x
მეტი
  • 18.06.2018
  • სტატია:77921
  • ვიდეო:330656
  • სურათი:433808
ერეკლე II-ის საოცარი წერილები ქალიშვილისადმი. ის, რაც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ..

image

" ..შენთვის ახლა პირს კოცნა მომიხსენებია, ჩემ მაგიერად დედაშენმა გაკოცოს. ექვსი კარგი ბროწეული გამომიგზავნია, ხვალ ღვთით კიდევ ბევრს შაქრის ყინულს და ნუღლს და შაქარს გამოგიგზავნი და, თუ ღვთის ნება იქნება ჩვენც წამოვალთ."


ამ სიტყვებით ამთავრებს თავის წერილს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე, რომელიც 5 წლის ქალიშვილს თეკლა ბაგრატიონს მიწერა ერთ-ერთი ლაშქრობიდან 1781 წლის დეკემბერში. ერეკლე მეორე თავის წერილებში შვილისადმი საოცარ მამობრივ სითბოსა და სიყვარულს ამჟღავნებს. წერილები უნიკალურია იმ ასპექტითაც, რომ ნაკლებად გვაქვს შემორჩენილი ქართველი მეფეების წერილები ოჯახის წევრებისადმი, სადაც მათი ურთიერთობები ირეკლება.

წერილი ასე იწყება:

image

" თეკლა ბიჭსა, თეკლას, მამისა და დედის სიხარულს.

თეკლუნავ, ჩემო, შენი სიბრძნით სავსე წიგნი მომივიდა, რომლისგანაც შენ ხომ იცი და გონიერი ქალიცა ხარ, როგორც მიამებოდა და მაამებდა, მაგრამ უცხოს ოსტატობით და მდივნობით იყო შენი გარჯილობა. უფრო რომ არაბულს ხელს გემსგავსებინა, მეტი სიღრმისგან ვერა აღმოვიკითხეთ და ვერც არა შევიტყვეთ. შენთვის ახლა პირს კოცნა მომიხსენებია. ჩემ მაგიერად დედაშენმა გაკოცოს. ექვსი კარგი ბროწეული გამომიგზავნია, ხვალ ღვთით კიდევ ბევრ შაქრის ყინულს და შაქარს გამოგიგზავნი და, თუ ღვთის ნება იქნება, ჩვენც წამოვალთ. " ერეკლე II

image ერეკლე მეორის ქალიშვილი თეკლა ბაგრატიონი

მეფე ერეკლეს წერილები ეროვნული არქივის ძველი საბუთების დედნების კოლექციაში ინახება. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ერეკლე მეორეს წერილები ქალიშვილისადმი მისივე ხელნაწერია, იმ პერიოდში მეფეებს ჰყავდათ გარშემო ადამიანები, რომლებისთვისაც შეეძლოთ ეკარნახათ და მათ დაეწერათ, თუმცა ერეკლე მეორე ქალიშვილს წერილებს თავის ხელით სწერდა.

ერეკლე მეორის შემდეგი, მოკითხვის წერილი, რომელიც თეკლას მიწერა 1885 წლით თარიღდება:

" ჩემო შინაგან გულის ნათელო, თეკლავ, შენს ლამაზ პირს კოცნას მოგახსენებ.

თუ ჩემი თეკლა ხარ, ყველანი, ვინც შენნი იყვნენ, მომიკითხე და კიდევ აკოცე ჩემს მაგიერ ყველასა. ამხანად ვერა გამოგიგზავნე რა. ნუ დამენდურები"..

imageერეკლე II-ს სასახლე, "ბატონის ციხე" თელავში

image

0
274
3-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0