x
მეტი
  • 11.12.2018
  • სტატია:83626
  • ვიდეო:334425
  • სურათი:441598
ურთიერთობის დიალექტური თეორია


image

დიალექტური თეორია ამტკიცებს, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს ურთიერთობა სხვა ადამიანთან, განიცდის შიდა დაძაბულობას ერთმანეთის საპირისპირო მოტივებსა და სურვილებს შორის. ეს დაძაბულობა ჰგავს იმ დაძაბულობას, როგორსაც თქვენ განიცდით თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.მაგალითად, გსურთ მუშაობა ამ ზაფხულს, ფულის შოვნა, რომ ახალი მანქანა იყიდოთ, მაგრამ თქვენ ასევე გინდათ წასვლა ჰავაიზე და სერფინგი ორი თვის განმავლობაში. გსურთ ორივე, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ერთი. მსგავსად ამისა, თქვენ განიცდით დაძაბულობას ურთიერთობის დროს. დაძაბულობა ერთმანეთის საპირისპირო სურვილებსა და მოტივებს შორის ვლინდება ურთიერთობის ყველაზე ადრეულ ეტაპზე. თქვენ მოგწონთ განსაკუთრებულობის შეგრძნება თქვენს წყვილთან და ასევე გსურთ დიდ ჯგუფთანაც ახლო კონტაქტი. ახალგაზრდა ჰეტეროსექსუალური მამაკაცები, ქალებთან ინტერაქციის დროს, იყენებენ შეტყობინებების ისეთ ნიმუშებს, რომლებიც ხელს უწყობს სიახლოვის განვითარებას, მათ კი მოსდევთ ისეთი შეტყობინებები, რომლებიც ურთიერთობის შორის დისტანციაზე და აუტონომიურობის სურვილზე მიუთითებენ.

დაძაბულობა აუტონომიასა და სიახლოვეს შორის, რომელიც, ურთიერთობის განვითარებისას უფრო იჩენს თავს, მოიცავს სურვილს დარჩე ავტონომიური, დამოუკიდებელი, მაგრამ ამავდროულად იყო ინტიმურ ურთიერთობაში სასურველ ადამიანთან. დაძაბულობა ვლინდება სიახლის, ახალი თავგადასავლებისა და გამოცდილების სურვილსა და სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის სურვილს შორის. თქვენ კომფორტულად გრძნობთ თავს, როდესაც შეგიძლიათ იწინასწარმეტყველოთ მომავალი, მაგრამ ასევე გსურთ სიახლე და განსხვავებული გამოცდილებები. თითოეული ადამიანი ურთიერთობისას შეიძლება განიცდიდეს განსხვავებულ სურვილებების კომპლექტებს. მაგალითად, ერთ პიროვნებას შეიძლება ექსკლუზიურობა სურდეს უპირველეს ყოვლისა, თუმცა, მის პარტნიორს კი მეტი გახსნილობა. არსებობს სამი ძირითადი გზა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, რათა გაუმკლავდეთ ამ დაძაბულობას :

1.თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ მიიღოთ დისბალანსი, როგორც ნაწილი არსებული ურთიერთობის. თქვენ შეიძლება განსაზვროთ ის, როგორც სარგებელი და უთხრათ საკუთარ თავს : "მე დიდი დრო დავხარჯე სამსახურში, ბევრი ვიმუშავე უქმეების დროსაც, ასე ყოფნა უკეთესია"- მიიღო სიახლოვე და უარყო ავტონომია.

2. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დაასრულოთ ურთიერთობა. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ავტონომიის დაკარგვა იმდენად დიდი დანაკლისია თქვენთვის, არ შეგიძლიათ ესე იცხოვროთ, მაშინ შეგიძლიათ უბრალოდ დაამთავროთ ურთიერთობა და მიიღოთ სასურველი ავტონომია.

3. ბალანსი თქვენს ცხოვრებაში. მაგალითად, თუ თქვენთვის მოცემული ურთიერთობა ზედმეტად პროგნოზირებადია, შეგიძლიათ სიახლის სურვილი სხვაგან დაიკმაყოფილოთ. შესაძლებელია, დასვენება ეგზოტიკურ ადგილებში, შესაძლოა სხვა პარტნიორთან ერთად. თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ ბალანსი პარტნიორთან მოლაპარაკებით და შეთანხმების მიღწევით. მაგალითად, შეთანხმდნენ, რომ თითოეული თქვენგანი წავა ცალკე ძველ მეგობრებთან ერთად ერთხელ ან ორჯერ კვირაში.



როგორც ხედავთ, აღიაროთ და გაითვალისწინოთ თქვენი პარტნიორის საჭიროებები, არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ურთიერთობისათვის და მნიშვნელოვანი ხელის შემწყობი პირობა განავითაროთ და შეინარჩუნოთ ურთიერთობა.

0
12
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარ გაბელია
თამარ გაბელია
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0