x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
"უპასუხისმგებლო სიკეთე" - ანუ ვის და რატომ ვეხმარებით

“ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან. უფულო ერი ერთა შორის და უფულო კაცი ადამიანთა შორის ყმაა ფულიანისა.” ილია ჭავჭავაძე.image

ტერმინი “უპასუხისმგებლო სიკეთე “ ამ საუკუნის გამოძახილა და აგისხნით რასაც ნიშნავს. ქველმოქმედება საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესია. მრავლად შეხვდებით მეტროსადგურებსა თუ ხალხმრავალ ადგილებში სხვადასხვა ფონდის სახელით და ყუთით მოსიარულე ადამიანებს, რომლებიც ავადმყოფი ბავშვებისათვის ფულს აგროვებენ. რა უნდა ვქნათ ჩვენ ჩვეულებრივმა ადამიანებმა, როგორ გავარჩიოთ მტყუანი და მართალი? ანდა ჩვენ რას გავარჩევთ ან რას გამოვიძიებთ, როცა შესაბამის ორგანოებსაც კი ვერ გამოუძიებიათ საქველმოქმედო ფონდების მიერ მოგროვილი ფულის ასავალ-დასავალი. საქართველო პატარა ქვეყანაა. სოციალურად დაუცველი ოჯახების რიცხვი ყოველ დღე იზრდება. პროპორციულად იზრდება საქველმოქმედო ფონდების რაოდენობაც. საზოგადოებაში ხშირად ისმის მათი კრიტიკა, უამრავი ჭორი და საყვედური, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორღაც ყველა მათგანი ახერხებს არსებობას და საქმიანობის გაგრძელებას, რაც ნიშნავს, რომ ყველა ფონდს მაინც ყავს შემომწირველი. სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელებული ანგარიშების რაოდენობა კი უკვე პიკს აღწევს, და რაც მთავარია ეს კიდევ უფრო ბუნდოვანი და ძნელი გასარჩევია, უჭირს თუ არა ამ ადამიანს მართლა. ხოლო ჩვენ, როგორც ტემპერამენტიან ერს შეეფერება, გულაჩუყებულები, ცხელ გულზე და ცხელი გონებით მიღებული გადაწყვეტილებით ვაგრძელელებთ ასეთი ადამიანების კვებას ჩვენი შვილებისათვის მოკლებული თუნდაც თითო ლარით. როცა ეიფორია გადადის და კარგად ვაკვირდებით პოსტებს და სურათებს მხოლოდ მერე გვიჩნება კითხვები.

როგორ მოვიქცეთ? პირადად მე არ ვეხმარები გაურკვეველ ფონდებს, ასევე ბავშვებსა და ბავშვებთან ერთად სამათხოვროდ მდგარ დედებს. იმიტომ რომ ისინი ანადგურებენ თაობას, რომელიც საქართველოს მომავალია და შავ ლაქად დააჩნდება ქვეყანას. ჭიანი ფესვიდან ჯანსაღი ხე ვერ გაიზრდება.

მე, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ, რომელსაც სურდა თავისი წილი სიკეთე ეკეთებინა გადავწყვიტე მომეძებნა ფონდი, რომლის საქმიანობაც იქნებოდა გამჭვირვალე, შესული თანხები იქნებოდა შედეგის პროპორციული და რეალურად სიკეთის კეთებისათვის შექმნილი. ბევრი ძიების შემდეგ “დედების ფონდს” შევუერთდი და ეს ფაქტი ძალიან მაბედნიერებს. მე ვიცი ვის ვეხმარები, რითი ვეხმარები და რატომ ვეხმარები.

მე ვთვლი, რომ თვალდახუჭვის დრო აღარაა. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა სხვა ადამიანზე, მის ბედზე. 20 თეთრის ჩაგდება დედისთვის, რომელსაც ბავშვი სიცივეში უწევს და მათხოვრობს უპასუხისმგებლობაა ჩვენი მხრიდან და არა სიკეთის კეთება. რატომ? იმიტომ რომ სანამ ჩვენ ასე მოვიქცევით, ის ბავშვი მუდმივად იქნება ქუჩაში, გაიზრდება მახინჯი ფსიქიკის და ძალიან გაუჭირდება თავი დააღწიოს იმ კარმას, რომელიც ჩვენი “უპასუხისმგებლო სიკეთით” შევუქმენით. 1 ლარის გადარიცხვა ფონდისათვის, რომლის მიზნები ბუნდოვანია უპასუხისმგებლო საქციელია ჩვენი მხრიდან, რადგან იმ 1 ლარს რეალურად მართლა შეუძლია სხვისი სიცოცხლის გადარჩენა, როცა ამას ბევრნი იზავენ, ოღონდ იქ სადაც ყოველი თეთრი ნამდვილად მივა გაჭირვებულ ადამიანთან. უპასუხისმგებლო საქციელია ჩვენი მხრიდან ასევე ის, თუ როგორ ვიქცევით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სხვადასხვა ანგარიშებზე. ვრიცხავთ ფულს, ღამე მშვიდად ვიძინებთ, გვგონია ღმერთი ასად დაგვიბრუნებს და სად მიდის ეს თანხა აღარ გვაინტერესებს, არ ვინტერესდებით თორემ გავარკვევდით, რომ ამ ანგარიშების უმეტესობა სინამდვილეში აფერისტების ბანდას ეკუთვნის. მეგობრებო, თანამოქალაქეებო ყოველივე ის, რაც ზემოთ ითქვა არის უპასუხისმგებლო სიკეთის ნათელი მაგალითები. ჩვენ ვკვებავთ და ჩვენ ვაძლევთ ასეთ აფერისტ ადამიანებს სტიმულს, რომ კიდევ გვატყუებდნენ, ასეთ ფონდებს, რომ ისევ არსებობდნენ, ასეთ დედებს, რომ შვილებით განაგრძონ მანიპულირება და მათი ფსიქიკის დამახინჯება.. ჩვენი ბრალია ეს და ჩვენი უპასუხიმგებლო საქციელის, ჩვენი ეგოს დაკმაყოფილების, რომ კარგი გოგო-ბიჭები ვართ- ჩვენ სიკეთე ვქმენით და გავიარეთ, დანარჩენი ღმერთმა მოკითხოსო, არადა ჩვენც ვიკითხოთ, ჩვენც დავინტერესდეთ, იქნებ შეწყვიტონ ბავშვების ქუჩაში გამოყვანა, იქნებ რა ადამიანს გადავარჩენთ, იქნებ როგორ წაადგება ქვეყანას ეს ბავშვი თუ კარგად აღიზარდა ქუჩაში გდების ნაცვლად, იქნებ გაუქმდნენ ასეთი ფონდები, სხვისი ტკივილით რომ მდიდრდებიან.. სიკეთესაც სჭირდება თურმე გონივრულად მიდგომა და წინ გახედვა. გინდათ სიკეთე აკეთოთ? ნუ დაეხმარებით მათხოვარ დედას, ნუ დაეხმარებით ბუნდოვან ფონდებს, ნუ დაეხმარებით სოციალური ქსელის აფერისტებს! მოიძიეთ პირადად ადამიანები, ყველა უბანშია გაჭირვებული, ყველა ქუჩაზე უჭირს ვირაცას, მოიძიეთ კარგი ფონდი, თვქენი პრინციპებისა და ღირებულებების შესაბამისი საქმიანობით, ისევე როგორც მე ვიპოვნე.

image
ვიფიქროთ ბევრი, არ აქვს მნიშვნელობა ქუჩაში მდგარს ვეხმარებით თუ ფონდებს, მთავარია ჩვენს მიერ გაღებული თანხის მომავალი დავინახოთ. ვიცოდეთ ვის ვეხმარებით, ვის და რა სტიმული ეძლევა ჩვენი საქციელით და რა შედეგებამდე მიგვიყვანს ჩვენს მიერ გაღებული 20 თეთრი მომავალში.

image

0
75
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო სხირტლაძე
ნინო სხირტლაძე
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0