x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ერთმორწმუნე პატრიარქი და საათი-მოჩვენება
ეშმა არ ისვენებს. და ვის შეუტევს, თუ არა მართლმადიდებლობის ბურჯს - რუსეთის პატრიარქს? რაღა თქმა უნდა, რომ ეს უმწიკვლო კაცი სატანის დამქაშების პირველი სამიზნეა მთელს დუნიაზე.

აჟიოტაჟმა (რაღა თქმა უნდა, ყოვლად უსაფუძვლომ) კირილეს ქონების გარშემო ისეთი ფორმები მიიღო, რომ მოსკოვის საპატრიარქომ გადაწყვიტა დაეცვა საკუთარი მრევლი. აბა ხომ შეიძლება ვინმემ მართლა იფიქროს, რომ ეს კაცი მომხვეჭელობის ცოდვაშია გადავარდნილი და ქონებას ხარბდება, თანაც უბრალოს კი არა, პრესტიჟული ბრენდების. პრესტიჟზე აქცენტის გაკეთება ხომ თავის მხრივ ამპარტავნების მომაკვდინებელ ცოდვას ნიშნავს და ეს დამატებით ლაქად შეიძლება იქცეს რუსთა მწყემსთავრის ნათელ იმიჯზედ.

ასე იყო თუ ისე, სამწყსოს სულიერი სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით გადაწყდა ხსენებული პატრიარქის ხსენებული საათების გაქრობა ოფიციალური სურათებიდან. მაგალითისათვის აიღეს აი ეს სურათი, რომელიც საპატრიარქოს საიტზე იდო და ფრიად ნათლად ასახავდა პატრიარქის მარცხენა ხელზე არსებულ საათს:
image

რაც ფაქტია, ფაქტია, საათი არის. თუმცაღა, ერთ მშვენიერ დღეს საპატრიარქოს საიტზე ეს ფოტოსურათი მცირეოდნად სახეცვლილი აღმოჩნდა. საათი გაქრა!!

image

გარნა, სკანდალი ამით არ დასრულებულა. თუ სურათს დააკვირდებით, ხელზე საათი კი არ არის, მაგრამ მისი ანარეკლი გადასარევად მოჩანს მაგიდის ზედაპირზე. მისტიკაა პირდაპირ. თუ არა პატრიარქს, სხვას ვის შეიძლება ჰქონდეს საათი, რომელიც ფოტოსურათზე არ ჩანს და საკუთარ არსებობას ანარეკლითღა ავლენს? ეს ღვთის კაცი დაუღალავად იღწვის, რომ ერი სწორ გზაზე დააყენოს. ჯერ კი არ ეტყობა შედეგი რუსეთის ერსა თუ ბერს, მაგრამ კირილე ხომ ცდილობს? სწორედ ამ განუხრელი მოღვაწეობის მადლითაა ალბათ, რომ კირილეს ძვირადღირებული საათების კოლექსიაში ეს საათი-მოჩვენება აღჩნდა.

ახლა მაინც დაიჯერეთ, რომ ესაა კაცი იგი. დაიჯერეთ, თქვე ღვთის პირიდან გადავარდნილნო!!!!!!!!!!!!!!!
14
2069
7-ს მოსწონს
ავტორი:Livingstone
Livingstone
2069
  
2016, 10 თებერვალი, 12:12
და კიდე ეგრე არ არის არ განიკითხო! მაშინ ნუ განვიკითხავთ და ყველანი ჩვენს ნებაზე ვიპარპაშებთ. რასაც გვინდა იმას გავაკეთებ, და სამყაროს ქაოსი მოიცავს დაფიქრდი და მიხვდები თვითონ.
2016, 10 თებერვალი, 12:08
სულ არ მაინტერესებს ამ კაცის რელიგიური ცოდვა არ ცოდვის საკითხი ეს კაცი არის საქართველოს მტერი,რომელიც მფარველობს,აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტულ ეპარქიებს,დოტაციებს უხდის მათ,რუსეთში სასულიერო კრებებზე იწვევს ვიღაც აპლიას თვითმარქვიას, და რა ვქნა ეხლა ტავზე ნაცარი წავიყარო არ გამოვლანძღო ცემი ქვეყნის მტრები?! ეგეც აპლიაც და კიდე მაგისთანა ნაძირალა სასულიერო პირები.
2013, 14 მარტი, 2:32
კაენი და აბელი ორივე ბრწყინვალე მაგალითია ჩვენი საქმე მათი განკითხვა კი არაა უბრალოდ არჩევანი უნდა გავაკეთოთ რომლის გზა სჯობია, არჩევანის წინ კი ორივე დაფიქრდა და ისე მიიღო გადაწყვეტილება თუ რა მსხვერპლი შეეწირა ღვთისათვის
2013, 9 მარტი, 10:37
"ფაქტია რელიგია მორჩილებას ქადაგებს ფიქრი კი უკვე ამბოხია." - ეს კარგად თქვი. თუ არ ვიფიქრეთ, შეკითხვები თუ არ დავსვით, ვინ გამოვდივართ? - ცხვრები, თვალახვეული ბრბო. არავის განკითხვა არ მიყვარს მაგრამ, როდესაც ადამიანი გეუბნება რომ < მე ვარ შუამავალი შენსა და ღმერთს შორის>, გიკითხავს მორალს და გკარნახობს იმას თუ როგორ უნდა იცხოვრო სწორად, ასეთ ადამიანს მოეთხოვება რომ მაგალითი მომცეს თუ როგორ უნდა სწორად ცხოვრება.
2013, 20 იანვარი, 10:56
გამაცინე.
2013, 15 იანვარი, 16:54
გაიხარე :).
2013, 15 იანვარი, 16:51
ჰო, მაგრამ მე არ ვიცავ ამ ადამიანს :)
2013, 15 იანვარი, 16:33
ეს ყველამ პირადად უნდა გადაწყვიტოს - შეაფასებს თუ არა სხვის მოქმედებას ცოდვად. და ამის მიხედვით იმოქმედოს. აბსოლუტურად პირადულია.

რაც შეეხება რუსეთის პატრიარქს - ის არაერთ სკანდალში გახვეულა. თუნდაც ქირურგ შევჩენკოსათვის საკუთარი ბინის "ნანო მტვრით" დანაგვიანების ნიადაგზე წართმეული 20 მილიონი რუბლი რად ღირს. ან მისი მტკიცება ეკატერინე მეორის პატრიოტობის თაობაზე, რაც თურმე იმაში გამოიხატებოდა, რომ მისი საყვარლებიდნ არც ერთი ყოფილა არარუსი.

არ ღირს ეს ადამიანი დაცვად, ასე მგონია.
2013, 15 იანვარი, 16:19
კი ნამდვილად კურიოზული სიტუაციაა მაგრამ გჯერა რომ რუსეთის პატრიარქი ფოტოშოპით "ჩალიჩობს"? სხვაა რას აკეთებს ხალხი რომელიც მის ირგვლივაა და რას ფიქრობს მაგრამ ფაქტია რომ რელიგია მორჩილებას ქადაგებს ფიქრი კი უკვე ამბოხია. პირად საუბარში სასულიერო პირთან ავღნიშნე რომ თავად რელიგიის მესვეურები სჩადიან მომაკვდინებელ ცოდვას რის გამოც არ შემიძლია მწამდეს მეთქი მან კი მშვიდად მიპასუხა: -მერე რა?. იმ დღიდან კი ვიცი მე მხოლოდ ჩემ ცოდვებზე ვარ პასუხისმგებელი და უბრალოდ ჩავიდენ უფრო დიდ ცოდვას თუ ჩავერევი ღვთის საქმეში და გადავწყვეტ ვინ არის ცოდვილი და ვინ წმინდა.
2013, 15 იანვარი, 16:11
საათი თავისთავად არაფერს ცვლის. როდესაც მისი დანიშნულება დროის ჩვენება კი არა, პრესტიჟის აწევაა, ამას ამპარტავნობა ჰქვია.

და რაც მთავარია - როგორც ჩანს მოსკოვის საპატრირქოში სწორედაც რომ ფიქრობენ, რომ საათის გამოჩენა არასასურველია. ამიტომაც დაამუშავეს სურათი და გააქრეს პატრიარქის მაჯიდან. უბრალოდ ანეგდოტურად გამოუვიდათ ეს ყველაფერი..
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10