x
შუამავლობა კონფლიქტურ სიტუაციაში

image

კონფლიქტის მხარეებს, მრავალი მიზეზის გამო, ხანდახან არც უნარი, არც სურვილი გააჩნიათ, რომ თვითონ დაიძრან შერიგებისკენ. ასეთ ვითარებებში, ხშირად ხდება მესამე მხარის ჩართვა. მესამე მხარეების ჩარევის ფორმა, რომელსაც ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობა კვლევებში, თეორიასა და პრაქტიკაში, არის შუამავლობა. მესამე მხარის უბრალოდ თანდასწრების ფაქტსაც კი შეუძლია ძლიერი გავლენის მოხდენა კონფლიქტში მყოფი მხარეების ურთიერთქმედებაზე. უმეტეს შემთხვევაში ასეთი გავლენა მეტწილად სასიკეთო იქნება. მესამე მხარის ჩართვას, თუნდაც დროებით, კონფლიქტი გადაჰყავს დესტრუქციული განვითარების გზიდან. მესამე მხარის ჩართვა დიადურ სისტემაში მკვეთრად ცვლის მასში ურთიერთობების შესაძლებლობებს და საგრძნობი განმმუხტავი შედეგი აქვს .შუამავალმა უნდა გაითვალისწინოს გარკვეული პრინციპები . ესენია :

გრძნობათა გამოხატვის პრინციპი

ფსიქოლოგთა დაკვირვებით, თუ ადამიანს თავისი უარყოფითი ემოციების გამოხატვის საშუალებას მივცემთ, ისინი თავისთავად შეიცვლებიან დადებითი ემოციებით. ამ პრინციპის რეალიზება შუამავლისგან მოთმინებას და თანამოსაუბრის ემოციური მხარდაჭერის უნარს მოითხოვს. მან უნდა გამოხატოს თანაგრძნობა, უნდა აჩვენოს კონფლიქტის მხარეს რომ გაუგო მას, რაც, ჯერ კიდევ არაა იმის გარანტია, რომ მას ეთანხმება.

ავტორიტეტული მესამის პრინციპი

ერთ- ერთი მხარის შემრიგებლურმა, კეთილმა შეხედულებამ მეორის შესახებ, რომელსაც მესამე პირი ამცნობს განაწყენებულ მხარეს, შეიძლება ამ უკანასკნელს კომპრომისის ძიებისკენ უბიძგოს.

აგრესიის გაშიშვლების პრინციპი

შუამავალმა უნდა უბიძგოს კონფლიქტში მყოფ მხარეებს მათი თანდასწრებით იჩხუბონ და თვითონ საკმაოდ დიდ ხანს არ უნდა ჩაერიოს მათ ჩხუბში . როგორც წესი, მესამე პირის თანდასწრებით კონფლიქტში მყოფნი არ მიმართავენ ისეთ უკიდურესობებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით მათი გაშიშვლება გახდეს საჭირო.


მოწინააღმდეგის იძულებითი მოსმენის პრინციპი

შუამავალმა მისი თანდასწრებით ჩხუბის დროს უნდა გააჩეროს მოჩხუბრები და შესთავაზოს ორივე მხარეს გაიმეოროს მოწინააღმდეგის ბოლო რეპლიკა. ჩვეულებრივ, ადამიანები ვერ ახერხებენ ერთმანეთის რეპლიკების აღდგენას, რადგან, ყოველი მათგანი მხოლოდ საკუთარ თავს უსმენს. მოწინააღმდეგეს კი ისეთ გამონათქვამებს მიაწერს, რომლებიც მას სინამდვილეში არც უთქვამს. ამგვარი სიტუაციის მოულოდნელობა, უჩვეულობა ამცირებს ვნებათაღელვას და ურთიერთსისასტიკეს, ხელს უწყობს თვითკრიტიკის ზრდას.

პოზიციების გაცვლის პრინციპი

შუამავალმა უნდა გააჩეროს მის თვალწინ გამარტული ჩხუბი, სთხოვოს მოჩხუბრებს ადგილები გაცვალონ და ჩხუბის საგანს ერთმანეთის თვალით შეხედონ. ამ ხერხის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის კონფლიქტის აღმოსაფხვრელად.

მოდავეთა სულიერი ჰორიზონტის გაფართოების პრინციპი

შუამავალმა შესაძლოა ასევე მისცეს კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მისი თანდასწრებით ჩხუბის საშუალება და ამავდროულად ჩაიწეროს ჩხუბი ( სასურველია ვიდეოკამერის გამოყენებით ).შემდეგ გააჩეროს ჩხუბი და აჩვენოს ჩანაწერი. როგორც წესი, მოწინააღმდეგები ითრგუნებიან იმისგან, რაც ნახეს და მოისმინეს, რადგან ორივე მხარე ხედავს, რომ უღირსად იქცეოდა. შემდგომ შუამავალს შეუძლია დაიწყოს ჩხუბის განხილვა და შეუბრალებლად ამხილოს თითოეული მათგანის ეგოიზმი.

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ გაბელია
თამარ გაბელია
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0