x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე საინტერესო... ყველაფერზე
image

სარკოფაგი, რომელშიც ტუტანხამონის მუმია აღმოაჩინეს, 110 კგ. სუფთა ოქროსგან არის დამზადებული.

imageimage

მადაგასკარის დედოფალი რანავალუნა I (1788-1861 წწ) საკუთარ ქვეშემრდომებს სიკვდილით სჯიდა, თუ მათ სიზმარში ნახავდა.

image

image

ჩვენ გამუდმებით ვხედავთ საკუთარ ცხვირს, მაგრამ ტვინი მას იგნორირებას უკეთებს.


imageimage

ვინსენტ ვან გოგს ავტოპორტრეტზე, გადახვეული ყურით და ჩიბუხით, მარჯვენა ყური აქვს შეხვეული. სინამდვილეში, პრობლემა მარცხენა მხარეს ჰქონდა და რადგან პორტრეტს სარკიდან ხატავდა, გამოსახულებაც სარკისებური გამოვიდა.

imageimage

ინგლისური რევოლუციის ბელადის, ოლივერ კრომველის (1599-1658 წწ.) გვამი, მონარქიის რესტავრაციის შემდეგ, საფლავიდან ამოიღეს, ჯერ ჩამოახრჩეს, ხოლო შემდეგ, სხეული დაანაწევრეს. შუა საუკუნეებში, ინგლისში, მიცვალებულის დასჯა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

image

image

კომპანია «White Star Line» -ის ბორტგამცილებელი ვაიოლეტ კონსტანც ჯესოპი სამი გემის კატასტროფას [«ოლიმპიკი» (1911 წ), «ტიტანიკი» (1912 წ.) და «ბრიტანიკი» (1916 წ.)] გადაურჩა და 1971 წელს, 84 წლის ასაკში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

image

image

ამერიკულ ავიამზიდზე «USS Abraham Lincoln» 5 სპორტული დარბაზია და საკუთარი კალათბურთის ლიგაც კი აქვთ, რომელშის 22 გუნდი არის გაერთიანებული.

image

image

1814 წლის 17 ოქტომბერს ლონდონში, ლუდის სახარშ ქარხანაში ცისტერნა აფეთქდა, რომელშიც 610 ათასი ლ. ლუდი იყო. აფეთქებამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია და ქარხანაში არსებული ლუდის ყველა მოცულობითი საცავი აფეთქდა. საერთო ჯამში, ქალაქის ქუჩებში 1, 5 მლნ. ლ. ლუდი დაღვარა. ლუდის ტალღამ 2 სახლი და ლუდის ბარი წაიღო. დაიღუპა 9 ადამიანი – 8 ლუდში დაიხჩო, ხოლო ერთი, ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

imageimage

ბერმუდის კუნძულები 1503 წელს მეზღვაურმა ხუან ბერმუდესმა აღმოაჩინა და მოგვიანებით, სწორედ მისი სახელი დაერქვა კუნძულებს. მაგრამ, თავად მეზღვაურმა, რთული სანავიგაციო პირობების გამო, ხმელეთის ამ ნაწილს, ეშმაკის კუნძულები უწოდა.

imageimage

«ოქროს ციებ–ცხელების» დროს, კალიფორნიის მოსახლეობა, 4 წლის მანძილზე, 14 ათასიდან – 200 ათასამდე გაიზარდა.

imageimage

წმ. ფერმინის სახალხო ზეიმზე, რომელიც 7-14 ივლისს პამპლონში (ესპანეთი) იმართება, ხარების რბოლის დროს, მათ ჩლიქებს ქვეშ, ყოველწლიურად, საშუალოდ, 10 ადამიანი იღუპება.

imageimage

ნაყინის ყველაზე დიდი არჩევანი მსოფლიოში, ქ. მერიდას (ვენესუელა) კაფე «Coromoto» -ში არის. იქ შესაძლებელია 709 სახეობის ნაყინის დაგემოვნება. მათ შორის: ხახვის, მდოგვის, ვაფლიანი ნაყინი თინუსით და ა. შ.

image

image

ობიბა გლადიატორი, რომელიც ავსტრალიაში არის გავრცელებული, ქსელს ქსოვს ისევე, როგორც სხვა ობობები. თუმცა, მას სრულიად განსხვავებულად იყენებს ნადირობის დროს. მის ქსელს კვადრატის ფორმა აქვს და ობობას წინა ფეხებით უჭირავს. როდესაც მის სიახლოვეს, პოტენციური მსხვერპლი გამოჩნდება, გლადიატორი ქსელს ესვრის და ზემოდან აფარებს მას.

imageimage

ვარდისფერი ფლამინგოები ბუნებრივად ამ ფერისები არ არიან. მათი ბუმბულის «გაფერადების» მიზეზი, წყალმცენარეებში შემავალი კაროტინოიდებია, რომელსაც წყალმცენარეები შეიცავს.

image

image

«პინგ-პონგი» («Ping Pong») – იმ კომპანიის სახელია, რომელიც საქონელს აწარმოებს ჩოგბურთის სათამაშოდ, ხოლო თავად თამაშს «მაგიდის ჩოგბურთი» ჰქვია.

imageimage

ჩაის ყველა ტიპი და ყველა ხარისხი, ჩაის ფოთლის დამუშავებაზე არის დამოკიდებული და ეს ფოთოლი ყოველთვის ერთი და იგივე მცენარეს – ჩინურ კამელიას (ლათ. Caméllia sinénsis), იგივე ჩინურ ჩაის ეკუთვნის.

imageimage

გამოთქმაში «პამდორას ყუთი», სიტყვა «ყუთი» – ბერძნული სიტყვის «პიფოსის» არასწორედ თარგმნის შედეგად გაჩნდა. სინამდვილეში, პიფოსს დიდი ზომის თიხის ჭურჭელს ეძახდნენ, რომელსაც მიწაში მარხავდნენ და მასში სურსათ-სანოვაგს ინახავდნენ. და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ პიფოსში და არა კასრში, ცხოვრობდა ძველი ბერძენი ფილოსოფოსი დიოგენე, რადგან ძველმა ბერძნებმა კასრების გაკეთება არ იცოდნენ.

image

image

ადოლფ ჰიტლერმა გერმანიის მოქალაქეობა 1932 წ. მიიღო, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდებოდა. ის ავსტრიაში დაიბადა და მას შემდეგ, რაც 1925 წელს უარი თქვა საკუთარი სამშობლოს მოქალაქეობაზე, მოქალაქეობა საერთოდ აღარ გააჩნდა. ასე, რომ, «გერმანიის ყველაზე დიდი ქომაგი», როგორც ის საკუთარ თავს უწოდებდა, გერმანელი მხოლოდ 13 წელი მანძილზე (1932–1945 წწ) იყო.

imageimage

მარგალიტი – ერთადერთი ძვირფასი მინერალია, რომელსაც დამუშავება არ ესაჭიროება. ბუნებაში მარგალიტის 8 კონფიგურაცია არსებობს: ჭიკარტი, წვეთი, მსხალი, ოვალი, ნახევარწრე, წრე, არასწორი ფორმა და სფერო.

image

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

გენები თუ აღზრდა, რა უფრო მნიშვნელოვანია პიროვნების ფორმირებაში?

10 ადამიანი, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის იბრძოდა

ყველაზე მომხიბლავი არსება დედამიწაზე

0
551
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
551
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0