x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"მე უფრო მაღალი მისია მაკისრია"-რუსმა მოდელმა სამი შვილი მიატოვა,იმისთვის, რომ ოლიგარქებზე ინადიროს

image28 წლის მოდელმა და ბლოგერმა ნასტია რიბკამ(ვაშუკევიჩი), რომელსაც "ოლიგარქებზე მონადირე" ქალს უწოდებენ განაცხადა, რომ სამი შვილის დედაა და სამივე სხვადასხვა მამაკაცისგან ჰყავს.

ნასტიამ აღიარა, რომ მშობლიურ სოფელ ბობრუსიკში დატოვა უფროსი შვილი, რომელიც მამასთან ერთად ცხოვრობს, ასევე ნასტია რიბკას ორი ქალიშვილი ჰყავს, ერთი ცხოვრობს იქვე სადაც მისი უფროსი ვაჟი იზრდება, ხოლო მეორე აშშ-ში დატოვა.როგორც ნასტია აცხადებს სამივე შვილი სხვადასხვა კაცისგან გააჩინა.

რატომ მიატოვა ანასტასიამ სამი შვილი და შიგადაშიგ მხოლოდ ტელეფონით ეკონტაქტება?

"ფაფით ყველა გამოკვებავს ბავშვს, მე მათ აღზრდაზე მაშინ ვიზრუნებ, როდესაც 14 წლის გახდებიან, ანუ როდესაც ტვინი ჩამოუყალიბდებათ, ერთნი არიან გაჩენილი იმისთვის, რომ ბავშვები აღზარდონ, ხოლო სხვებს უფრო მაღალი მისიები აკისრიათ, მართალია ბავშვებთან ურთიერთობა არა აქვთ, მაგრამ მათ აღზდაში მონაწილეობენ."-აღნიშნა ნასტიამ

image

ვინ არის ანასტასია რიბკა(ვაშუკევიჩი)?-დაიბადა ბელორუსიაში, შემდგომ გადავიდა მოსკოვში, სადაც შეუერთდა ყალთაბანდ მისტიფიკატორს, მწერალს, მსახიობს, ჰარამხანის მფლობელს- "სექს-გურუს"ალექს ლესლის, სადაც მასიურ სექს-ორგიებს აწყობენ და ფირზე აღბეჭდავენ.

ნასტიამ ამასთანავე რამდენიმე სამოდელო ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, მანვე 2017 წელს ტელეარხ ТВЦ-ზე აღნიშნა, რომ "ნადირობს მილიარდელებზე", მისი განცხადებით, ხაფანგში უკვე 6 მილიარდელი გააბა.

image

0
84
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0