x
პიროვნების ტიპის თეორიები
image
პიროვენბის ზოგი თეორეტიკოსი ადამიანებს განსხვავებულ, არაურთიერთგადამფარავ კატეგორიებად აჯგუფებს, რომელბსაც პიროვნების ტიპები ეწოდება. თუ ადამიანი ერთ ტიპს მიეკუთვნება, ის შეუძლებელია მიეკუთვნებოდეს ნებისმიერ სხვა ტიპს არსებულ სისტემაში. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ტიპების თეორია ჩვენს წელთააღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეს ეკუთვნის. მისი ავტორია ჰიპოკრატე, ბერძენი ექიმი. მისი თეორიის მიხედვით, ადამიანის სხეული შეიცავს ოთხ ძირითად სითხეს ანუ ჰუმორს, რომელთაგანაც თითოეული ასოცირებულია გარკვეულ ტემპერამენტთან. ინდივიდის პიროვნება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ჰუმორი ჭარბობს მის სხეულში. ჰიპოკრატემ დააწყვილა სხეულის ჰუმორები პიროვნების ტემპერამენტებტან შემდეგი სქემის მიხედვით:

სისხლი- სანგვინიკური ტემპერამენტი: მხიარული და აქტიური. ახასიათებს ემოციების ძლიერი აგზნებადობა, მაგრამ ეს გრძნობები წარმავალია, უდარდელობა, ოპტიმისტური შეხედულებები, სოციალურობა.

ფლეგმა- ფლეგმატური ტემპერამენტი: აპათიური და მოდუნებული. ახასიათებს გრძნობების სუსტი აგზნებადობა, ემოციები ნელა წარმოიშობა, თუმცა დიდხანს ნარჩუნდება. იგი მიდრეკილია დადებითი გრძნობებისკენ, ოპტიმისტურია.

შავი ნაღველი- მელანქოლიური ტემპერამენტი: ნაღვლიანი და შეფიქრიანებული. იგი განსაკუთრებით მიდრეკილია უარყოფითი ემოციებისკენ, პესიმისტია, ყველაფერში ცუდს ხედავს. აგზნებადობის თვასაზრისით მას სუსტი აგზნებადობა ახასიათებს.


ყვითელი ნაღველი- ქოლერიკული ტემპერამენტი: გაღიზიანებადი და აგზნებადი. ახასიათებს ემოციების ძლიერი აგზნებადობა, თუმცა ეს გრძნობები მტკიცე და ურყევია, პესიმისტური შეხედულებები, სიჯიუტე, სიახლისადმი რეზისტენტობა, გაღიზიანებადობა, გაჯავრებულობა.

ჰიპოკრატეს თეორიის საუკუნეების განმავლობაში სჯეროდათ, შუა საუკუნეების ჩათვლით, თუმცა მან ვერ გაუძლო თანამედროვე მეცნიერების მოთხოვნებს. დღეს ითვლება, რომ ადამიანი ბევრად უფრო კომპლექსური და მრავალმხრივია, მისი გარკვეულ ტიპში მოთავსება არასწორია, რადგან იგი დინამიური და ცვალებადია.

0
134
შეფასება არ არის
ავტორი:მერი მესხიძე
მერი მესხიძე
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0