x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება, თუ ძილზე უარს ვიტყვით
წარმოიდგინეთ, რამდენი რამის გაკეთებას მოასწრებდით, ძილის გარეშე გაძლება რომ შეგეძლოთ. ალბათ, ამდენი დამატებითი დრო რომ გვქონდეს, სუპერადამიანები გავხდებოდით.

გაინტერესებთ, არის თუ არა იმის შანსი, რომ ცოტა ხნით დაიძინოთ, ან საერთოდ თქვათ უარი ძილზე და ტვინი მაინც ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებდეს?


სტატიაში სწორედ ამას გაეცნობით და ეტაპებად გაიგებთ, რა მოხდება, თუ ყოველთვის ფხიზლად ყოფნას გადაწყვეტთ.






ძილიდან 6 საათის შემდეგ


ძილის მოთხოვნილებასთან ერთად სტრესი და დაძაბულობაც იწყება. სხეული იწყებს ჰორმონ კორტიზოლის გადაჭარბებული რაოდენობით გამოყოფას, რაც გაღიზიანებას, დაძაბულობას, დაბნეულობას და წუხილს იწვევს.


image









12 საათის შემდეგ


ტვინი არასასურველი ქიმიური რეაქციების გამორთვას იწყებს, როგორიცაა დროზე რეაგირება და გადაწყვეტილებების მიღების უნარი. გადაღლილობას გრძნობთ, მაგრამ მაინც შეგიძლიათ ყოველდღიურ ამოცანებთან გამკლავება.

image







24 საათის შემდეგ

პარადოქსი იქიდან იწყება, რომ გადაღლილობის მაგივრად, ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ და შესაძლოა, თავი მეტად პროდუქტიულიც მოგეჩვენოთ. ყველა გრძნობა გამძაფრებული გაქვთ და სამყაროს და ხალხს თქვენ გარშემო სასიამოვნოდ აღიქვამთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ტვინი ცდილობს, ძილის ნაკლებობა დოპამინის დონის გაზრდით შეივსოს.

image








36 საათის შემდეგ


მეხსიერება ნელ-ნელა გისუსტდებათ და მოვლენებსაც უფრო ნელა აღიქვამთ. ტვინი ცდილობს, ენერგია შეინახოს იმისთვის, რომ განაგრძოს ფუნქციონირება. თუ კიდევ ერთი ღამის გატარებას აპირებთ ძილის გარეშე, პრობლემებიც აქედან დაიწყება. სხეული იწყებს გარკვეული ფიზიკური ფუნქციების გათიშვას, როგორიცაა იმუნური სისტემის მუშაობა, რომელიც მეტაბოლიზმს ამცირებს, ეს კი უფრო მძიმე დაღლილობას იწვევს.

image








48 საათის შემდეგ


ამ დროიდან კი, შესაძლოა, ჰალუცინაციებიც დაგეწყოთ. სასიცოცხლო ქიმიკატების და ნუტრიენტების ნაკლებობა თქვენს ტვინში იწვევს ილუზიებს. შეიძლება გაიგოთ და დაინახოთ არარეალური რაღაცები, როგორიცაა ჩურჩული, უცნაური ხმები და დაგეწყოთ მოჩვენებებიც. ასევე, შესაძლოა, დაკარგოთ დროის აღქმის უნარიც და დაგავიწყდეთ ელემენტარული რაღაცები, მაგალითად საკუთარი სახელი ან ჭამა.

image








3-11 დღის შემდეგ


თითქმის არავის გაუძლია ძილის გარეშე 11 დღეზე მეტ ხანს. ერთადერთი რეკორდი რენდი გარდნერს, 17 წლის სანდიეგოელ სტუდენტს ეკუთვნის, რომელმაც 1964 წელს სამეცნიერო პროექტის ექსპერიმენტი ჩაატარა. მან შეძლო ძილის გარეშე 264 საათის განმავლობაში გაძლება, რაც 11 დღის ტოლია.


ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენს ტვინს შეუძლია 11დღიან უძილობას სერიოზული დაზიანების გარეშე გადაურჩეს?


შეიძლება, მაგრამ რის ფასად?


შემდეგში კარგად დაფიქრდით, სანამ დიდ ხანს უძილოდ გაძლებას გადაწყვეტთ. გამოიძინეთ კარგად. ნუ დაემსგავსებით ზომბს!

image





თქვენ რამდენ ხანს გაგიძლიათ ძილის გარეშე და როგორ გიგრძნიათ თავი? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები❤



–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


1. კარგია თუ არა დღის საათებში ძილი ჯანმრთელობისთვის?

image


2. რატომ არის სიბნელე საჭირო ძილისთვის?

image


3. როგორ შევამციროთ ხვრინვა?

image


4. ძილის პოზა იმაზე მეტს ამბობს თქვენს ჯანმრთელობაზე, ვიდრე გგონიათ

image


5. როგორ გავიღვიძოთ ადრე - 13 ხერხი

image


3
989
8-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
989
  
2020, 7 ივნისი, 13:45
პირველ რიგში, მადლობა შეფასებისთვის❤

რენდი გარდნერს რეკორდის დამყარების შემდეგ აღენიშნებოდა გვერდითი ეფექტები, როგორიცაა დაღლილობისგან გამოწვეული უხასიათობა, კონცენტრაციასთან და მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, პარანოია და ჰალუცინაციები.

რაც შეეხება ძალების აღდგენას, რეკორდის დამყარების შემდეგ მას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 14 საათი და 40 წუთი ეძინა, მომდევნო დღეს - 10 საათი და 30 წუთი, შემდეგ კი ჩვეულებრივ ძილის რეჟიმს დაუბრუნდა და ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური დარღვევები აღარ აღენიშნებოდა.

მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ სტატიაში მის სახელზე დააკლიკოთ❤
2020, 5 ივნისი, 16:41
კარგი იყო ; საინტერესო რეკორდსმენს რა დაემართა ? ძალები როგორ აღიდგინა ან რეკორდის მერე რამდენი ხანი ეძინა ? :-)
2018, 26 თებერვალი, 12:24
მე და ძილი კარგი მეგობრები ვართ, როდესაც მაქვს ამის შესაძლებლობა და ხელს არაფერი მიშლის :) ალბათ, მხოლოდ ახალი წლის ღამეს თუ გამითევია, სხვა შემთხვევები არ მახსენდება.
0 1 3