x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"თუ ანაკლიაში მიწა არ მოგვცეს, GEM Fest-ს აფხაზეთში ჩავატარებთ" – ნახეთ, რას წერს გიორგი სიგუა
image


გიორგი სიგუა თავის ფეისბუქ გვერდზე სტატუსს ავრცელებს, სადაც ის "ჯემ ფესტზე" საუბრობს და სოციალური ქსელის მომხმარებლების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.


"გთხოვთ გააზიაროთ.

რამდენიმე კითხვაზე პასუხი რასაც ამ ბოლო დროს ვისმენ.


1 ჩატარდება "ჯემ ფესტი?" აუცილებლად ჩატარდება 9-12 აგვისტოს ანაკლია განმუხურის საკურორტო ზონაში. თარიღები გამოცხადებულია და ბილეთებიც იყიდება.


2 როდის გამოცხადდება ლაინ აფი? რამდენიმე კვირაში დავიწყებთ ლაინ აფის ნაწილ ნაწილ გამოცხადებას.


3 მთავრობა რომ არ გაძლევთ ფულს, გაუმკლავდებით? ჯერ ერთი ჯემფესტი მთლიანად კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მთავრობამ დახმარება მაშინ დაიწყო როდესაც ნახა კარგი თემა იყო. შარშან 20% დაფარეს ხარჯების და შუა გზაში გაუჩინარდნენ (ზოგიერთები). მათი "დახმარება" რომ ძალიან ძვირი ჯდება და ამ მთავრობის მხარდზჭერა ძალიან არასანდო ვალუტაა ეგეც ვისწავლე


4 მიწა რომ არ მოგცენ იჯარით რას იზავთ? აფხაზეთში გადავალთ და იქ ჩავატარებთ.


5 როდის გაისტუმრებთ ვალებს? მაშინ როდესაც სრული დატვირთვით ავმოქმედდებით, გაყიდვები გაიზრდება და ფინანსურად გავძლიერდებით.


6 თუ კიდევ რამე გაინტერესებთ დაწერეთ კომენტარებში და გიპასუხებთ." – წერს გიორგი სიგუა.


imageimage



0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0