, ძალიან მძიმეა. ომზე ცუდი ადამიანს არაფერი მოუგონია და, ამ ტრაგედიის შედეგები კარგად ჩანს რომანში. მასში ვხვდებით მათხოვრებით მოფენილ ქუჩებს. სრულიად შემზარავია მომენტი, როდესაც ჩანს ადამიანი, რომელიც მზადაა საკუთარი კიდურიც კი დათმოს საკვების გულისთვის.
ომზე მძიმეა წიგნში გადმოცემული ადამიანთა ურთიერთობები. ამირის შეცდომამ მას დაანახა, რაოდენ მძიმეა გულგრილობა საჭირო დროს. ზურგშექცევა ჰასანისთვის, ადამიანისთვის, რომელიც მზად იყო ამირისთვის სიცოცხლეც კი გაეწირა, არანაირ გამართლებას არ იმსახურებს.
ჰასანი მკითხველისთვის ყველაზე საყვარელი პერსონაჟია. იგი ყურადღებას იქცევს თავისი ერთგულებით, ღირსებით, პატიოსნებით. ჰასანი მაგალითია ერთგულებისა. მას შეუძლია უერთგულოს ამირს მაშინ, როცა ის მას ზურგს აქცევს, მაშინ, როცა რამდენიმე წელი არ უნახავს და უერთგულოს მას სიკვდილის მომენტშიც.
საყურადღებოა ავტორის არაჩვეულებრივი მიგნება:ჰასანის შვილი საბოლოოდ ამირის ცხოვრებაში აღმოჩნდება. ამირს შვილი არ ჰყავს, მაგრამ სოჰრაბი მის ცხოვრებაშია, არა როგორც ჰასანის შვილი, არამედ, როგორც ამირის ძმიშვილი, ეს ფაქტი კი კიდევ უფრო ემოციურს ხდის რომანს.
საბოლოოდ, ჰასანის უკვდავი ფრაზა "for you, a thousand times over" ამირის ფრაზა ხდება, რომელიც სიხარულით გარბის ფრანისკენ, სოჰრაბის გასახარებლად.




ჰოსეინის რომანი გაჟღენთილია ისტორიით, ადამიანობით, ემოციურობით, სიყვარულით, მეგობრობითა და ბედის თამაშით. ყოველივე ეს ერთად კი სძენს მას იმ ხიბლს, რის გამოც "ფრანით მორბენალი" სამაგიდო და 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი რომანია.


0
192
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ბედიანაშვილი
მარიამ ბედიანაშვილი
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0