x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134524
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ბავშვთა სახლში გაზრდილი გოგონას ემოციური წერილი

image


სოციალურ ქსელში გავრცელდა ემოციური წერილი, რომელსაც ბავშვთა სახლში გაზრდილი გოგონა აქვეყნებს. გთავაზობთ მას:


"არ ვიცი რით დავიწყო, მაგრამ მინდა ყველამ წაიკითხოთ“მე მთელი ეს დრო 9 დღიდან 18 წლამდე ბავშვთა სახლში გავატარე, ერთ დიდ საინტერესო სახლში, სადაც უამრავი ბავშვი არის, 18 წელი ნამდვილად არ არის ცოტა, მე არ ვიცნობ დედაჩემს რადგან 11 წელია გარდაცვლილია სამწუხაროდ, არ ვიცი მამაჩემი, 15 წელი ისე გავატარე ჩემთან არავინ მოსულა და არავის უკითხავს როგორ გავატარე ეს დრო, მე მხოლოდ მყავდა და რომელიც ჩემთან ერთად გაიზარდა, ცხოვრება რთულიაო მეტყვიან ხოლმე აღმზრდელები, მამაოები, თუ სკოლის მასწავლებლები, დიახ ნამდვილად ესეა მართლაც ისეთი ცხოვრებაა საკუთარ დედას შვილი აღარ უნდა, ნათესავს ნათესავი, მე ყოველთვის ვცდილობ ყველა მიყვარდეს იმიტომ არა, რომ თქვენ ან რამე მაჩუქოთ ან ყოველდღე მაქოთ, არა ნამდვილად არ მინდა, ბევრი იყო გუშინ მეფერებოდა, სიყვარულს და მეგობრობას მეფიცებოდა დღეს კი ძალიან მატკინა გული, ბევრი მანუგეშებს სიტყვით, მაგრამ გულში ბოღმა აქვს და შური, მე არ ვიცი გარე სამყარო, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი ცუდი ვინ არის და კარგი ვინარის, ბევრისთვის გამიღიმია და გულის კარები გამიღია, მაგრამ ვერ დამაფასეს, დღეს კი უმეტეს გიკვირთ თუ რატომ ვარ ასეთი, რთული იქნება ცხოვრება, სადაც ერთმანეთში ბოღმა, შური, მტრობა და ფარისევლობა ახასიათებთ ადამიანებს, ფულია უამრავისთვის სიყვარული, ჩემთვის კი არა, ჩემთვის ღირსება, სუფთა სული და გულია მთავარი, ბევრი მეუბნება ჩემი იმედი გგქონდესო, მე ეს იცოდეთ არავის იმედი არ მექნება არასდროს ჩემი თავისა და ღმერთის გარდა, სიყვარული აღარ ჩანს ჩვენში, რადგან უამრავს ღმერთი ყავს დავიწყებული, ღმერთია სიყვარული და ნამდვილ სიყვარულს მე ღმერთისგან და წმიდა ხატებისგან ვგრძნობ, ბევრჯერ უთქვამთ, ტაშს, რომ გიკრავენ ეცოდებით და ამიტომო, მე არავის შეცოდება არ მინდა, სრულიად ნორმალური და ჯანმრთელი ადამიანი შემმქმნა ღმერთმა, ცოდვა ის არის ვინც “ტაძარს" თავის სახლს და ღმერთს არის დაშორებული. მე ყოველთვის ყველას მოგწერთ და ყველას გაგიღიმებთ, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია, ბევრ უტკენია გული, მაგრამ ჩემთვის დღეს უკვე აღარ ააქვს რეაგირება, რადგან ვინც ვერ დამაფასებს, ისე არის დღეს ჩემს თვალში როგორც ნივთი, დაიკარგება და ძებნასაც არ ვუწყებ, ასე ხართ და ასე იქნება ბევრიც." - წერს სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ელისაბედ ელენე ბერიძე.



image

0
262
7-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0