x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და ჯანმრთელობა; დამოკიდებულების ნიშნები და საფრთხეები
image

ტრადიციულად, gambling-ფულზე თამაში არის აქტივობა, რომელშიც მოგება შემთხვევითობაზე ან შანსზეა დამოკიდებული და რომლის დროსაც ინდივიდი რისკავს ფულს ან სხვა საკუთრებას.

კაზინოებისა და ლატარეების სიმრავლე ადამიანებს ხელს უწყობს, რომ რისკზე წავიდნენ და ითამაშონ. აზარტული თამაშებზე დამოკიდებულება გამოწვეულია ინდივიდების უუნარობით, აკონტროლონ თავიანთი კომპულსური ქცევები. ნებისმიერი ტიპის აზარტული თამაში, იქნება ეს რბოლა, ბინგო, ფრაპი(ძველებული ბანქოს თამაში), ლატარეა, კამათლით თამაში თუ სპორტის სახეები, რომლეზეც ფსონის დადებაა შესაძლებელი, შესაძლოა გახდეს პრობლემტური. თუმცა ზოგი მათგანი ხასიათდება განსაკუთრებული, სპეციფიკური მახასიათებლებით, რომლებმაც შესაძლოა გააძლიეროს დამოკიდებულება. კვლევები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი შესაძლოა თამაშის სიჩქარე იყოს. ის თამაშები, რომლებშიც მოკლე დროა ფსონის დადებასა და შედეგის ნახვას შორის, მაღალი რისკიანობით გამირჩევა, მაგალითად სათამაშო აპარატები.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გავრცელებული და ამასთან, სწრაფად მზარდი პრობლემაა. გაზრდილი ხელმისაწვდომობა მოითხოვს ცნობიერების მეტად ამაღლებას და სათანადო კანონდებლობას. ნებისმიერი, რომელიც უზრუნველყოფს აზარტული თამაშების სერვისს, პასუხისმგებელია განავითაროს პროგრამები არასრულწლოვანთა და თამაშზე დამოკიდებულების იდენტიფიკაციისთვის. პრობლემის შესწავლა, მკურნალობა და პრევენცია წახალისებული უნდა იქნეს.


თამაშზე დამოკიდებულება

თამაშზე დამოკიდებული ადამიანებისთვის, გრძნობა, რომელსაც განიცდის აზარტული თამაშების დროს ძალიან გავს ნარკოტიკის ან ალკოჰოლური სასმლის მიღბას. მოთამაშე დამოკიდებული ხდება და აგრძელებს თამაშს, იმისათვის, რომ მიიღოს იგივე შეგრძნება ისევ. ზოგიერთ შემთხვევაში ის ეჭიდება თავის წაგებებს, რადგან ფიქრობს, რომ თუ გააგრძელებს თამაშს, შეძლებს წაგებული თანხის უკან დაბრუნებას.

შედეგად მოთამაშე იკეტება წრეში, სადაც ის აგრძელებს სათამაშო ღონისძიებებთან დამოკიდებულების ზრდას. ამავე დროს ამ ჩვევასთან გამკლავების შესაძლებლობა კლებულობს. აზარტულობა მატულობს ინტენსიურად და მისი შესაძლებლობა, რომ აკონტროლოს თამაშის სურვილი, სუსტდება.

ის, თუ რამდენად ხშირად თამაშობს ადამიანი აზარტულ თამაშებს, არ მიუთითებს იმაზე, რომ მას შეიძლება ჰქონდეს პრობლემა აზარტულ თამაშებთან მიმართებაში. ზოგიერთ პრობლემურ მოთამაშეს შეუძლია დაკავდეს აზარტული თამაშებით პერიოდულად და არ ქონდეს ამას ხშირი სახე. ერთის მხრივ, მიუხედავად თამაშის სიხშირისა ემოციური და ფიზიკური შესაძლებლობები შესამჩნევი იქნება.

აზარტულ თამაშებთან მიდრეკილების სიმპტომები

დამოკიდებულების ადრეული ნიშნები:

  • თამაშის სურვილი -ადამიანი კვლავ განაგრძობს თამაშს მზარდი, მძიმე, უარყოფითი შედეგების მიუხედავად..შესაბამისად, იზრდება შეპყრობა აზარტიული თამაშებით
  • ვალის ზრდა;
  • გადასახადების დროულად გადახდის გაჭიანურება;
  • ოჯახის და მეგობრების მოტყუება;
  • მერყევი ხასიათი, გაღიზიანება და სიბრაზე. აზარტული თამაშების შეჩერების მცდელობისას, ადამიანი აღელვებული ან გაღიზიანებული ხდება;
  • გაცდენა და კონცენტრაციის ნაკლებობა სამუშაოზე;
  • აზარტულ თამაშებზე ფულისა და დროის ხარჯვის უპირატესობის მინიჭება
როცა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება სერიოზულია:

  • განმეორებითი წარუმატებელი მცდელობები აზარტული თამაშების შესაჩერებლად.მოთამაშეები გრძნობენ მოთხოვნილებას დადონ მეტი ფული უფრო ხშირად. წაგების მიუხედავად, მოთამაშეები კვლავაც იმედოვნებენ რომ ისინი დანაკარგებს აღადგენენ;
  • თამაშის შემდეგ სინდისის ქენჯნის შეგრძნება;
  • ფინანსური გაჭირვება და ვალი(იყებენებ შემოსავლებსა და დანაზოგებს აზარტული თამაშებისთვის, ფულის სესხებას )
  • კონტროლის დაკარგვა, რაც თაღლითობა და მოპარვაში გამოიხატება;
  • ურთიერთობების ნგრევა, კონფლიქტი;
  • სამუშაოს დაკარგვა;
  • კულტურული აქტივოვებისგან განდგომა, მარტოობა და იზოლაცია;
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის შერყევა-უძილობა, დეპრესია((შაკიკი, ინტენსიური მღელვარება), სირცხვილი, შიში და სუიციდისკენ მიდრეკილება
რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს აზარტულმა თამაშებმა?

სხვადასხვა ფორმის მიდრეკილებების მსგავსად, არავის არ შეუძლია იწინასწარმეტყველოს, ვისთან შეიძლება განვითარდეს მისწრაფება აზარტული თამაშებისადმი. თამაში მაშინ ხდება პრობლემა როდესაც ის ერევა ფინანსებში, ურთიერთობებში და სამუშაო ადგილზე . უნდა აღინიშნოს, რომ აზარტული თამაშები არ არის ფინანსური პრობლემა, ეს არსი ემოციური პრობლემა, რომელსაც აქვს ფინანსური შედეგები. ხშირად მოთამაშეები ვერ აანალიზებენ, რომ მათ აქვს პრობლემა . ბევრ ადამიანს რომელსაც უვითარდება თამაშისადმი მიდრეკილება მიჩნეულები არიან როგორც პასუხისმგებლიანი და სანდო ადამიანები. ზოგადად მიჩნეულია, რომ ადამიანებს რომლებსაც აქვთ ერთი მიდრეკილება მაინც მათ უფრო აქვს რისკი განუვითარდეთ სხვა მიდრეკილებებიც.მაგრამ ზოგიერთი მოთამაშე არ განიცდის დამოკიდებულებას სხვა მიდრეკილებებისადმი.

ზოგიერთი ადამიანი შეიძლება უფრო იყოს რისკის ქვეშ ვიდრე სხვა :

1.დეპრესიული ადამიანები

2.სხვა დამოკიდებულებების, როგორიცაა ალკოჰოლი ან ნარკოტიკები, მიმართ მიდრეკილი ადამიანები.

3.დოფამინის აგონისტები - წამალი იხმარება პარკინსონის განსაკურნებლად და მოუსვენარი ფეხების სინდრომმა შეიძლება გაზარდოს აზარტულ თამაშებთან მიდრეკილების რისკი .

4.ანტიფსიქიკური მედიკამენტების მომხმარებლები - ეს მედიკამენტები შეიძლება დამაკავშირებელი გახდეს აზრტულ თამაშებთან.

5.ასაკი - ახალგაზრდებში და შუა ხნის ადამიანებში უფრო ხშირია აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება.

6.სქესი - მამაკაცები უფრო რისკის ქვეშ არიან ვიდრე ქალები .

7.გარშემომყოფთა დამოკიდებულებები- თუ საუკეთესო მეგობარი ან ოჯახის წევრი არის დამოკიდებული, ეს ზრდის რისკს შენც რომ ჩაერთო.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საფრთხეები

image

დეპრესია-რომელიც მიზეზია სირცხვილისა და ბრალეულობის განცდის. დეპრესიის ნიშნები:

  • გაღიზიანებისა და ფრუსტრაციის ზრდა
  • აქტივობებისადმი ინტერესის კარგვა
  • დაღლილობა და ძილიანობა
  • მადის კარგვა
  • ნეგატიური და უიმედო ფიქრები
უახლესმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანები აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებით ორჯერ უფრო დეპრესიულები და 18-ჯერ უფრო მეტად განიცდიდნენ ძლიერ ფსიქოლოგიურ დისტრესს, ვიდრე დამოკიდებულების არმქონე პირები. ასევე აღსანიშნავია, რომ კავშირი დამოკიდებულებას და ხასიათს შორის არ არის ცალმხრივი და დეპრესიულობამ შესაძლოა ასევე გამოწვიოს აზარტულ თამაშებში ჩართვა: ა)ხალხმა შესაძლოა გამოყენოს თამაშები როგორც გაქცევა ნეგატირუი გრძნობების ან სიტუაციებისგან თავდასაღწევად. ბ)თამაშმა შესაძლოა ამაგზნებელი ფუნქცია შეითავსოს, რაც მდგომარეობის გამოსწორებაში დაეხმარება.

შიში/შფოთვა- ნორმალური პასუხია დაუძლეველი, ზღვარგადასული სიტუაციის დროს. ზოგიერთი აზარტულ თამაშებს სტრესული სიტუაციიდან გაქცევის მიზნით მიმართავს, თუმცა ეს მხოლოდ მცირე დროით ხდება და ამის შემდეგ შფოთვა და შიში უფრო იზრდება. რაც უფრო ხშირი ხდება თამაში, უფრო მეტად იწვევს შიშს და გაურკვევლობას. ზოგი მოთამაშე, ვისაც შფოთვა ეუფლება, ამბობს, რომ თამაში საწყის ეტაპზე ყურადღების კონცენტრირების მოდუნებას და გაქცევის გრძნობას იწვევდა. ისინი ამ მდგომარეობას აღწერდნენ, როგორც "zoning out" და განცდას, თითქოს საკუთარ სამყაროში იყვნენ. ეს კი უფრო მეტ დამოკიდებულებას და ფულის ხარჯვას იწვევდა. რაც თავის მხრივ შფოთვის საფუძველი აღმოჩნდა.

შიშის/მღელვარების ნიშნები:

  • Insomnia
  • გაღიზიანება
  • გულისცემის გახშირება
  • ხელების ოფლიაობა
  • კონტროლის დაკარგვა
  • გაუბედაობა
  • არასასურველი ფიქრების აკვიატება
ალკოჰოლი-ზოგი პოულობს კავშირს ალკოჰოლის ეფექტსა და აზარტულ თამაშებს შორის. რაც შემდეგნაირად გამოიხატება:

  • დალიო იმაზე მეტი, ვიდრე განზრახული გქონდა და შესაბამიად, მეტი ფული დახარჯო;
  • სხვა ხალხთან ჩხუბი ალკოჰოლის ზემოქმედების დროს;
  • გონების დაკარგვა;
  • პრობლემები ურთიერთობაში, როგორც ალკოჰოლის შედეეგი;
  • დალევის ყოველდღიური საჭიროება;
  • სწავლის და მუშაობის უუნარობა ალკოჰოლის მოთხ;ოვნილების გამო
  • დარჩე უფრო დიდხანს, ვიდრე განზრახული გქონდა;
  • ქცევისა და ხასიათის ცვლილება, როგორც ალკოჰოლის და თამაში შედეგი.
ასევე, მოწევას და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულაბს შორის ძლიერი კორელაციური კავშირი იკვეთება. ჯერ ერთი იმიტომ რომ, ასეთ დაწესებულებებეში არის სპეციალური სივრცე გამოყოფილი მოწევისთვის ან მასთან ახლოს მდებარეობს მოსაწეევი ადგილი. მეორეც, როცა ნავარაუდევზე მეტ ფულს ხარჯავ, ამის გამო სტრესში ვარდები და მოწევის მოთხოვნილება მძაფრდება.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მკურნალობა

ძირითადად მკურნალობა იყოფა სამ ტიპად:

  • თერაპია - ეს შეიძლება იყოს ბიჰევიორალური ან კოგნიტურ ბიჰევიორალური თერაპია. (CBT) ბიჰევიორალური თერაპია ეხმარება ადამიანს შეამციროს აზარტულ თამაშებში ჩართვის სურვილი, მათ ქცევაზე სისტემატიურად დაკვირვებით. თერაპია ეხმარება ინდივიდს შეცვალოს ქცევა, რასაც განიცდის ან ფიქრობს აზარტულ თამაშებზე.
  • წამლები - ხასიათის (განწყობის) სტაბილიზატორები და ანტიდეპრესანტები ეხმარება მათ შეამცირონ სიმპტომები და დაავადებები, რომლებიც თავს იჩენს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებთან. ზოგიერთ ანტიდეპრესანტს შეუძლია შეამციროს თამაშის მოტივაციაც კი. წამლები, რომლებსაც იყენებენ ნარკოტიკ დამოკიდებულ ადამიანებთან შესაძლოა გამოადგეს ზოგიერთ აზარტული თამაშების მოთამაშეს.
  • თვით დახმარების ჯგუფები - ჯგუფები, სადაც ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებიან მსგავს სიტუაციებზე, რაც ნამდვილად ეხმარებათ მათ.
0
713
შეფასება არ არის
ავტორი:მარი როჭიკაშვილი
მარი როჭიკაშვილი
713
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0