x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კახი კალაძეს 40 წელი შეუსრულდა-10 საინტერესო ფაქტი ლეგენდარულ ფეხბურთელზე

image
1978 წლის 27 თებერვალს დაიბადა კახი კალაძე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელი, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ (2011წ.)კახი კალაძე პოლიტიკაში გადაერთო, ჯერ იყო ენერგეტიკის მინისტრი(2012-2017) ამჟამად კი ქალაქ თბილისის მერია.

image

***დაიბადა სამტრედიაში, მისი მამა კარლო კალაძე ფეხბურთელი იყო და შემდგომ სამტრედიის "ლოკომოტივის" პრეზიდენტი.

image

***1993-1998 წლამდე კახი კალაძე თბილისის "დინამოს" რიგებშია, 1998 წელს კი იგი კიევის "დინამომ" 280 000 ევროდ შეიძინა.

image

***2001 წელს, საქართველოს ისტორიაში კახი კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, "მილანმა " იგი 16 მილიონ ევროდ შეიძინა.

image

***2001 წლის 23 მაისს ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს კალაძის ძმა, ლევან კალაძე, გამოძიება საკმაოდ არაპროფესიონალურ დონეზე წარიმართა, მოკლული ლევან კალაძის გვამი ერთი თვის შემდეგ აღმოაჩინეს, მიუხედავად იმისა, რომ გვამს ძვირფასი ტანსაცმელი ეცვა, როგორც "ამოუცნობი უპატრონო ქუჩის მაწანწალა" ისე დამარხეს, ჩატარდა რამდენიმე სპეცოპერაცია, რომელიც ვითომ ლევან კალაძის გატაცების საქმეს შეეხეოდა, იყო ფულის გამოძალვის შემთხვევებიც, რეალურად საქმე მხოლოდ 5 წლის შემდეგ გაიხსნა:დავით ასათიანს 25 წელი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ლევან ამისულაშვილს 5 წელი.

image

*** "მილანის" შემადგენლობაში კალაძე ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული(2003 და 2007 წლებში) და სუპერთასის მფლობელი -2007 წელს.

image

*** კახი კალაძეს ხშირად უხსენებენ 2007 წლის ამბებს, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ტელეკომპანია "იმედი " დაარბია, იმ პერიოდში, ინგა გრიგოლის ტოქ-შოუში კალაძემ ხოტბა შეასხა სააკაშვილს.

image

***2008 წლიდან კახი კალაძეს ურთიერთობა აქვს დიზაინერთან და მოდელთან ანუკი არეშიძესთან, ოჯახს ამჟამად 4 შვილი ჰყავს, წყვილმა ოფიციალურად 2013 წელს იქორწინა.

image

***ერთ-ერთი მძიმე მატჩი იყო კალაძის კარიერაში 2009 წლის 5 სექტემბერი, როდესაც საქართველო-იტალიის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე 2 გოლი საკუთარ კარში გაიტანა.

image

***კახი კალაძე ბიზნეს ფლობს უკრაინაში ყაზახეთში და საქართველოში, 2007 წელს მან დააფუძნა ჰოლდინგი „კალა კაპიტალი“, რომელიც საბანკო, ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორში მუშაობს. ამის გარდა, კახა კალაძე საქველმოქმედო ფონდ „კალა ფონდისა“და „კალა კაპიტალის“ დამფუძნებელია.

image

***კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრობიდან მოყოლოებული ჩინოვნიკის ხელფასს არ იღებს, მას საქველმოქმედო ფონდში რიცხავს, რითაც მძიმედ დაავადებულ ბავშვებს მკურნალობას უფინანსებს.

image

3
362
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
362
  
2018, 28 თებერვალი, 0:27
ორი გოლი რომელიმე თამაშში ააქვს კიდე გატანილი??????? ვაი ჩვენს პატრონს სმაილი როგორ იწერება????????
2018, 27 თებერვალი, 14:07
ტიტულოვანი კი ბატონო, თორემ კაზიზე მთელი თავით მაღლა მდგომი ფეხბურთელებიც გვყოლია.
ხოლო ის თუ როგორ მოხდა კახი მილანში, აქ გასარჩევი, რომ იყოს მისხალმისხალ მოგაგხსენებდი.
0 1 3