x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გსურთ, გაიგოთ, ვინ ეწვია თქვენს Facebook-გვერდს? - ეს უკვე შესაძლებელია!
image

ოდესმე გიოცნებიათ, გენახათ, ვინ ეწვია თქვენს Facebook-გვერდს? ალბათ, კი. გაგახარებთ და გეტყვით, რომ ამის გაგება უკვე შესაძლებელია!


გაგაცნობთ ყველაზე უფასო, მარტივ და, რა თქმა უნდა, არაოფიციალურ ხერხს (ოფიციალური ხერხი არ არსებობს)!






Facebook-გვერდის მნახველების გაგება Google Chrome ბრაუზერით


image





ნაბიჯი 1.

აუცილებელია, შემოსული იყოთ Google Chrome ბრაუზერით.


გადმოწერეთ Chrome-ის საიტიდან Facebook Profile View Notification.


ვისაც პროგრამის მოძებნა გეზარებათ, შეგიძლიათ, პირდაპირ ამ ლინკზე გადახვიდეთ.




ნაბიჯი 2.

დააჭირეთ ქვედა ფოტოზე მოცემულ ღილაკს და მოითმინეთ, სანამ პროგრამა დაინსტალირდება.

image





ნაბიჯი 3.

ახლა კი თავიდან გახსენით www.facebook.com.


ამჩნევთ ცვლილებას?


კარგად დააკვირდით. ზედა პანელზე მნახველების ღილაკი უნდა გამოჩნდეს.

image





ნაბიჯი 4.

დააჭირეთ ახლადგახსნილ ღილაკს და გაიგეთ, ვინ ესტუმრა თქვენს Facebook-გვერდს. ისიამოვნეთ!




image








გაფრთხილება:


მართალია, შეგიძლიათ ენდოთ ღილაკზე ნაჩვენები მნახველების სიას, მაგრამ ისიც აუცილებლად უნდა გაცნობოთ, რომ პროგრამა ვიზიტორების სრულ ჩამონათვალს არ გიჩვენებთ, არამედ მხოლოდ იმ ადამიანების ნახვას შეძლებთ, ვინც იმავე პროგრამას იყენებს და ისინიც შეძლებენ გაიგონ, თუ მათ გვერდს ესტუმრებით. ასე რომ, მოერიდეთ იმ ადამიანების გვერდებზე შესვლას, ვინც Facebook Profile View Notification-ს იყენებს.







ბონუსი:


მათთვის, ვისაც აიფონი გაქვთ და ფულიც არ გენანებათ იმისთვის, რომ გაიგოთ ყველა ადამიანის შესახებ, ვინც თქვენს Facebook-გვერდს დაათვალიერებს, კარგი ამბავი გვაქვს.

მობილურში უნდა ჩაწეროთ აპლიკაცია Social Fans, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი გვერდის მნახველების შესახებ.

გაითვალისწინეთ, რომ პროგრამის თვიური ღირებულება, 27.99 დოლარი, ხოლო კვირეული ღირებულება 6.99 დოლარია.

5
2652
8-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2652
  
2018, 2 მარტი, 20:51
ადრე გავაკეტე ეს და მერე წავსჰალე, სხვათაშორის play market-შიც ვიპოვე სხვა პროგრამა, რომელიც მარტივია , თუმცა რეკლამა უნდა ნახო, რომ ყველა ვიზიტორის შესახებ გაიგო.:)
2018, 28 თებერვალი, 21:43
ნაღდია
2018, 28 თებერვალი, 16:59
გმადლობთ
2018, 28 თებერვალი, 16:38
გამარჯობა❤
მე თვითონ ვცადე და უსაფრთხოა. თუ აღარ მოგინდებათ, წაშლაც მარტივად შეგიძლიათ✿
2018, 28 თებერვალი, 16:34
ვინმემ სცადა? ეს ხომ არ არის მცდელობა მომსხმარებლის და მათი პაროლების გასაგებად?
0 1 5