x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბაკალავრიატში სწავლა 3 წლამდე შემცირდება - რა ცვლილება შედის კანონში?!
image


ცვლილებები კანონში - გარკვეულ პროფესიებზე სწავლების ხანგრძლივობა ბაკალავრიატში 4 წლიდან 3 წლამდე ანუ 180 კრედიტამდე, მაგისტრატურაში კი 2 წლიდან 1 წლამდე უნდა შემცირდეს. ამას განათლების შესახებ მთელ რიგ კანონებში ცვლილებები ისახავს მიზნად, რომელიც განათლებისა და კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ერთ-ერთი ასეთი „მოკლე ციკლის პროგრამებია“.


როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა, „მოკლე ციკლის პროგრამები“ არ ნიშნავს, რომ ცუდად, ან ნაკლებს ვისწავლით.


„ეს არის პროფესიები, სადაც მოკლე ციკლი შესაძლებელია. შრომის ბაზარზე გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდისთვის… ეს მოკლე ციკლის პროგრამები კი მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ მალე შევიდნენ ბაზარზე. ეს არის უნივერსიტეტებთან ერთად მომზადებული კანონპროექტი“, – აღნიშნა თეიმურაზ მურღულიამ.



მინისტრის მოადგილე არ საუბრობს კონკრეტულ პროგრამებზე, რადგან მისი განმარტებით, ამას ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხება სჭირდება.

0
348
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0