x
image
მანჩო 777
კაზინოს ინდუსტრიის გიჟური საიდუმლოებები
აზარტული ადამიანებისათვის ერთი შეხედვით კაზინო ძალიან მიმზიდველად გამოიყურება: გლამურული ბრწყინვალება, ფანტასტიურად ლამაზი ქალები, ძვირფასი სასმელები...ამიტომ ძალიან იოლია დაკარგო თავი და წამში გაატანო ქარს წლობით დაგროვილი თანხა.

ამ პოსტში მინდა გაგიმხილოთ კაზინოს რამდენიმე საიდუმლო, რომლებიც შესაძლოა, შეძლებენ თქვენს შეჩერებას და თავიდან აგაცილებენ ბოლომდე "გატყავებს".



image



ატლანტიკ-სიტიში პირველი კაზინოს გახსნიდან 15 წლის განმავლობაში მძიმე დანაშაულების რიცხვი 200%-ით გაიზარდა, ხოლო ქურდობა 481%-ით.





image




აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ორი მესამედი სჩადის დანაშაულს, რომ დააფინანსონ თავიანთი გატაცება.




image




როგორც წესი, კაზინოები აგებულია ლაბირინთის პრინციპით, რომ შიგ შესულმა ადამიანმა უცებ ვერ იპოვოს გამოსასვლელი და მის ძიებაში დახარჯოს ყველაფერი, რაც კი გააჩნია.




image




უფასო სასმელები, რომლებსაც გულუხვად გთავაზობენ კაზინოში, ბინდავენ გონებას, გავიწყებენ სიფრთხილეს და გაქეზებენ წახვიდეთ დიდ რისკზე.




image




უფასო საკვები და სხვადასხვა შოუს ბილეთები მხოლოდ ფანდია იმისათვის, რომ თქვენ რაც შეიძლება დიდხანს დარჩეთ ამ დაწესებულებაში.




image




ტუალეტები და ბარები კაზინოს ყველაზე შორეულ კატაკომბებში მდებარეობს, რომ მოთამაშემ იოლად ვერ შეძლოს იქედან წამოსვლა.




image




კაზინოს განათება მაქსიმალურად ჰგავს საცხოვრებელი სახლების განათებას, რათა მოთამაშეებმა თავი რაც შეიძლება კომფორტულად და მშვიდად იგრძნონ.




image




არცთუ შორეულ წარსულში კათოლიკური და იუდეური ეკლესია საკმაოდ შემწყნარებლური იყო აზარტული თამაშების მიმართ და მხარსაც კი უჭერდა სათამაშო სახლების არსებობას.



image




კაზინოში ვერ ნახავთ საათებს და ფანჯრებს-ეს იმისათვის, რომ მოთამაშემ ვერ გააცნობიეროს, თუ რამდენი დრო დაჰყო ამ დაწესებულებაში.




image




წინა თამაშებზე დაკვირვებით შეუძლებელია დაგეგმო მომავალი მოგება-აქ ყველაფერი შემთხვევითობაზეა დამოკიდებული.




image




როგორ კარგადაც არ უნდა შეისწავლოთ ესა თუ ის თამაში, ამით თქვენი მოგების შანსი არ იზრდება.




image




მტკიცებულება იმისა, რომ თქვენ თუ დიდხანს ითამაშებთ, ბოლოს და ბოლოს შეძლებთ დახარჯულის ამოგებას-ეს უბრალოდ ილუზიაა.




image




პირველი აზარტული მოთამაშეები გაჩნდნენ ჯერ კიდევ პრეისტორიულ დროში.




image



ცდების უსასრულო რაოდენობაც კი ვერ მოგცემთ კაზინოში მოგების გარანტიას.



image

0
462
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
462
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0