x
მეტი
  • 18.06.2018
  • სტატია:77921
  • ვიდეო:330656
  • სურათი:433808
რატომ არის მნიშვნელოვანი არარეფლექსიური მოსმენის გამოყენება ფსიქოლოგიური კონსულტაციის დროს?

image

ადამიანის დახმარებისას ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ჩუმად მოსმენა შეიძლება აღმოჩნდეს. არარეფლექსიური მოსმენა უმარტივესი ხერხია და წარმოადგენს თქვენს უნარს დაიცვათ ყურადღებიანი სიჩუმე და არ შეუშალოთ ხელი თქვენი შენიშვნებით, როდესაც თქვენი კლიენტი ან ჯგუფის წევრი საუბრობს.

როდესაც ადამიანის დახმარება გვსურს, რათა ის თავის განცდებში გაერკვეს, თავისი პრობლემა გაგვიზიაროს, ჩვენ კონსულტანტის როლში ვართ და ეფექტური კომუნიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ურთიერთობაში ჩვენი მონაწილეობის, დასწრების ხარისხის მაჩვენებლები იქნება. ჩვენი არავერბალური ქცევა მთლიანად უნდა გამოხატავდეს, რომ ჩვენ მხოლოდ იმ ადამიანს ვუსმენთ, ვისაც ვესაუბრებით, არა ვართ დაკავებული სხვა საქმით ან სხვა თემაზე ფიქრით. საყურადღებოა, რომ თუ ჩვენ იმაზე ვფიქრობთ, რა ვუპასუხოთ ამ ადამიანს, ესეც კი ხელს გვიშლის მის მოსმენაში.

მთავარი კომპონენტი, რომლითაც ადამიანი ხვდება თუ რას ვაკეთებთ, ჩვენი თვალებია. სხვა თემაზე ფიქრის დროს, მზერა, როგორც წესი გადაინაცვლებს ხოლმე ამ ადამიანის თვალებიდან. ამ შემთხვევაში ჩვენი მონაწილეობა საუბარში, დასწრების ხარისხი სრულიად განსხვავებულია იმ შემთხვევისგან, როდესაც ჩვენ მხოლოდ მას ვუსმენთ, ვცდილობთ გავიგოთ მისი ემოციები და არ ვფიქრობთ მისი ფიქრების ინტერპრეტაციაზე, ანალიზსა და დიაგნოზზე. თუ მისი საუბრის დროს დავიწყებთ გაგონილის ჩვენეული კონცეფციის განვითარებას, ეს რა თქმა უნდა შეგვიშლის მოსმენასა და გაგებაში. ამდენად, ჩვენი რეალურად დასწრებისა(Attending) და მოსმენის პირველი მანიშნებელი ვიზუალური/თვალებით კონტაქტია. როდესაც ადამიანი განიხილავს თემებს, რომელიც განსაკუთრებით სტრესის შემცველია ან დაძაბული ფიქრობს რაიმე თემაზე, მას მზერა შორს გადააქვს და თვალებით კონტაქტი წყდება. როდესაც ადამიანი მისთვის განსაკუთრებით საინტერესო თემაზე საუბარს ისმენს ან თვითონ საუბრობს, მისი თვალის გუგები ფართოვდება, ხოლო თუ თემა არასაინტერესო და შემაწუხებელია, გუგები ვიწროვდება. თვალებით კონტაქტი ასევე წყდება თუ თემა გამაღიზიანებებლია.

არარეფლექსური მოსმენის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ყურადღების გამომხატველი და ბუნებრივი სხეულის ენაა.

მნიშვნელობა აქვს ასევე, თუ რა დისტანციას დავიკავებთ მოსმენის დროს და იქნება თუ არა საგნები მსმენელსა და მთხრობელს შორის. ამ დროს უმჯობესია მოსაუბრეებს შორის არ იყოს რაიმე საგანი, მაგალითად, მაგიდა. ადამიანი იგებს თქვენი დაინტერესებულობის შესახებ თუ საუბრისკენ წამახალისებელ ბუნებრივ მდგომარეობას იღებთ - მის პირდაპირ ზიხართ და მცირედ მისკენ იხრებით.

როდესაც თქვენ გსურთ სხვამ მოგისმინოთ, თქვენ ელოდებით, რომ თვითონ ეს ადამიანი ობიექტურად, მიუკერძოებლად, მშვიდად მოგისმენთ, ამდენად მნიშვნელოვანია რომ მსმენელი არ იყოს დაძაბული.

ამრიგად, შეიძლება ჩამოყალიბდეს ჩვენი დასწრებისა და მოსმენის კარგი საფუძვლის შემქმნელი შემდეგი ხუთი არავერბალური მახასიათებელი:

  • თვალებით ბუნებრივი კონტაქტი
  • სასურველია ადამიანის მოსმენის დროს მის პირდაპირ ვიჯდეთ
  • მსმენელს ღია პოზა უნდა ჰქონდეს
  • სხეულის მცირე გადახრა მთხრობელისკენ ინტერესის გამომხატველია
  • მსმენელის სხეულის მდგომარეობა მშვიდია, ის არ უნდა იყოს დაძაბული.

ყველა ზემოთ აღნიშნულ მოქმედებას ერთი მიზანი აქვს, მთხრობელს მისცეს შესაძლებლობა მოჰყვეს ამბავი მაქსიმალური კონკრეტულობით, რაც შეიძლება დეტალურად და შეამციროს თქვენი, როგორც მსმენელის საუბრის დრო.

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:დიანა ამირეჯიბი
დიანა ამირეჯიბი
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0