x
წარმატებისა და მარცხის ატრიბუცია

ჯერ კიდევ 1938 წელს ჰენრი მიურეიმ შემოიტანა მიღწევის მოთხოვნილების ცნება. ადამიანები განსხვავდებიან მიღწევის მოთხოვნილებით და იგი გავლენას ახდენს მათ მიერ წარმატების მიღწევასა და მიღწეულის შეფასებაზე. რაც უფრო ძლიერია მიღწევის მოთხოვნილება, მით მეტია მოტივაცია და ძალისხმევა. მიღწევის მოთხოვნილება არ არის ერთადერთი ცვლადი, რომელიც პიროვნულ წარმატებაში დაინტერესებულობაზე ახდენს გავლენას. ერთ-ერთი ცვლადია ატრიბუცია. ატრიბუცია არის მსჯელობა შედეგების მიზეზების შესახებ. ატრიბუციის მაგალითად შეგვილია განვიხილოთ ჯულიან როტერის კონტროლის ლოკუსი. ორიენტაცია კონტროლის ლოკუსზე, ანუ იმაზე, თუ სად მდებარეობს მომხდარის მიზეზი- არის წარმოდგენა იმის შესახებ, რომ თქვენი მოქმედების შედეგები დამოკიდებულია თქვენ მიერვე განხორციელებულ ქმედებებზე ( ინტერნალური კონტროლი) ან გარემოს ფაქტორებზე (ექსტერნალური კონტროლი). მაგალითად, ორი სტუდენტი ერთნაირ შეფასებას იღებს საგანში, თუმცა ერთი თვლის, რომ გამოცდაში მიღებული დაბალი შეფასება უძილობის შედეგი იყო, ხოლო მეორე კი თვლის, რომ არ აქვს სწალის უნარი. ისინი კონტროლის ლოკუსით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რაც, ცხადია, გავლენას მოახდენს მათ მოტივაციაზე.image

კონტროლის ლოკუსი არ არის ერთადერთი განზომილება, რომელზეც შეიძლება ვარირებდეს ატრიბუცია. სხვა განზომილებებია უცვლელი-ცვალებადი და ზოგადი-კონკრეტული. მაგალითად, სტუდენტებმა გამოცდაზე მიღებული შეფასება შეიძლება ისეთი შინაგანი ფაქტორების შედეგად მიიჩნიოს, როგორიცაა შესაძლებლობა (უცვლელი) ან ძალისხმევა (ცვალებადი). ამ შემთხვევაშიც, ის თუ როგორ ავხსნით მიღებულ შედეგს, გავლენას ახდენს ჩვენს მოტივაციაზე, ემოციასა და მომავალ წარმატებაზე. აქედან გამომდინარე, გამოყოფენ ორგვარ ახსნის სტილს: ოპტიმისტური და პესიმისტური. ატრიბუციის პესიმისტური სტილი მიმართულია მარცხის შინაგანი წარმოშობის მიზეზებზე. ცუდი სიტუაცია და ინდივიდის როლი მის გამოწვევაში უცვლელად და ზოგადად მიიჩნევა. ატრიბუციის ოპტიმისტური სტილი მარცხს გარეგანი მიზეზების შედეგად განიხილავს, ხოლო მოვლენები ცვალებადი და კონკრეტულია. ფსიქოლოგები თვლიან, რომ უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ახსნის ოპტიმისტურ სტილს, მეტად გავითვალისწინოთ გარემოს ცვლადი ფაქტორები და ვირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობების.

0
54
შეფასება არ არის
ავტორი:მერი მესხიძე
მერი მესხიძე
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0