x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
პიროვნების დახასიათება დაბადების წლის მიხედვით
ალბათ, გსმენიათ რამე კარმის შესახებ?სიტყვასიტყვით ნიშნავს “საქმეს’’, ითარგმნება “მისაგებელად’’, “საზღაურად’’.კარმა-არის სწავლება ადამიანის გარდასახვების შესახებ. ტიბეტური სწავლებით, ადამიანის სული 9-ჯერ მოდის ამქვეყნად . ითვლება, რომ ყოველ ახალ ცხოვრებაში ადამიანს გარკვეული კარმული გამოცდა ელის ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში:სიყვარული, სამსახური, ჯანმრთელობა...

ბუდისტები თვლიან, რომ მორიგი განსხეულების დახასიათება-მევაა. მევა აჩვენებს თუ რამდენი რეინკარნაცია გამოიარე, როგორი კარმა გელით.

მევას დასადგენად, იპოვეთ ცხრილში თქვენი დაბადების წელი და ციფრი, რომელიც მის გასწვრიც დგას, თქვენი მევა იქნება.

image


1.თუ ეს ციფრი შეგხვდათ, დიდი ალბათობით, მშვიდი და პესიმისტური ხასიათი გაქვთ. შესაძლოა გარეგნულად ჩანს, რომ გულღია ადამიანი ხართ, მაგრამ თქვენში ჯიუტი ბავშვი იმალება. უმეტეს შემთხვევაში ადვილად ერგებით სიტუაციას, მაგრამ იშვიათად ცდილობთ რაიმეს შეცვლას.

შესაძლოა გაჩნდეს ალკოჰოლთან ან ნარკოტიკთან დაკავშირებული პრობლემები. ყურადღება მიაქციეთ თირკმელებს, შარდის ბუშტს, საშვილოსნოს, გენიტალიებს-ეს ის ზონებია, რომელთანაც ფრთხილად უნდა იყოთ.

მიდრეკილება გაქვთ განწყობის მკვეთრი ცვლილებისა და დეპრესიისადმი. თქვენზე ვერავინ იტყვის, რომ გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხართ, მაგრამ სიყვარული ნამდვილად გჭირდებათ.

image

2. მეგობრული ადამიანი ხართ, რომლისთვისაც უცხოა აგრესიული ქცევა. ზოგჯერ ამბიციურიც ხართ, უინიციატივოც, გიყვართ წვრილმანებამდე ჩაკირკიტება. ლიდერი არა, მაგრამ შესანიშნავი თანამშრომელი ხართ, რომელსაც კარგად გამოსდის გუნდური მუშაობა. ყველაზე წარმატებული ასაკი თქვენთვის 45-47 წელია.

ტკბილეული გიყვართ და ეს თქვენს გარეგნობაზეც აისახება. კარმულ დაავადებებში ზურგი, კანი, ნაწლავები და სისხლი შედის. ურთიერთობებში ძალიან ყურადღებიანი ხართ პარტნიორის მიმართ. უფრო მეტად გრძნობებით მოქმედებთ, ვიდრე გონებით. მატერიალური დონე-საშუალო.

უფრთხილდით ფინანსურ ბირჟებს და აზარტულ თამაშებს. სასურველია, თქვენი საქმიანობა ხალხთან იყოს დაკავშირებული ან ბუნებასთან, მაგ: ფერმერობა.

image

3. დედიკოს შვილიკო ნამდვილად არ ხართ. თქვენნაირი ადამიანი მალე იზრდება და მშობლების სახლს ტოვებს საკუთარი გზის მოსაძებნად. ხასიათი-დამოუკიდებელი, ახალგაზრდული და ოპტიმისტური.

ძალიან ჯიუტი და მოუთმენელი ხართ, მაგრამ ამის გამოსწორება თქვენი პოზიტიური და დადებითი ენერგიით ხდება. გარემოებებს ძნელად ეგუებით, ყველაზე წარმატებული ასაკი 34-დან- 38 წლამდეა.

ერთი დღით ცხოვრობთ, უამრავი აღმაფრენა და დაცემა გამოგივლიათ. მალე ხარჯავთ რასაც გამოიმუშავებთ და არ გახასიათებთ ფულის დაგროვება.

აგებულება-კარგი და ძლიერი, მაგრამ ნერვული პრობლემები გახასიათებთ.

გარკვეული დამოკიდებულებაც ჩანს ნარკოტიკების მიმართ. თქვენთვის იდეალურია დასაქმების ისეთი სფეროები, სადაც თავის გამოხატვა შეგიძლიათ:მასწავლებელი, ორატორი, მწერალი, მუსიკოსი...

image

4.დადებითი ადამიანი ხართ, თუმცა ზოგჯერ შიში და უნებისყოფობა ხელს გიშლით. 38 წლამდე იდეალური ასაკია.

აგებულება-სუსტი, ფართო და მაღალი შუბლი. სხვადასხვა ავადმყოფობით დაავადების რისკი მაღალია. სუსტი სასუნთქი სისტემა და ნაწლავები.ქალებს სასქესო ორგანოების პრობლემაც შეიძლება აწუხებდეთ.

გარეგნულად ლამაზი და მიმზიდველი ხართ. იმ ბავშვებს მიეკუთვნებით, რომლებიც მალე მწიფდებიან. მტკიცე და ხანგრძლივ ოჯახურ ურთიერთობებს ვერ ინარჩუნებთ. ფრთხილად იყავით, ადვილად სამართავი ადამიანი ხართ და შესაძლოა ამის გამოყენებით გაგქურდონ. ფული ხელში არ გიჩერდებათ. საქმიანობისთვის ყველაზე შესაფერისი სფეროებია საზოგადოებრივი ან სადღესასწაულო ორგანიზაციები.

image

5. უკიდურესობების ადამიანი ხართ-ძალიან კარგი ან ძალიან ცუდი, მიზანსაწრაფულიც და ზარმაციც... მეტნაკლებად რთული პერიოდი 42 წლის ასაკში დგება. ორგანიზმი-მაგარი, რომელიც ადვილად უმკლავდება დაავადებებს. თუმცა, სიფრთხილე გმართებთ სიმსივნესთან, ციებასთან, ჰიპერტონიასა და ნაწლავებთან დაკავშირებით.

თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გიყვარდეთ და უყვარდეთ. მიდრეკილი ხართ დომინანტობისკენ. წარმატება ხშირად არ განებივრებთ, მაგრამ დანაკარგს მალე უმკლავდებით. უფრთხილდით აზარტულ თამაშებს, შესაძლოა ყველაფერი დაკარგოთ. საქმიანობაში სასურველია მაღალ თანამდებობაზე იყოთ, სწორედ იქ მოახდენთ საკუთარი თავის სრულად რეალიზებას.

image

6.ბრწყინვალედ განვითარებული ინტუიცია გაქვთ. ბუნებით ნამდვილი ლიდერი და ნოვატორი ხართ. ცდილობთ დიადი მიზნები დაისახოთ და თავდაჯერებული მიიწევთ ამ მიზნისკენ. იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც კმაყოფილნი არიან საკუთარი თავით და ძალიან ეშინიათ წარუმატებლობის.. კარგი ასაკია-40 წელი. აგებულება-გამხდარი.

ყურადღება მიაქციეთ ემოციურ მხარეს და შრომისუნარიანობას, რადგან მალე იღლებით. შესაძლოა ნერვული შეტევები და თავის ტკივილები. პრობლემები გულს, ფილტვებს და ძვლებს უკავშირდება.

ურთიერთობებში გიყვართ როგორც დომინირება, ისე-მორჩილება. კარგად ურთიერთობთ ფულთან. მალე გამოიმუშავებთ და მალევე ხარჯავთ. თქვენგან კარგი ვაჭარი, მასწავლებელი ან ორატორი გამოვა.

image

7.ოპტიმისტი და თავშეუკავებელი. შესანიშნავი ორატორი. ძალიან გიყვართ ყურადღება და ბრაზობთ, როცა ის გაკლიათ. დეტალებისადმი ძალიან ყურადღებიანი ხართ.

ცხოვრება 40 წლის შემდეგ დასტაბილურდება. წარმატებას მარტო ვერ მიაღწევთ, რადგან მიზანმიმართულობა ყოველთვის არ გყოფნით.

აგებულება-სუსტი. ნერვებთან, სასქესო ორგანოებთან, თირკმელებსა და კუჭთან დაკავშირებული პრობლემები.

სიყვარულში-მიმზიდველი და მგრძნობიარე ხართ. თავისუფლების თანდაყოლილი სიყვარული გაქვთ.წარმატებას მიაღწევთ ფინანსებში ან იურისპრუდენციაში.

image

8.ჯიუტი და თავდაჯერებული ხართ. ძნელია რამეში თქვენი გადარწმუნება. თუ რამე შეხედულება გაქვთ, მათ ვერავინ შეგაცვლევინებთ.კონსერვატიული ხართ, თქვენს მოსაზრებას სხვებსაც ახვევთ თავს.

გარშემომყოფებს მშვიდი და წყნარი ჰგონიხართ, თუმცა შინაგანად ფოლადით ხართ ჩამოსხმული. ნატურით, შეიძლება ითქვას, რომ მაღალი თვითშეფასების მქონე მგელი ხართ.

აგებულება-მსხვილი და ჯანმრთელი.შესაძლოა ათეროსკლეროზი, ხერხემლის და ნერვების პრობლემები.

ახალგაზრდობაში გაურკვეველი კავშირები გქონდათ, მაგრამ ეს მაშინვე მორჩა, როგორც კი დაოჯახდით. წარმატებას მალე აღწევთ, მაგრამ ფულზე დამოკიდებული ხართ. სამუშაოში სტაბილურობას და საიმედოობას ანიჭებთ უპირატესობას.

image

9.ფაქიზი სულის, დელიკატური და მგრძნობიარე ადამიანი ხართ. შეგიძლიათ ფილმზე იტიროთ და მთელი გულით იცინოთ. ზოგჯერ ბრწყინვალე, მაგრამ უსარგებლო ცხოვრებით ცხოვრობთ.

იმპულსებით მოქმედებთ, არ გიყვართ ლოდინი. ხშირად აკრიტიკებთ სხვებს და მათგან ბევრს მოელით.

სასიყვარულო ურთიერთობებში პარტნიორებს თათმანებივით იცვლით. ნატურით იდეალისტი ხართ, რომელიც მატერიალურ კეთილდღეობას ვერ იტანს. თქვენთვის მეტნაკლებად წარმატებულია საშუალო ასაკი.

ძლიერი ადამიანი ხართ, საშუალო აგებულებით. ხშირად გვხვდება უძილობა, გულის, თვალების და ნერვების დაავადებები. მატერიალური კეთილდღეობის მიღწევას ხელს უშლის თქვენი სიზარმაცე. ადამიანების ცდუნება კარგად გამოგდით. მოქმედების სფეროსთვის საუკეტესოა-დიპლომატია, მსახიობობა, მხატვრობა...


0
8180
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
8180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0