x
როგორ მინდა ზოგჯერ მუნჯი ვიყო

image

ზოგჯერ მინდა, რომ მუნჯი ვიყო..

არ მინდა ყველაფერს ვუპასუხო. ბევრ უაზრობაზე ვისაუბრო.. როგორ მინდა, რომ ხმა არ გავცე არავის..

მერე რა?

ვისაც ჩემგან რამე შეკითხვაზე პასუხი დაჭირდება თვალებში ჩამხედოს. სიყვარულზე დაჭირდება ვინმეს პასუხი? ჩემს გულისცემას მოუსმინონ.. რად უნდა სიყვარულს სიტყვები, როცა გიყვარს, გიყვარს! უყურებ და დუმდები, გული საუბრობს. მისი ძგერა საკმარისია. თუ ის ვერ ამბობს სათქმელს, ესეიგი არც გიყვარს...

რამდენი იდიოტი მინდა უპასუხოდ დავტოვო. მაგრამ ეს თანდაყოლილი ინსტიქტია, ვფიქრობ. რამდენს არ გავცემდი ათას სისულელეზე პასუხს და ალბათ, თავსაც უკეთესად ვიგრძნობდი, მაგრამ ეს ინსტიქტი მოგაწვება და მოდის სიტყვები, ეს სიტყვები ამ უძვლო ორგანოს ბიძგია და იწყებს ესეც ტრიალს. მერე ლოყები იბერება თითქოს ჰაერი გაქვს ჩაგუბებული და... ბახ! გამოხეთქავს ბაგეებიდანაც და იწყება სიტყვების კორიანტელი. იმ წუთში, რომ აუცილებელი და საჭირო გგონია და მერე ხვდები, რომ არ ღირდა...

შენს პასუხს პასუხი მოყვება, პასუხს პასუხი, პასუხი, პასუხი და ასე გაუთავებლად.. დამღლელია..

უფრო მარტივი იქნებოდა სიტყვების გარეშე.. არაფრისმთქმელი სიტყვების გარეშე.. გრძნობები სიტყვების გარეშე.. სიყვარული უსიტყვოდ, ერთგულება უსიტყვოდ.. სიძულვილი გინდა? იყოს ეგეც, მაგრამ უსიტყვოდ.. ხშირად ზედმეტია ხოლმე ეს სიტყვები..

რამდენს ჩავუვლიდი უთქმელად..

რამდენს დავადუმებდი ჩემი მდუმარებით..

რამდენს ავალაპარაკებდი ჩემი მდუმარებით..

მუსიკასაც ხომ უკეთ ვიგრძნობდით სიტყვების გარეშე..

ჰო, ალბათ ბევრი არ დამეთანხმება, იტყვით, რომ ძალიან საჭიროა საუბარი. ეს ხომ განვითარების უმაღლესი საფეხურია. ჩვენ ხომ ამით განვსხვავდებით ცხოველებისგან. ჩვენ ხომ პირუტყვები არ ვართ.. და მაინც, რამდენი მოლაპარაკე ცხოველია ჩვენს შორის.. იქნებ მეც მათ რიგებში ვარ, სულაც არაა გამორიცხული..

კი, ასე ვიადვილებთ ურთიერთობებს, კომუნიკაციას და სხვადასხვა, მაგრამ გაადვილება გაუმჯობესებაა ვითომ?

და მაინც“

როგორ მინდა, რომ ზოგჯერ მუნჯი ვიყო...

და იქნებ ყრუც...

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:ლმძე
ლმძე
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0