x
image
_K_
100 ყველაზე გავრცელებული ფობია - შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა რომელიმე!
image

სტატიაში მოკლედ გაგაცნობთ 100 ყველაზე გავრცელებულ ფობიას მსოფლიოში. მათი მკურნალობა სხვადასხვანაირად ხდება. თუმცა, სანამ მკურნალობაზე ფიქრს დაიწყებთ, მანამდე უნდა გაარკვიოთ, გაქვთ თუ არა რომელიმე მათგანი.

მაშ ასე, გაეცანით სიას:


სია იწყება ყველაზე გავრცელებული ფობიებით და თანმიმდევრობით გრძელდება:







1. არახნოფობია - ობობების შიში გავრცელებულია ქალების 48%-ში და კაცების 12%-ში.


2. ოფიდიოფობია - გველების შიში. ეს ფობია იმ ქალაქებში უფროა გავრცელებული, სადაც მეტი გველი იყრის თავს.


3. აკროფობია - სიმაღლის შიში. ეს შიში მსოფლიო მოსახლეობის 5 %-ს აწუხებს.


4. აგორაფობია - ღია სივრცის შიში. ადამიანებს, ვისაც ეს ფობია აწუხებთ, ხშირად ეშინიათ სახლიდან გასვლის.


5. კინოფობია - ძაღლების შიში. ხალხს ამ ფობიით ეშინია ყველა ჯიშის ძაღლის, დაწყებული პადარა პუდელიდან დამთავრებული გერმანულ დოგიმდე.

image

6. ასტრაფობია - ელვისა და ჭექა-ქუხილის შიში, ასევე ბრონტოფობია და კერაუნოფობიაც.


7. კლაუსტროფობია - დახურული სივრცეების შიში. ადამიანებს ეშინიათ ლიფტში, პატარა ოთახში ან სხვა დახურულ სივრცეში ყოფნის.


8. მიოზფობია, მოლიზმოფობია - დაბინძურებისა ან დაავადების პათოლოგიური შიში. ამ შიშს გერმოფობიას ან ბაქტერიოფობიასაც უწოდებენ.


9. აეროფობია - თვითმფრინავით ან სხვა სახის საშუალებით ფრენის შიში. ეს ფობია 25 მილიონ ამერიკელს აქვს.


10. ტრიფოფობია - ხვრელების და ნახვრეტების შიში. ეს ცოტა უჩვეულო, მაგრამ საკმაოდ გავრცელებული ფობიაა.

image


11. კანცეროფობია, კარცინოფობია - კიბოს დაავადების პატოლოგიური შიში. ადამიანები ამ ფობიით უკიდურესად იცავენ დიეტას.


12. ტანატოფობია - სიკვდილის პათოლოგიური შიში. მათთვის, ვისაც ეს ფობია აქვს, სიკვდილზე საუბარიც კი მტკივნეული შეიძლება იყოს.


13. გლოსოფობია - საზოგადოებასთან სიტყვით გამოსვლის შიში. სიმპტომები: ჩქარი გულისცემა, ხმის თამაში, სიტყვების გაუმართავად წარმოთქმა და სხვა.


14. მონოფობია - მარტოდ ყოფნის შიში. ეს ფობია თავს იჩენს ჭამის ან ძილის დროსაც.


15. ატიქიფობია - წარუმატებლობის შიში. ეს ფობია ხშირად ხდება წარმატების დამაბრკოლებელი მიზეზი ზოგი ადამიანისთვის.image

16. ორნითოფობია - ჩიტების შიში. ფობია მოიცავს მრავალ შიშს. მაგალითად, ადამიანს შეიძლება ეშინოდეს გაშლილი ფრთების, ან ბევრი, ერთად მფრიანვი ფრინველის.


17. ალექტოროფობია - ქათმების შიში. ამ ფობიის მქონე ადამიანებს ქათმების დანახვაზეც კი პანიკა ეწყებათ.


18. სოციოფობია - საზოგადოების შიში ან ზიზღი.


19. აფენფოსმფობია - შიში იმისა, რომ ხელით შეგეხონ.


20. ტრიპანოფობია - შიში ნემსის, ინექციისა ან წვეტიანი საგნების მიმართ.image

21. ანთროპოფობია - ადამიანების, განსაკუთრებით უცნობების, პათოლოგიური შიში ყველა სიტუაციაში.


22. აქუაფობა - წყლის შიში. ამ ფობიის მქონე ადამიანებს წყლის ახლოს ყოფნისაც კი ეშინიათ.


23. აუტოფობია - უარყოფის, მიტოვების და მარტოდ დარჩენის შიში.


24. ჰემოფობია - სისხლის შიში. ადამიანს ცოტა სისხლის დანახვის გამოც კი შეიძლება წაუვიდეს გული.


25. გამოფობია - დაქორწინების და მთელი ცხოვრება ვინმესთან ყოფნის შიში.

image

26. ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია - გრძელი სიტყვების წარმოთქმის შიში. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ეს ფობია მართლა არსებობს.


27. ქსენოფობია - უცხო ხალხის შიში. ადამიანს აშინებს ყველა და ყველაფერი, რაც მისთვის უცხოა.


28. ამქსოფობია — ავტომანქანის მართვის შიში.


29. ბასიფობია - ვარდნის შიში. ზოგს სეირნობის ან ფეხზე დგომის დროსაც კი ემართება.


30. აჩივემეფობია - წარმატების მიღწევის შიში. წარუმატებლობის შიშის საპირისპირო ფობია.

image


31. თეოფობია - ღმერთის შიში. იწვევს არალოგიკურ შიშს ღმერთისა და რელიგიის მიმართ.


32. ელუროფობია - კატების შიში. ეს ფობია გატოფობიის სახელითაცაა ცნობილი.


33. მეტათეზიოფობია - ცვლილებების შიში. არადა, ცვლილებები ხომ ზოგჯერ კარგია.


34. გლობოფობია - ბუშტების შიში. ბუშტები ბევრისთვის სახალისოა, მაგრამ არა - ამ ფობიის ადამიანებისთვის.


35. ნიქტოფობია - სიბნელის შიში. ეს ფობია დამახასიათებელია ძირითადად ბავშვბისთვის.

image

36. ანდროფობია - შიში მამაკაცების მიმართ. ჩვეულებრივ, ეს ფობია ახალგაზრდა გოგონებში გვხვდება, თუმცა, შესაძლოა, ზრდასრულებსაც ჰქონდეთ.


37. ფობოფობია - ფობიების შიში. მუდმივი ფიქრი იმაზე, რომ შეიძლება რამემ შეგაშინოთ.


38. ფილოფობია - სიყვარულის შიში.


39. ტრისკაიდეკაფობია, ტერდეკაფობია - რიცხვ 13–ის შიში. რწმენა იმისა, რომ ეს რიცხვი ცუდის ნიშანია და უიღბლობა მოაქვს.


40. ემეტოფობია - პირღებინების, გულისრევის და საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის შიში.

image

41. გეფიროფობია – ხიდების შიში. ადამიანს ეშინია ყველაზე დაბალ და პატარა ხიდებზე გავლისაც კი.


42. ენტომოფობია - მწერების და ხოჭოების შიში.


43. ლეპიდოპტეროფობია - პეპლების და ფრთიანი მწერების შიში.


44. პანოფობია - ყველაფრის და რამე ცუდის მოხდენის შიში. ეს ყველაზე მწვავე ფობიაა. ის, ძირითადად, ფსიქიური აშლილობის შემთხვევაში სჭირთ. როგორც წესი, ადამიანებს ამ ფობიით ყველაფრის მიმართ აქვთ შიში. არ აქვს მნიშვნელობა, ეს “ყველაფერი”, თავისთვად, დადებითი რამ არის თუ უარყოფითი.


45. პოდოფობია - ტერფის შიში. ზოგ ადამიანს ტერფის შეხების ან დანახვისაც კი ეშინია, ასევე, საკუთარი ტერფისაც.

image


46. პარასკევიდეკატრიოფობია - თვის 13 რიცხვში პარასკევის შიში. ეს ფობია ამერიკელების 8%-ს აქვს.


47. სომნიფობია - ძილის შიში. ადამიანები ამ ფობიით გამუდმებით ფიქრობენ იმაზე, რა შეიძლება მოხდეს ძილის დროს.


48. გინოფობია - შიში ქალების მიმართ.


49. აპიფობია - ფუტკრების შიში. ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც შხამიანმა ფუტკარმა უკბინა.


50. კოუმპოუნოფობია - ღილების შიში. ამ ადამიანებს საერთოდ არ აქვთ ღილებიანი ტანსაცმელი.

image


51. ანატიდაეფობია - იხვების შიში. ადამიანები ამ ფობიით ფიქრობენ, რომ შეიძლება სადღაც იხვი იყოს და მათ უყურებდეთ.


52. პიროფობია — ცეცხლის შიში. ადამიანებს ეშინიათ სუსტი ცეცხლისაც კი.


53. რანიდაფობია — ბაყაყების შიში. ხშირად გამოწვეულია ბავშვობის მოგონებებიდან.


54. გალეოფობია - ზვიგენების შიში ოკეანეში და საცურაო აუზშიც კი.


55. ათაზაგორაფობია - დავიწყების შიში. ამ ადამიანებს ეშინიათ, რომ რამე დაავიწყდებათ ან არ გაახსენდებათ.

image


56. კატსარიდაფობია - ტარაკნების შიში. ამ შიშის გამო ადამიანები ზედმეტად ასუფთავებენ სახლებს.


57. იატროფობია - ექიმების შიში.


58. პედიოფობია - თოჯინების შიში. ხშირად გამოწვეულია ცუდი ბავშვობის მოგონებებით ან რომელიმე საშინელებათა ფილმის ნახვით.


59. იჩტიოფობია - თევზების შიში. ადამიანებს ეშინიათ ყველანაირი, გრძელი, მოკლე, ცოცხალი თუ მკვდარი თევზის.


60. აჩონდროპლაზიაფობია - ლილიპუტების, ჯუჯების შიში, რადგანაც ისინი განსხვავებულად გამოიყურებიან.

image

61. მოტეფობია - ფარვანების, ჩრჩილების შიში.


62. ზოოფობია - ცხოველების შიში, როგორც გარეულის, ასევე შინაურის.


63. ბანანაფობია - ბანანების შიში. ამ ფობიის ადამიანებისთვის ბანანი საშიში ხილია.


64. სიდონგლოფობია - ბამბის ბურთულების და ტამპონების შიში.


65. სკლეროფობია - კრიმინალის შიში. ამ ადამიანებს ეშინიათ თავდასხმის, დაყაჩაღების და ყველა სახის კრიმინალის.

image


66. ციბოფობია - ანტიპატია საჭმლის მიმართ, ნერვული ანორექსიის სინონიმი.


67. ფაზმოფობია - მოჩვენებების შიში.


68. ექუინოფობია - ცხენების შიში. ეს შიში ბევრ ადამიანში გვხვდება, განსაკუთრებით - ქალებში.


69. მუსიფობია - ვირთხებისა და თაგვების შიში.


70. ცატოპტროფობია - სარკის შიში. ადამიანებს ეშინიათ იმის, რაც შეიძლება დაინახონ სარკეში.

image

71. ალგოფობია — შიში ტკივილის მიმართ. ადამიანებს ეშინიათ, რამე ისეთი არ მოხდეს, რაც მათ ატკენთ.


72. ტოკოფობია - ორსულობის და მშობიარობის შიში.


73. ტელეფონოფობია - ტელეფონზე საუბრის შიში. ეს ადამიანები ერთმანეთისთვის წერილების მიწერას ამჯობინებენ.


74. პოგონოფობია - წვერის და წვერებიანი მამაკაცების შიში.


75. ომფალოფობია - ჭიპის შიში. ადამიანებს ეზიზღებათ მისი დანახვა და შეხება.

image

76. ფსეუდოდისპაგია - არასასიამოვნო შემთხვევების შემდეგ ხუთვის, მოხრჩობის შეგრძნების შიში.


77. ბათოფობია - სიღრმის შიში. ასევე ყველაფრის, რაც სიღრმესთანაა ასოცირებული: გვირაბები, ტბები, გამოქვაბულები...


78. კაკომოროფობია - მსუქანი ადამიანების შიში. ხშირად გამოწვეულია მედიისგან. ფობია გავლენას ახდენს ზოგ ანორექსიით და ბულემიით დაავადებულ ადამიანზე.


79. გერონტოფობია - დაბერების შიში, ან მოხუცი ხალხის სიძულვილი.


80. შატოფობია - თმის შიში. ადამიანებს ამ ფობიით ეშინიათ სხვა ადამიანების თმის.

image


81. ნოსოკომეფობია - საავადმყოფოების შიში.


82. ლიგიროფობია - ხმაურის შიში. ეს უფრო მეტია, ვიდრე ინსტინქტური რეაქცია ხმაურზე.


83. სქოლიოფობია - სკოლის შიში. ეს ფობია უმეტესად ბავშვებს აქვთ.


84. ტექნოფობია — შიში ტექნოლოგიის მიმართ.


85. ქრონოფობია - მომავლის შიში.

image

86. სპექსოფობია - კრაზანების შიში. ადამიანები პანიკდებიან მათი მოსალოდნელი კბენის გამო.


87. ერგოფობია - მუშაობის შიში. ხშირად გამოწვეულია პიროვნული თუ სოციალური მღელვარებით.


88. კოულროფობია — შიში კლოუნების მიმართ (ავი კლოუნების ჩათვლით).


89. ალოდოქსაფობია - აზრების შიში. ადამიანებს ეშინიათ მოისმინონ, რას ფიქრობენ სხვები მათზე.


90. სამაინოფობია - ჰელოუინის შიში. ხშირად გავრცელებულია ბავშვებში და რელიგიურ ადამიანებში.

image


91. ფოტოფობია - სინათლის შიში. ხშირად გამოწვეულია რაიმე ტრამვით, რაც სინათლესთანაა დაკავშირებული.


92. ეროტოფობია - შიში სექსის და მასთან დაკავშირებული კითხვების მიმართ.


93. ნუმეროფობია - რიცხვების და ანგარიშის შიში.


94. ომბროფობია - წვიმის შიში. ბევრს წვიმის შტორმის გამო ეშინია.


95. კოასტერფობია - გასართობი გორაკების შიში. თუ ფილმ "დანიშნულების პუნქტი 3"-ის ფინალური სცენა გაქვთ ნანახი, ადვილად მიხვდებით, რატომ ეშინიათ ადამიანებს გასართობი გორაკების.


96. თალასოფობია - ოკეანის შიში. ასევე შიში წყლის, ტალღების და უცნობი ადგილების მიმართ.


97. სკოლეციფობია - მატლების შიში. ხშირად არაჰიგიენური პირობების გამო.


98. კინემორტოფობია - ზომბების შიში. ადამიანებს ეშინიათ, რომ ზომბები თავს დაესხმებიან და მათნაირად აქცევენ.


99. მირმეკოფობია - ჭიანჭველების შიში.


100. ტაფოფობია - საფლავის, ან საფლავში ცოცხლად დამარხვის და მიწის ქვეშ გაღვიძების შიში.

image




შეგახსენებთ, რომ ფობია არარაციონალურ, უსაბაბო შიშს ნიშნავს, რომელიც ხშირად ფსიქიკური დაავადებითაა გამოწვეულია. მისი მკურნალობა შესაძლებელი და აუცილებელიც კია!


ჯანმრთელობას გისურვებთ!

1
2151
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2151
  
2019, 16 მაისი, 12:09
კინოფობია მაქ
0 1 1