x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
აუტიზმის სინდრომის მქონე ბავშვები დედოფლისწყაროში ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ

image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ. ასევე გაიზარდა სოციალურად დაუცველთათვის გათვალისწინებული კომუნალური გადასახადების დაფინანსება.


როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტეს, გაიზრდება იმ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარი ხარჯები, რომლებიც აქამდე სარგებლობდნენ აღნიშნული შეღავათებით.


„დედოფლისწყაროს საკრებულომ განიხილა და ერთხმად დაამტკიცა 2017 წლის 19 დეკემბრის N55 დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ. ასევე გადაწყდა, რომ გაიზრდება იმ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარი ხარჯები, რომლებიც აქამდე სარგებლობდნენ აღნიშნული შეღავათებით და განისაზღვრა 18-დან 22 ლარამდე. აღნიშნული ცვლილებები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში აისახა და, შესაბამისად, ბიუჯეტის სოციალური პაკეტი 20 000 ლარით გაიზარდა. სხდომაზე ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის სამუშაო გეგმა დამტკიცდა, რომელშიც გაწერილია საკრებულოს მოქმედი კომისიების სამუშაო გეგმა. რაც საკრებულოს მუშაობას უფექტურს და მოქნილს გახდის, “ - აღნიშნავენ საკრებულოში.

0
21
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0