x
მეტი
  • 12.12.2018
  • სტატია:83650
  • ვიდეო:334439
  • სურათი:441634
პროდუქტები, რომლებიც არ ფუჭდება და მთელი ცხოვრება შეგიძლიათ შეინახოთ

პროდუქტების მირთმევა, რომელთაც მოკლე ვადები აქვთ ან უკვე ვადაგასულია, საკმაოდ სარისკო საქმეა, რადგან ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული და მთელი რიგი პრობლემების შექმნა შეუძლიათ.


image


ამიტომ, დღევანდელ სტატიაში, წარმოგიდგენთ პროდუქტებს, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენენ თქვენი ჯამრთელობისთვის და ათწლეულების მანძილზეც შეგიძლიათ შეინახოთ.




1. ბრინჯი.image
ბრინჯის შენახვის საუკეთესო ტემპერატურაა 4.5 ° C და ქვემოთ. საუკეთესო პირობაა ასევე საკვები ღირებულების მქონე პლასტმასის კონტეინერი (PETE) ან მინის ჭურჭელი, რადგან კვლევების თანახმად, დამაკმაყოფილებელ პირობებში ბრინჯი 30 წელი შეინახება და თავის ნუტრიენტებს და არომატს არ დაკარგავს. კვლევებში გამოიყენეს ორი ტიპის ბრინჯი: დაორთქლილი და პრიალა, ორივეს შემთხვევაში დამაკმაყოფილებელი პასუხი მიიღეს.





2. მშრალი რძე (ფხვნილი).image
თუ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭლში შეინახავთ, მშღალი რძის კვებითი ღირებულებები არ დაირღვევა, თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პროდუქტი დამზადებულია ყველა ტექნოლოგიური სტანდარტის შესაბამისად.





3. ლობიო.image
ბრიტანეთის უნივერსიტეტის ბრიგამა იანგას მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მშრალი ლობიო, რომელსაც 30 წელი ინახავდნენ, ვიზუალურად შეიცვალა, თუმცა, ყველა საჭირო და აუცილებელი ნივთიერება მასში უცვლელად იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ლობიო, სხვა მარცვლეულის მსგავსად, თუ მშრალ პირობებში გექნებათ, 30 წელი ინახება.





4. მარილი.image
იმის გათვალისწინებით, რომ მარილი ტექნიკურად მინერალია და არა პროდუქტი, ფაქტობრივად შეუძლებელია მისი გაფუჭებული მაგალითი იპოვოთ სადმე. მართალია ის მგრძნობიარეა ტენის მიმართ და შთანთქავს მას, რის გამოც ხშირად ქვის ლოდათ ან ნატეხათ იქცევა, თუმცა, მაინც რჩება მარილად.


განსხვავებით იოდიზირებული მარილისგან, რომელიც მხოლოდ ერთი წელი ინახება, შემდეგ კი იოდი და სხვა საჭირო მინერალები თითქმის ქრება და რჩება მხოლოდ მარილი, რომელიც კულინარიის გარდა, სხვა არაფერში გამოიყენება.





5. ძმარი.image
ძმარი, ასევე ერთ-ერთი პროდუქტია, რომლის შენახვის ვადა განუსაზღვრელია, თუ იცავთ შემდეგ პირობებს. აუცილებლად უნდა მოათავსოთ მინის ჭურჭელში თავდახურული და ინახებოდეს გრილ ადგილას, სითბოსა და სინათლისგან მოშორებით.





6. შაქარი.image
შაქარი, ზუსტად მარილის მსგავსად ინახება და აკმაყოფილებს ყველა პირობას. აქვს ტენის მიმართ მშთანთქმელობითი უნარი, თუმცა არ კარგავს კვებით ღირებულებას. ამიტომ, გამოიყენეთ მინის ჭურჭელი და მშრალი გარემო.





7. თაფლი.image
თაფლს შეიძლება სწორად ეწოდება უნიკალური პროდუქტი, რომელიც მართლაც უნიკალური პროდუქტი და ანტიდოტია და ინახება სამუდამოდ. მისი სტრუქტურა და კომპოზიცია უკიდურესად არახელსაყრელია ბაქტერიისთვის. აღარ ჩამოვთვლი თუ რის სამკურნალოდ გამოიყენება, ისედაც ნათელია ყველასთვის.


სხვათა შორის, ეგვიპტის პირამიდების გათხრებისას არქეოლოგებმა თაფლის ქოთნები აღმოაჩინეს. თაფლის სავარაუდო ასაკი დაახლოებით 2-3 ათასი წელია. დიახ, თაფლი ჯერ კიდევ საკვები ღირებულებებით გამოირჩეოდა. რამდენიმე წლის შემდეგ, საქართველოში 5 500 წლის თაფლი იპოვეს.





იხილეთ აგრეთვე:


რატომ არის მავნებელი სოსისი და ძეხვი?image




ეს პროდუქტები მეორე დღეს არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ!image




პროდუქტები, რომლებიც მაცივარში არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეინახოთimage




რა მოგვივა, თუ თაფლს ყოველდღე შევჭამთ?image




14 პროდუქტი, რომლებიც ერთად არ უნდა მივირთვად - ჯანმრთელობის ოქროს წესიimage




როგორ გარდაქმნის ცივი წყალი თქვენს საკვებს საწამლავადimage




რა სერიოზული საფრთხე შეიძლება შეგვიქმნას ჩვეულებრივმა პურმა?image




როგორ გამოვდევნოთ ბოსტნეულიდან ქიმიკატები? ეს აუცილებლად უნდა იცოდეთimage




როგორ გამოვდევნოთ ხილიდან ქიმიკატები? ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ (მე-2 ნაწილი)image




ვაშლის ჭამამდე ეს აუცილებლად გაითვალისწინეთimage




ხრიკები, რომელთა ცოდნა აუცილებელია!image

2
479
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
479
  
27 თებერვალი, 19:09
სიგრილეში და ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში ვერ შეძვრება :))
27 თებერვალი, 17:29
პირველი სამი ჩრჩილმა თუ არ შეახრამუნა))))
0 1 2