x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
უიღბლობა თუ სიბრიყვე? – ყველაზე წარუმატებელი ადამიანების ტოპ-ათეული

როდესაც კითხულობ უაზრო, სასაცილო და ამავე დროს სულელურ ტრაგიკულ ისტორიებს, ფიქრობ:" არა, ეს მე არასოდეს არ დამემართება". ჩვენი დღევანდელი პოსტის გმირებიც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა გაცილებით სავალალოდ გამოიყურება.




image



მაშ ასე, წარმოგიდგენთ ყველაზე უიღბლო და ბრიყვი ადამიანების ათეულს, რომელთა დიდი ნაწილი საკუთარი უაზრო და აბსურდული საქციელის მსხვერპლი გახდა.



image



1. 1993 წელს გამართულ Coca Cola-ს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში სტივენ მორუას მიერ გატანილმა გოლმა მის გუნდს გამარჯვება მოუტანა. თუმცა მატჩის მთავარი გმირი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ეს მისთვის უკანასკნელი თამაში იქნებოდა. გამარჯვების აღსანიშნავად ხელში ატაცებული სტივენი თანაგუნდელებს მოედანზე დაუვარდათ. შედეგი: ნეკნების მოტეხილობა და ფეხბურთის თამაშზე სამუდამოდ უარის თქმა.



image


2. "ხელმარჯვე ოსტატმა" კრისტოს ბერმსოსმა გადაწყვიტა თავისი სახლი საკმაოდ უცნაური მეთოდით გაეგრილებინა - მან ამისათვის თვითონვე გააკეთა კონდიციონერი. სამწუხაროდ, თვითმფრინავის პროპელერი, რომელიც მან კონდიციონერს გაუკეთა, ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. კრისტოსი, როგორც ამბობენ, "სახურავის გარეშე დარჩა" ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. კონდიციონერის ჩართვისთანავე მისი სახლის სახურავი სადღაც გაფრინდა.



image



3. თავმდაბლობა და რიდი, რა თქმა უნდა, ადამიანის საუკეთესო თვისებებია, მაგრამ მთლად ზედმეტიც არ ვარგა. ინგლისელი პენსიონერი ქალი 20 წელი ცხოვრობდა ელექტროდენის გარეშე მხოლოდ იმის გამო, რომ მას მოერიდა ელექტრიკოსების გამოძახება.



image


4. დე ვიტ ფილნი - ტიპიური დარვინის პრემიის ლაურატია. დიდ თოვლში მოყოლილმა ფილნმა ვერ შეძლო გზის გაგრძელება. ის რამდენიმე კვირის განმავლობაში იჯდა ნამქერით დაფარული მანქანაში იმ იმედით, რომ მაშველები მას იპოვიდნენ და გადაარჩენდნენ. საცოდავი ფილნი შიმშილით მოკვდა ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ მისგან სულ რამოდენიმე მეტრში მშვენიერი გაწმენდილი გზა იყო, რომელიც 10 წუთში მიიყვანდა უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე.



image



5. ჩვენი შემდეგი გმირი პატიოსანი მძარცველია. ვანდა ენისმა მოახდინა ყაჩაღური თავდასხმა ბენზინგასამართ სადგურზე. თითქოს ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, გოგონა სახლში დაბრუნდა და კმაყოფილი მიუჯდა ტელევიზორს. მისდა სამწუხაროდ, ტელევიზიაში რეპორტაჟი გავიდა იმ დღეს მომხდარი ძარცვის შესახებ. ვანდა სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, მან იფიქრა, რომ პოლიციამ უკვე იცოდა მისი ვინაობა და სადაცაა დაიჭერდნენ. ამიტომ გოგონა საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში და აღიარა დანაშაული. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ბენზინგასამართ სადგურზე სათვალთვალო კამერა საერთოდ არ იყო დამონტაჟებული.


image




6. ევან მაკგვაიერის სიცოცხლის უკანასკნელი საშინელი წუთები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ექსტრემის მოყვარულმა გადაწყვიტა პარაშუტით გადმოხტომა კამერით გადაეღო და ენთუზიაზმით შეუდგა კამერის დამაგრებას მუზარადზე. საქმე მშვენივრად წავიდა, კამერაც მყარად დამაგრდა მუზარადზე, აი პარაშუტის თან წაღება კი ჩვენს გმირს სულ დაავიწყდა. საცოდავ ევანს მხოლოდ ვერტმფრენიდან გადმოხტომის შემდეგ გაახსენდა პარაშუტი. საბრალო ექსტრემალი სასიკვდილოდ დაიმტვრა.


image



7. არგენტინელმა ილუზიონისტმა მარვომ თავისი გამოსვლის დასასრულს ასისტენტს სთხოვა მისთვის იარაღიდან თავში ესროლა. გაისმა გასროლის ხმა და მარვომ ვითომდა ნასროლი ტყვია პირიდან გამოიღო. მაყურებლებს შორის ოქროსმაძიებელი მარკო ასპრელა იმყოფებოდა. ის მოიხიბლა ჩატარებული ფოკუსით. ამოიღო თავისი პისტოლეტი და სიტყვებით :" აბა, ამას თუ დაიჭერთ" - საბრალო ილუზიონისტს პირდაპირ თავში დაახალა ტყვია. მარვო ადგილზე გარდაიცვალა.
სასამართლოზე ასპრელა გაოგნებული იყო... მას ვერაფრით ვერ გაეგო, რატომ ვერ დაიჭირა მარვომ მის მიერ ნასროლი ტყვია.
P.S. ის გაამართლეს.



image



8. საოფისე სამუშაო ხანდახან ისეთი მოსაწყენია, რომ თანამშრომლები გართობის მეტად უცნაურ ხერხებს მიმართავენ. აი, ნიუ-იორკის ერთ-ერთი იურიდიული ოფისის იურისტისათვის კი გართობა მეტად სავალალო შედეგით დამთავრდა. ორი იურისტი ერთმანეთს შეეჯიბრა, თუ რომელი უფრო სწრაფად გაიქცეოდა ადმინისტრაციული შენობის ფოიეში. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანი საკმაოდ სწრაფი აღმოჩნდა, მან ვერ შეძლო ფოიეს ბოლოს შეჩერება და ინერციით ძირს გადაეშვა 39-ე სართულის ფანჯრიდან.


image



9. მიუნხენის რკინიგზაზე მომხდარი ავარიის გამო ორმა მამაკაცმა ხელები დაკარგა. ექიმებმა მათ მოწყვეტილი ხელები მიაკერეს, მაგრამ მალე გაირკვა, რომ მათ დაზარალებულების ხელები ერთმანეთში აერიათ და ერთის ხელები მეორეს მიაკერეს. მამაკაცებს ერთი და იგივე სისხლის ჯგუფი აღმოაჩნდათ, ამიტომ ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. მცირეხნიანი მოლაპარაკების შემდეგ პაციენტებმა გადაწყვიტეს შეგუებოდნენ ერთმანეთის ხელებს და ხელმეორე ოპერაცია აღარ ჩაეტარებინათ.



image




10. უამრავი კურიოზი თუ სახუმარო ამბავია დაკავშირებული ქალ-მძღოლებთან, მაგრამ რეალობა ხანდახან კიდევ უფრო აბსურდულია. ლოურენ როდა დაენაძლევა მეგობრებს, რომ მას გააჩნია ულტრაბგერითი მხედველობა და ამის დასამტკიცებლად თვალებახვეულმა გადაწყვიტა მანქანით ოტავის ცენტრში გავლა. ამ ცდის შედეგად როდამ გადაუარა მანქანით ერთ ფეხით მოსიარულეს და შეასკდა სამ მანქანას, რომელთაგან ერთი პოლიციის აღმოჩნდა.



image



P.S. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი სამყარო საკმაოდ მკაცრი ადგილია, სადაც მოდუნების უფლება არავის აქვს, რადგან არასოდეს არ იცი, თუ რა შეგემთხვევა ორიოდე წამის შემდეგ. იმედია ბევრი თქვენგანი გაითვალისწინებს ამ ბრიყვი ადამიანების მიერ ჩადენილ სისულელეებს და ასე არასოდეს არ მოიქცევა.

0
252
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0