x
მეტი
  • 18.06.2018
  • სტატია:77921
  • ვიდეო:330656
  • სურათი:433823
მეტერნიხისა და ტალეირანის დიპლომატიის საერთო და განმასხვავებელი ფასეულობები,შეხედულებები და მეთოდები

ვენის კონგრესი


ნაპოლეონის ომების დასრულების შემდეგ, ევროპის გამარჯვებულ სახელმწიფოთა წარმომადგენლებმა მოაწყვეს კონფერენცია ვენაში (1814-1815). კონფერენციის მონაწილეები იყვნენ ნაპოლეონის წინააღმდეგ მებრძოლი გამარჯვებული სახელმწიფოები (ავსტრია, რუსეთი, პრუსია, ინგლისი) და დამარცხებული საფრანგეთი, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესი იყო კონფერენცის შედეგი, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ საფრანგეთი დარჩებოდა დანაწევრებული. კონფერენციას ხელმძღვანელობდა და მასპინძლობდა გრაფი მეტერნიხი, ხოლო საფრანგეთის დელეგაციას თავადი ტალეირანი, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა ვენის კონგრესის გადაწყვეტილებებზე და დამარცხებული საფრანგეთიც ტალეირანის იმედზე იყო. ტალეირანის დიდი კოზირი იყო ის, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს კარგად ესმოდათ რომ ახალი ბალანსი და ახალი მშვიდობიანი ევროპა წარმოუდგენელი იყო საფრანგეთის გარეშე, პირიქით საჭირო იყო ფრანგი ხალხის შემორიგება.



მეტერნიხი

ტალეირანი ნაპოლეონის იმპერატორობისას (1804–1814) მოღვაწეობდა ნაპოლეონის ინტერესებიდან გამომდინარე და იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა როდესაც ნაპოლეონი გადაასახლეს კუნძულ ელბაზე და იქიდან გამოიქცა, ტალეირანი მას აღარ დაუბრუნდა. მოგვიანებით, ნაპოლეონი მეორეჯერ გადაასახლეს წმინდა ელენეს კუნძულზე, დადგა საკითხი საფრანგეთის გაყოფაზე. სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა 1814–1815 წლებში ცნობილი ვენის კონგრესი, რომელსაც მეთაურობდა არანაკლებ პოპულარული პოლიტიკოსი კლემენს ფონ მეტერნიხი. მიუხედავად იმისა, რომ ტალეირანი ნაპოლეონისთვის მუშაობდა, იგი მას განუდგა და ბურბონების მომხრე გახდა. თუკი ტალეირანი ნაპოლეონის მმართველობისას ბევრ რამეს მალავდა, ბურბონების რესტავრაციიდან მოყოლებული მას დასამალი აღარაფერი ჰქონდა და იგი საფრანგეთს ემსახურებოდა ისე, რომ საფრანგეთის მთავრობას არ ღალატობდა. მოუხედავად იმისა, რომ ბურბონებს ტალეირანი არ მოსწონდათ და თვლიდნენ რომ ნაპოლეონის ყოფილი მინისტრი მათ არ გამოადგებოდათ, მასზე უარი არ თქვეს რადგან იმდენს მაინც იაზრებდნენ, რომ გარესამყაროსთან ურთიერთობისთვის და ამ შემთხვევაში გამარჯვებულ ქვეყნებთან ურთიერთობისთვის ჭკვიანი და დიპლომატი ადამიანი სჭირდებოდათ. სწორედ ასეთი ადამიანი იყო ტალეირანი. საინტერესოა როგორ მოახერხა ტალეირანმა კონგრესში ჩართვა: მან დაამყარა კავშირი ე.წ. ”მეორეხარისხოვან“ ქვეყნებთან და მათი უფლებების დამცველად იქცა. „ჩაგრულთა“ სახელით იგი კონგრესის გახსნას მოითხოვდა, სადაც თავიდან უნდა გადანაწილებულიყო ევროპის საზღვრები. ე.წ. „მოკავშირეები“ მიხვდნენ, რომ ტალეირანის გარიყვა გაცილებით საშიში იქნებოდა და იგი ოფიციალურად მიიწვიეს კონგრესზე. ცნობილია მისი სიტყვები ე.წ. „მოკავშირეებზე“ რამაც უფრო განამტკიცა მისი ადგილი კონგრესში. თუმცა, მისი პატრიოტული მისწრაფებებიდან გამომდინარე გამოიყენა ვენის კონგრესზე დიდი ქვეყნების დაპირისპირება და ყველაფერს ეცადა რომ საფრანგეთი არ გაყოფილიყო. სწორედ მისი ჭკვიანური მოქმედებების შედეგია ის, რომ ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით საფრანგეთი დარჩა 1792 წლის საზღვრებში. ტალეირანის პიროვნების უკეთ გამოკვეთისთვის საინტერესოა ის, რომ ვენის კონგრესზე უნდა შეკრებილიყვნენ მხოლოდ ნაპოლეონზე გამარჯვებული ქვეყნები. (საფრანგეთი ითვლებოდა წაგებულ ქვეყანად და ამ კონგრესზე შესაბამისად არ უნდა ყოფილიყო). თუმცა, ტალეირანის მოხერხებული პოლიტიკისა და დიპლომატიის წყალობით, საფრანგეთი ამ სიაში მოხვდა და ტალეირანი იყო ვენის კონგრესზე, ანუ გამარჯვებული ქვეყნების კონგრესზე საფრანგეთის წარმომადგენელი.

ტალეირანი

რაც შეეხება მეტერნიხს, იგი ტალეირანის მსგავსად იცავდა ავსტრიის ინტერესებს. საერთო მათ ჰქონდათ პოლიტიკური ნიჭი, ცბიერება, მოხერხებულობა, ქვეყნის გაძლიერების ინტერესი. მათ საერთო შეხედულებებიც ჰქონდათ იქიდან გამომდინარე, რომ ნაპოლეონის დაპყრობილ ტერიტორიებს არ აღიარებდა არც ერთი. მათი მეთოდებიც მსგავსი იყო, იყენებდნენ ძლიერი ქვეყნების დაპირისპირებას. (რუსეთს და პრუსიას ტერიტორიული დავები ჰქონდათ პოლონეთზე, საფრანგეთს და პრუსიას ელზასი და ლოტარინგიაზე და ა.შ.)

საფრანგეთისგან განსხვავებით, ავსტრია მრავალეროვანი იყო, ასევე მას ფლოტი არ ჰყავდა და არც ძლიერი ჯარი, არც დიდი ფული. მაგრამ ჰყავდა იმპერიის კანცლერი მეტერნიხი. სწორედ მისი დიპლომატიის დამსახურება იყო, რომ სახელმწიფოს სისუსტე დემონსტრირებული არ იყო ევროპაში. მეტერნიხი ყველანაირად ცდილობდა რომ სხვა სახელმწიფოების დახმარება ისე გამოეყენებინა რომ ეს მათი მხრიდან დახმარების გაწევად კი არ გამოჩენილიყო, არამედ საკუთარ თავზე ზრუნვად. ეს გამოიხატა შემდგომში ვენის კონგრესზე მოწვეული სტუმრების მდიდრული დახვედრით და პომპეზურობით, რაშიც ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა. ეს იყო აუცილებლობიდან გამომდინარე, რადგან არ ყოფილიყო აფიშირებული ავსტრიის პრობლემები და ეს მეტერნიხის დიპლომატიის წყალობით მოხდა.

რაც შეეხება განსხვავებებს, მეტერნიხი იყო მყარი ფიგურა ანუ არ იყო მედროვე. იყო კონსერვატორი ანუ უარყოფდა ლიბერალიზმს, სოციალიზმს, იყო პრინციპული პიროვნება და მოქმედებდა ყოველთვის თავისი ფასეულობებიდან გამომდინარე. ებრძოდა ყველანაირ პროგრესს, ეშინოდა რევოლუციების და ვერ წარმოედგინა ქვეყანა აბსოლუტური მონარქიის გარეშე. იგი ბოლომდე მყარ კონსერვატორად დარჩა. რაც შეეხება ტალეირანს, იგი იყო მერყევი, მედროვე, მოქმედებდა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. არ იყო კონსერვატორი, იზიარებდა სოციალიზმისა და ლიბერალიზმის იდეოლოგიას.

ტალეირანი შეიძლება შევადაროთ, თუ უხერხული არ იქნება, მელას რადგან ყველა დროს და ყველა ხელისუფლებას მოერგო. მეტერნიხს რაც შეეხება, ის შეიძლება შევადაროთ ლომს, რადგან მისი დამსახურებით მრავალეროვანმა ავსტრიის იმპერიამ შეძლო საზღვრების შენარჩუნება და მისი სიკვდილის შემდეგაც მოქმედებდა მისი დიპლომატია.

მოკლედ, მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, მეტერნიხმა და ტალეირანმა დიდი გადატრიალება მოახდინეს ევროპის ისტორიაში. მათი დიპლომატიის წყალობით, ვენის კონგრესმა სწორედ მათი სურვილის გათვალისწინებით გაანაწილა ევროპის საზღვრები. მათ მოახერხეს ევროპის „თავის ჭკუაზე“ ტარება. ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით მეტერნიხის და ტალეირანის მითითებებით ზოგიერთი ტერიტორია არასამართლიანად მოხვდა ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე და ამან ხელი შეუწყო მომავალი კონფლიქტების განვითარებას, რამაც მოგვიანებით გამოიწვია პირველი მსოფლიო ომი.


0
44
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ლალიაშვილი
ნინო ლალიაშვილი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0