x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
პირველადი დახმარება გულისწასვლის,ინფარქტის, ინსულტისა და ეპილეფსიური შეტევის დროს
image

იმ დროს, როცა უბედური შემთხვევა ხდება, ბევრი ადამიანი იბნევა და არ იცის როგორ მოიქცეს. არადა, დროულად აღმოჩენილმა სწორმა პირველადმა დახმარებამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი შეასრულოს ადამიანის გადარჩენაში.

როგორ მოვიქცეთ თუ ადამიანს ჩვენს გვერდით გული წაუვა, ინფარქტის ან ინსულტის შეტევა აქვს?განვიხილოთ თითოეული მათგანი:


გულისწასვლა


გულისწასვლა ბევრისთვის ნაცნობი სიტუაციაა. ესაა ცნობიერების დაკარგვა მოკლე დროით, რომელიც ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევითაა გამოწვეული. მისი გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს:შიში, ნერვიულობა, ფიზიკური გამოფიტვა, ჟანგბადის ნაკლებობა შენობაში.

როგორ ამოვიცნოთ მისი სიმპტომები და როგორ გავუწიოთ პირველადი დახმარება?

image

სიმპტომები

გულისწასვლას შესაძლოა წინ უძღვოდეს თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება, მკვეთრი სისუსტე, თვალებზე ბინდის გადაკვრა, ხმაური ყურებში და კიდურების წართმევა.

გულისწსვლის შედეგად ადამიანი ეცემა, რაც ერთის მხრივ მდგომარეობას აუმჯობესებს: ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ტვინს სისხლის მიწოდება აღუდგება და დაზარალებული გონს მოდის. მისი სუნთქვა ამ დროს ზედაპირული და გაიშვიათებულია. პულსი სუსტი და შენელებულია. კანი ფერმკრთალია, შესაძლოა ცივი ოფლიც აღინიშნებოდეს.

image

პირველადი დახმარება

ადამიანი დააწვინეთ ტრენდელენბურგის პოზაში: ანუ, დააწვინეთ სწორ ზედაპირზე და ფეხები 45 გრადუსი დახრილობით აუწიეთ, თავი და მხრები კი მენჯის დონესთან შედარებით დაბლა უნდა იყოს. თუ ხელსაყრელი პირობები არ არის ამ პოზიციაში წამოსაწვენად, საკმარისია მხოლოდ ფეხები აუწიოთ.

შეუხსენით საყელო, ჰალსტუხი და ქამარი, რამაც შეიძლება სისხლის მიმოქცევას ხელი შეუშალოს.

თუ შემთხვევა შენობაში მოხდა, გააღეთ ფანჯრები და ჰაერი შემოუშვით.

შეგიძლიათ სახეზე ცივი წყალი მოუსვათ ან ცივ წყალში დასველებული ტილო დააფაროთ შუბლზე. მსუბუქად დაუზილეთ ყურები ან ლოყებზე მსუბუქად შემოუტყაპუნეთ. თუ ღებინება განვითარდა, დაზარალებულს თავი გვერდზე გადაუწიეთ, რომ ამოღებული მასა სასუნთქ გზებში არ მოხვდეს.

ყველაზე კარგი საშუალებაა აყნოსოთ ნიშადურის სპირტი.

არავითარ შემთხვევაში არ წამოაყენოთ ადამიანი გონს მოსვლის შემდეგ, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება და დაელოდეთ მის მოსვლას.

image


ინფარქტი

ინფარქტის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს:ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, კორონალური არტერიის სპაზმი, დიაბეტი, სიმსუქნე, ალკოჰოლიზმი... ინფარქტის დროს აღმოჩენილმა დროულმა პირველადმა დახმარებამ შესაძლოა ადამიანის სიცოცხლე იხსნას.

image

სიმპტომები

1.ინფარქტის მთავარი სიმპტომია ძლიერი დამწოლი ტკივილი მკერდში, რომელიც მარცხენა მხარსა და ხელზეც ვრცელდება. ეს სიმპტომი შესაძლოა 15 წთ-იდან რამდენიმე დღემდე გაგრძელდეს.

2.ადამიანი შფოთავს, უჩნდება სიკვდილის შიში

3.შესაძლოა განვითარდეს გულისრევა, სახეს და ტუჩებს მოლურჯო ელფერი დაჰკრავს.

4.აღინიშნება, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ჰაერის უკმარისობა. სუნთქვა გახშირებული და ზედაპირულია.

5.პულსი სუსუტია, არათანაბარი და აჩქარებულიimage

პირველადი დახმარება

1.პირველ რიგში სასწრაფო უნდა გამოიძახოთ.

2.თუ ადამიანი ცნობიერებაზეა, დასვით მისაყუდებლიან სკამზე, ან თუ სკამი არ არის ნახევრად წამოაწვინეთ, ფეხები მუხლებში მოახრევინეთ.

3.შეუხსენით საყელი, ჰალსტუხი და მოჭერილი ტანსაცმელი.

4.შესაძლებელია ადამიანს, რომელსაც გული აწუხებს, თან ჰქონდეს რაიმე მედიკამენტი, რასაც იღებს:ნიტროგლიცერინი, ვალიდოლი და ა.შ. ნიტროგლიცერინი ტკივილის კუპირებას ახდენს. თუ მისი მიღებიდან 3 წთ-ის განმავლობაში ტკივილი არ შესუსტდა, ადამიანს უბრალო სტენოკარდიუმის შეტევა კი არა, სერიოზული ინფარქტის საფრთხე ემუქრება, რომელსაც წამლით ვერ გაუმკლავდებით.

5. თუ ხელთ ასპირინი აღმოგაჩნდათ და დაზარალებულს მასზე ალერგია არ აქვს, მიეცით 300 გრამი დასაღეჭად. დიახ, დ ა ს ა ღ ე ჭ ა დ! ასე უფრო სწრაფად იმოქმედებს.

6 აუცილებლად დააკვირდით სუნთქვას და გულისცემას. თუ გული გაჩერდა, აუცილებელია მასაჟის გაკეთება. ფიბრილაციის პირველ წამებში შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს პრეკარდიული დარტყმა-ორი მკვეთრი ინტენსიური დარტყმა მუშტით, 30-40 სმ-ის დაშორებით მკერდიდან, მისი შუა და ქვედა ნაწილის საზღვარზე. თუ ამ დარტყმების შემდეგ საძილე არტერიაზე პულსი არ გაჩნდა, გადადით გულის არაპირდაპირ მასაჟსა და ხელოვნურ სუნთქვაზე.

ამ ვიდეო-გაკვეთილში კარგადაა ნაჩვენები ეს ყველაფერი

ინსულტი

ინსულტი ტვინის ქსოვილების დაზიანება და მისი ფუნქციის დარღვევაა, რაც სისხლის მიმოქცევის დარღვევითაა გამოწვეული.

მისი სიმპტომების ცოდნა ყველასათვის აუცულებელია, რომ დროულად აღმოვუჩინოთ დაზარალებულს დახმარება.

image

სიმპტომები

1. მოულოდნელი, უმიზეზო თავის ტკივილი.

2.კუნთების სისუსტე, სხეულის ნახევრის ან სხვადასხვა ნაწილების წართმევა

3.შესაძლოა მხედველობის დარღვევა, გაორება

4.წონასწორობის და კოორდინაციის დაკარგვა, გულისრევის შეგრძნება, ცნობიერების დაკარგვა.

5. ვითარდება მეტყველების დარღვევა, შენელება. შესაძლოა დაზიანების მხარეს ტუჩის კუთხე ჩამოეშვას და ცალი თვალი გაფართოვდეს.

image

პირველადი დახმარება

1.პირველ რიგში სასწრაფო გამოიძახეთ.

2.თუ ადამიანი უგონოდაა, შეამოწმეთ როგორ სუნთქავს. თუ სუნთქვა უჭირს, გაუთავისუფლეთ სასუნთქი გზები, დააწვინეთ გვერდზე და პირი გაუღეთ.

3.მოათავსეთ ადამიანი მოსახერხებელ პოზიციაში. ბევრს მიაჩნია, რომ ამ დროს მათი განძრევა არ შეიძლება. ეს მითია.

4.თუ შესაძლებელია, გაუზომეთ არტერიული წნევა და მაჩვენებელი ჩაინიშნეთ.

5.თუ ადამიანი გონზეა, გამოკითხეთ რამდენი ხანია რაც ინსულტი დადგა. მისი დაწყებიდან სამი საათის განმავლობაში ავადმყოფს შეიძლება ექსტრენნული თერაპია-თრომბოლიზისი ჩაუტარდეს. ეს პროცედურა ვენაში პრეპარატის შეყვანას გულისხმობს, რომელიც ტვინის არტერიის მაბლოკირებელი შედედებული სისხლის გახსნას უწყობს ხელს.

6.არ მისცეთ საკვები და წყალი.

7.არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ პრეპარატები!

image

ეპილეფსიის შეტევა

ეპილეფსიის შეტევის ხილვამ შესაძლოა ბევრი შეაშინოს. ის არ მოითხოვს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას. მისი სიმპტომები და პირველადი დახმარება კი სასურველია ყველამ იცოდეს.

სიმპტომები

1.შეტევას წინ უძღვის შეგრძნება, რომელიც შესაძლოა იყოს მხედველობითი, სმენითი, შეგრძნებითი. ზოგჯერ ადამიანი ასწრებს სხვები გააფრთხილოს იმის შესახებ, რომ შეტევა დაემართება.

2.გარეშე პირი უცებ ხედავს რომ ადამიანს უეცრად ყვირილი აღმოხდა და უგონოდ დაეცა.

3.სუნთქვა გაძნელებულია, ტუჩები გალურჯებული.

4.ვითარდება კრუნჩხვები.

5. ამ დროს ადამიანმა შესაძლოა ენა ან ლოყა მოიკვნიტოს.

6. გუგები შუქზე არ რეაგირებენ.

7.შესაძლოა განვითარდეს ნაწლავური ქმედება, გულისრევა, ძლიერი ნერწყვდენა. პირიდან შეიძლება ქაფი გადმოუვიდეს.

image

პირველადი დახმარება

1.პირველ რიგში თავად უნდა დამშვიდდეთ. თუ ადამიანმა თქვენი გაფრთხილება მოასწრო, რომ შეტევა განუვითარდება, პირველ რიგში დარწმუნდით, რომ დაცემისას არაფერი დაუშავდება(მახვილი კუთხე, ბასრი და მძიმე საგნები...)

2.შეტევის დროს ნუ გადაადგილებთ მას, იყავით მასთან შეტევის ბოლომდე.

3.ნუ შეეცდებით მისი კრუნჩხვების შეჩერებას.

4. თუ შეტევა 5 წთ-ზე დიდხანს გაგრძელდა, სასწრაფო გამოიძახეთ.ხანგრძლივმა შეტევამ შესაძლოა ტვინის უჯრედები დააზიანოს.

5.მნიშვნელოვანია! არ ჩაუდოთ პირში რაიმე საგანი! ბევრს ჰგონია, რომ ამ დროს ადამიანმა შესაძლოა ენა გადაყლაპოს, რაც მცდარი აზრია, რადგან შეტევის გამო ენის კუნთებიც კი ჰიპერტონუსშია და ადამიანს ეს არ ემუქრება.

არ გაუღოთ პირი და არ მოუთავსოთ ყბებს შორის რამე. ამ დროს შესაძლოა თქვენ თვითონ დაიზიანოთ ხელი, ან ამ ადამიანს კბილების ტრავმა მიაყენოთ, ან საგნის ნამტვრევი გადასცდეს.

6.როცა შეტევა მორჩება, მოათავსეთ ადამიანი მოხერხებულ მდგომარეობაში.დარწმუნდით, რომ სუნთქვა ნორმაშია. შეუმოწმეთ სუფთაა თუ არა სასუნთქი გზები, ხომ არ მოხვდა იქ საჭმელი.

7.თუ შეტევის დროს ტრავმა მიიღო, დაუმუშავეთ ისინი.

8.თვალყური ადევნეთ, სანამ ბოლომდე ნორმაში არ ჩადგება. თუ შეტევა პირველად განვითარდა ან ერთ შეტევას მალე მეორეც მოჰყვა, აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია.

image

0
547
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
547
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0