x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
"ცოტახნის წინ მაკვირდებოდი, რა ფერის ფრჩხილის ლაქი მესვა, ან როგორი კაბა მეცვა სტუმრად წასვლის წინ " - ბარათი მეუღლეს
image


"ცოტახნის წინ მაკვირდებოდი, რა ფერის ფრჩხილის ლაქი მესვა, ან როგორი კაბა მეცვა სტუმრად წასვლის წინ....ახლა კი იცი, რომ გამიღიავდა ლაქის ფერი და მოკრძალებული კაბები მიყვარს....

ცოტახნის წინ ზღვაზე დაგყავდი, რადგან მიყვარდა გარუჯული კანი,
ახლა კი ბავშვებს ვასვენებთ მაგნიტურ ქვიშაზე...

ცოტახნის წინ საათს ვდარაჯობდი, რომ არც ერთი წუთი არ დაგგვიანებოდა მოსვლამდე, ახლა კი დროს შენს მოსვლამდე მხოლოდ იმიტომ ვითვლი, რომ საგანგემოდ მომზადებული სადილი არ დაგიგვიანო...


ცოტახნის წინ მეგონა, რომ თუ ყოველ დილით მეტყოდი მიყვარხარო ეს იყო სიყვარული, ახლა კი ვიცი, რომ ჩემი სახელის პირველი ბგერებით ყველა შენი დაძახება სიყვარულია....
ახლა კი ვიცი, რომ ყველა შენი ფეხაკრეფით შესვლა ჩვენი მძინარე შვილების დასახედად ოთახში სიყვარულია....

მიყვარხარ!!!!"



დიკა სალაყაია

0
115
2-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0