x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
8 დეტალი მამაკაცის გარეგნობაში,რომელიც ქალების უმეტესობას მოსწონს

ქალს მარტო მამაკაცის სახე ან აღნაგობა კი არ მოსწონს, არის სხვადასხვა წვრილმანი შტრიხები, რომელსაც ქალი აუცილებლად ყურადღებაც აქცევს.

1) ჩაცმულობა-ქალისთვის მნიშვნელოვანია მამაკაცი თუ სუფთად და გემოვნებით არის ჩაცმული, რა თქმა უნდა კაცმა შესაფერისი სტილი უნდა შეინარჩუნოს, ახლა პლაჟზე რომ სმოკინგით გამოცხადდეს ან სპორტულ შარვალზე კლასიკური ფეხსაცმელი ჩაიცვას იდიოტურ სიტუაციაში აღმოჩნდება და არცერთ გოგონას არ მოეწონება.

image

2)ვარცხნილობა-მნიშვნელობა არა აქვს გრძელი თმები გაქვთ, მოკლე, ხუჭუჭი, სწორი თუ ტალღოვანი, მთავარია კოხტად დავარცხნილი და მოვლილი იყოს, ისე მთლად ნუ გადაიპიწკინებთ და პიჟონს ნუ დაემსგავსებით, ეს ბევრ გოგოს არ მოეწონება, ზოგმა ეს პრობლემა მარტივად გადაწყვიტა-საერთოდ ნოლზე აქვს გადახოტრილი თმა, როგორც ეს ვთქვათ ვინ დიზელმა ან ბრიუს უილისმა გააკეთა.

image



3)ქცევა და სიარული-ენერგიული თავაწეული და დამაჯერებელი სიარული, რაც მამაკაცს თვითდაჯერებულობას მატებს.ნამდვილად, ქალს არ მოეწონება კაცი, რომელიც ბეჩავივით დალასლასებს, თავჩაღუნულია და ფეხსაცმლის წვერით მიწას ჩიჩქნის.

image

4)ფეხსაცმელი-როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, ერთ-ერთი უპირველესი ქალს სწორედ ფეხსაცმლისკენ გაურბის თვალი;კაცი ჭუჭყიანი, ტალახიანი და მოუვლელი ფეხსაცმლით ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ქალზე და კაცის შანსი ფაქტობრივად 0-მდე ეცემა(რა თქმა უნდა აქ არ არის ნაგულისხმევი, თუ სადმე ტალახიან ადგილზე მოგიწიათ სიარული)

image


5)სახის გამომეტყველება-ყველა ქალი ინდივიდუალურია და სხვადასხვა სახის მოყვანილობის მამაკაცები მოსწონთ, მაგრამ თუ თქვენ ტუჩები მოკუმული გაქვთ, თვალები ყინულივით და შუბლი გამუდმებით შეჭმუხნული, არცერთ ქალს არ მოეწონება.

image


6)აქსესაუარები- ესეც ინდივიუალურია, მაგრამ თუ გემოვნებით გაქვს შერჩეული და უხდება თქვენს სახეს ან სხეულს, ეს იქნება სათვალე, საათი თუ ქამარი, ნამდვილად წარმატების ერთ-ერთი გარანტი იქნება.

image


7)საჯდომი-კიდევ ერთი დეტალი, რომლებსაც ქალები ყურადღებას აქცევენ. მომჯდარი, მკვრივი და ხმელი დუნდულები, ქალის იმას მიანიშნებს, რომ მამაკაცი აქტიურ ცხოვრებას ეწევა და ტესტოსტერონიც ნორმაში აქვს.

image


8)ხელები-ქალისთვის მშივნელოვანია, მამაკაცის ხელები თუ მოვლილია.

სუფთა, მოვლილი ფრჩხილები და გრძელი ლამაზი თითები.

image

imageასევე დაგაინტერესებთ
image

0
439
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0