x
მეტი
  • 12.12.2018
  • სტატია:83652
  • ვიდეო:334442
  • სურათი:441654
იცით რა განსხვავებაა ხახვის ამ ჯიშებს შორის? - ის, რაც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს!

image

ხახვი - ბოსტნეული, რომელიც შედის თითქმის ყველა კერძის შემადგენლობაში და, აქედან გამომდინარე, ძალიან ხშირად ვყიდულობთ. მაგრამ როგორ ვარჩევთ ხახვს და ვიცით თუ არა რომელი კერძისთვის რომელი ჯიშის ხახვი უნდა გამოვიყენოთ? ან კი ვხვდებით თუ არა რა განსხვავებაა სხვადასხვა ჯიშებს შორის? სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ ქვემოთ.


image

  • თეთრი (ტკბილი) ხახვი ყველაზე ტკბილი ჯიშია. გამოიყენება ძირითადად უმი სახით, სალათებში. თეთრი ხახვი ფართოდ გამოიყენება მექსიკურ სამზარეულოში სოუსებისა და ცხელი კერძების მოსამზადებლადაც. მისი მთავარი ნაკლია ის, რომ დიდხანს არ ინახება.

  • ყვითელი ხახვი ყველაზე პოპულარული სახეობაა, რომელიც გამოდგება როგორც ცივი თუ ცხელი კერძების მოსამზადებლად, ასევე კარამელიზაციისთვის, რადგან დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. თუმცა სალათებისთვის უმჯობესია სხვა ჯიშის ხახვი გამოვიყენოთ, რადგან ყვითელი ხახვის მდიდარმა არომატმა შესაძლოა დათრგუნოს სალათის სხვა ინგრედიენტების გემო. სწორედ ხახვის ამ სახეობას ირჩევენ ფრანგები ცნობილი ფრანგული კერძის - ხახვის წვნიანის მოსამზადებლად.

  • წითელი ხახვი განსაკუთრებით ცუდად ინახება. უფრო ხშირად მას უმი სახით იყენებენ, რადგან თერმული დამუშავებისას იგი რუხი ფერის ხდება. იგი განსაკუთრებით კარგია სენდვიჩების, პიცებისა და მსუბუქი სოუსების მოსამზადებლად, რადგან შედარებით ნაკლებად მწარეა, ვიდრე ყვითელი და ამავდროულად, ვიზუალურადაც უფრო მიმზიდველია.


  • ხახვი-შარლოტი. სხვა ჯიშებისგან განსხვავებით ხახვ-შარლოტს საერთოდ არ გააჩნია სიმწარე, ამიტომ ჩაშუშული სახით ხშირად გამოიყენება გარნირად. ზოგადად, ეს ჯიში უნივერსალურია, რადგან მას ყველაფერში იყენებენ: წვავენ, ხარშავენ, აკეთებენ მარინადს და ჩიფსებსაც კი ამზადებენ.


image


ხახვის სასარგებლო თვისებები დიდი ხანია ცნობილია. იგი საკმაოდ მდიდარია ვიტამინებითა (А, C, Е, PP, B, В1) და მინერალებით (მაგნიუმი, გოგირდი, ფოსფორი, რკინა). ასევე მდიდარია ფიტონციდებით, რომლებიც გაციების წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარება. ეს ბოსტნეული შესანიშნავად უმკლავდება სებორეას, ქერტლს, ამაღლებს პოტენციას და ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები. ხშირად იმ, იმედით, რომ ამა თუ იმ დაავადებისგან განიკურნებაში დაეხმარება, ხახვს ადამიანები ზედმეტი რაოდენობითაც კი მოიხმარენ. სამწუხაროდ, ამ დროს გვავიწყდება ან არ ვიცით, რომ ხახვს თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს, თან ძალიან ბევრი!


შეიყვეთ, როდის ხდება ხახვი სახიფათო (განაგრძეთ კითხვა...)


ასევე დაგაინტერესებთ:

1. რას უშვრებიან ბანანს, რომელიც ჩვენთან იყიდება - ეს ბევრმა არ იცის!image

2. როდის არის ახალი კარტოფილი საშიში და როგორ გავხადოთ იგი უსაფრთხო - ეს ბევრმა არ იცის!image


3. რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი - საიდუმლო, რომელიც ბევრმა არ იცის!image


4. არასოდეს გადააგდოთ გაღვივებული ნიორი! - დაუჯერებელი თვისება, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის!image


5. უნდა მივირთვათ თუ არა შემწვარი ქათმის კანი - ამ შეცდომას ბევრი უშვებს!image



6. 9 შეცდომა, რომელსაც კარტოფილის პიურეს მომზადებისას ვუშვებთ - ამაზე ნამდვილად არ გიფიქრიათ!image



7. იცით რით განსხვავდება ეს ბულგარულები და რომელი უნდა გამოვიყენოთ? - გაითვალისწინეთ!image


1.

0
1347
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
1347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0