x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
9 ფაქტი ცხოველების შესახებ, რომელიც ბიოლოგიის გაკვეთილებზე არ გვისწავლია
ბიოლოგიის მასწავლებლებს რომ ამ ცხოველებზე და მათ საინტერესო ქცევებზე ესაუბრათ, არავინ გააცდენდა გაკვეთილებს.


სტატიაში გთავაზობთ 9 საოცარ ფაქტს ცხოველების შესახებ, რომელიც მეცნიერებისთვისაც კი საკვირველია.


სტატიის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ გააცნობიერებთ, რა სიურპრიზებით სავსეა სამყარო❤







1. ზებრებს ზოლები შესანიღბად არ სჭირდებათ


გავრცელებული იყო ვარაუდი, რომ ზებრებს ზოლები შესანიღბად სჭირდებოდათ, მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ ეს ბუზების დაფრთხობაში ეხმარებათ. მათ ტანზე ვიწრო ზოლები მწერებისთვის მიმზიდველი არაა, ამას სინათლის სპეციფიურად არეკვლაც უწყობს ხელს.


image








2. მიმინოები ხანძარს აჩენენ, რომ მღრღნელებს სოროებიდან გამოსვლა აიძულონ


გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ზოგ ფრინველს ხანძრის გავრცელება კარგად გამოსდის. ავსტრალიაში ზოოლოგებმა დაადგინეს, რომ მიმინოებს და სხვა ფრინველებს კლანჭებით მიაქვთ ცეცხლმოკიდებული ჯოხები და მშრალ ბალახზე აგდებენ, ამით კი მღრღნელებს სამალავებიდან გამოსვლას აიძულებენ.

image








3. ბაყაყი, რომელსაც საკუთარი თავის სრულად გაყინვა შეუძლია.


ალასკის ტყის ბაყაყს 6-7 თვე გაყინულად ყოფნა შეუძლია. როცა ალასკაში ყინვა იწყება და ბაყაყის სხეულიც თოვლით იფარება, მას ფილტვები და გული უჩერდება, სისხლი კი მიმოქცევას წყვეტს. ბაყაყს დამცველობითი მექანიზმი აქვს, რომელიც მას ყინვის დროს გადარჩენაში ეხმარება. გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბაყაყი იღვიძებს და ცხოვრებას განაგრძობს.

image








4. თევზი, რომელიც გეომეტრიულად იდეალურ ბუდეს ქმნის.


წყნარი ოკეანის ფსკერზე ეს იდუმალი ნახელავი თეთრლაქებიან ხორკლიან თევზს ეკუთვნის. ასეთი ფორმის ბუდე თევზს ოკეანეში არსებული საფრთხისგან იცავს.

image








5. ალკოჰოლი ეხმარება თევზებს, გაუძლონ მკაცრ ზამთარს


როცა ოქროს თევზი ყინვის მოახლოებას გრძნობს, მისი სხეული ეთანოლს (ეთილის სპირტი) გამოყოფს. სპეციალური ცილები ორგანიზმში რძის მჟავას ალკოჰოლად გარდაქმნის. ეთანოლის მაღალი კონცენტრაცია თევზის კანს დასკდომისგან იცავს, მაშინაც კი, თუ წყლის ზედაპირი მოყინულია.

image









6. უზარმაზარი ზვიგენი, რომელიც არ იკბინება.


ეს ბასკური ზვიგენი მსოფლიოში სიდიდით მეორეა ვეშაპის შემდეგ. მართალია, ეს ორი ცხოველი ერთმანეთს ფიზიკურად ძალიან ჰგავს, მაგრამ ბასკური ზვიგენი ადამიანისთვის უსაფრთხოა, ის მხოლოდ პლანქტონებით იკვებება.

image








7. ე.წ. კომოდოს დრაკონები ძალიან სუსტები არიან.


მიუხედავად მათი საშიში გარეგნობისა და ფაქტისა, რომ კომოდოს დრაკონები დედამიწაზე ყველაზე დიდი ზომის ხვლიკები არიან, სინამდვილეში მათი ნაკბენი სახლის კატებზე სუსტია. ისინი ვინმეს კბენას თუ მოინდომებენ, ამით მხოლოდ საკუთარ ყბას დაიზიანებენ, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ ხვლიკებს შხამიანი ნერწყვი აქვთ.image






8. ქაშაყების მეფე დაუჯერებლად გრძელი თევზია.


ეს ზღვის მონსტრი რამდენიმე წლის წინ დაიჭირეს სანტა კატალინას კუნძულის მახლობლად. მას ქაშაყების მეფეს ეძახიან და სიგრძით 5.5 მეტრს აღწევს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ გიგანტური თევზი გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი, როგორც ყველაზე გრძელი ცოცხალი ძვლოვანი თევზი. ყველაზე გრძელი თევზის რეკორდი კი 11 მეტრის სიგრძეა.

image






9. კოალას თითის ანაბეჭდი ძალიან ჰგავს ადამიანისას.


ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოალას თითის ანაბეჭდია იგივეა, რაც ადამიანისა. ისინი იმდენად მსგავსია, რომ მეცნიერებსაც უჭირთ გარჩევა. მიკროსკოპის ქვეშ ისინი ისე ძალიან ჰგავს ერთმანეთს, როგორც ორი ბარდის მარცვალი.

image








ბონუსი: ფოთლების მსგავსი მწერები


ჩვენი სამყარო სავსეა საოცარი ქმნილებებით. ხომ არ გსმენიათ სხვა საკვირველი ფაქტები ცხოველების შესახებ? გაგვიზიარეთ❤








ასევე დაგაინტერესებთ:

20 ფსიქოლოგიური ფაქტი, რომელსაც ყოველდღე ვაწყდებით, მაგრამ ვერ ვამჩნევთ

image


0
755
9-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
755
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0