x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
გაიგეთ რა მოსდის ორგანიზმს ექსტრემალურად მაღალი და დაბალი ტემპერატურის დროს
image

ყველამ იცის, რომ სხეულის ნორმალური ტემპერატურაა 36, 6 °C, ხოლო 39 °C კი ცუდია. თუ დაფიქრებულხართ, რა ხდება ორგანიზმში მაშინ, თუ თერმომეტრი უფრო დაბალ ან მაღალ მაჩვენებელს დააფიქსირებს?


ნორმალური ტემპერატურა -35, 5–37 °C

imageდღის განმავლობაში ჩვენი სხეულის ტემპერატურა 35, 5 °C-დან (დილით) 37, 0 °C-მდე (საღამოს) მერყეობს. ასეთი მერყეობა მზის დღე-ღამური ციკლით აიხსნება. ამ პროცესზე უშუალო ზემოქმედება თქვენ არ შეგიძლიათ. ქალის სხეული ტემპერატურა მამაკაცისაზე 0, 5°C-ით მეტია.



ხანგრძლივი 37, 1–38, 0 °C

imageმომატებული ტემპერატურა 37, 1–38, 0 °C-ის ფარგლებში, რომელიც ხანგრძლივად გიფიქსირდებათ, თქვენს ორგანიზმში მიმდინარე დაავადებაზე მიუთითებს. ამიტომ, მსგავსი შემთხვევის დროს აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თუ ასეთი ტემპერატურა მხოლოდ მოკლე დროით დაფიქსირდა, სანერვიულო არაფერი გაქვთ.


მაღალი-38—41°C

imageტემპერატურის ასეთი მატება ბევრისთვის საშინელ დაავადებასთან ასოცირდება. სინამდვილეში კი, ასეთი ტემპერატურის დროს მიკრობების დიდი უმრავლესობა იღუპება. ამ დროს იმუნური სისტემა სწრაფად მუშაობს, სისხლში ანტისხეულები გამომუშავდებიან, რომლებიც ვირუსს ებრძვიან. ამავე დროს ირთვება კუნთების მსუბუქი კანკალი, რაც სითბოს ორგანიზმის შიგნით ინარჩუნებს. თუ ასეთ მდგომარეობაში დაგცხათ, ეს უკვე მეორე ფაზაზე მიუთითებს-ტემპერატურა კლებას იწყებს. ასე რომ, მაღალი ტემპერატურა ორგანიზმის ბრძოლაა გადასარჩენად. ეს, რათქმაუნდა ცუდი არაა, მაგრამ უმოქმედობაც არ შეიძლება.


ექსტრემალური-42–43 °C

image 42 °C-ზე ცილების დაშლის შეუქცევადი პროცესი იწყება.43 °C-ზე კი ცილების და თავის ტვინის ნეირონების დენატურაცია ხდება, რაც გარანტირებულ ლეტალურ შედეგს იწვევს. ამიტომ, აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ ტემპერატურამ ამ დონემდე არ მიაღწიოს.


სახიფათო 30–35 °C

image30-დან 35 °C-მდე ტემპერატურა ან ძლიერ გადაღლაზე მიუთითებს, ან სერიოზულ დაავადებაზე. სხეულის ნორმალური ტემპერატურის მცირედით დაწევაც კი, ადამიანში ციებას, კანკალს იწვევს, სისხლძარღვები ვიწროვდება.33 °C-ზე ორგანიზმში მიმდინარე გაცვლითი პროცესები ნელდება.


კატასტროფული 29, 5 °C

imageამ ტემპერატურაზე, ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება ეცემა. ნელდება სისხლის მიმოქცევა. ადამიანები გონებას კარგავენ.


და უკანასკნელი 26, 5 °C

imageამ ტემპერატურის ქვემოთ სისხლი თრომბების წარმოქმნას იწყებს, რაც ხელს უშლის სისხლის მიწოდებას ორგანოებისთვის და შედეგად ადამიანი იღუპება.


0
267
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0