x
მეტი
  • 22.08.2018
  • სტატია:79651
  • ვიდეო:332381
  • სურათი:436944
უილიამ შექსპირი - რეალური პიროვნება თუ ფსევდონიმი?

დარწმუნებული ხართ, რომ უილიამ შექსპირი მართლა არსებობდა? ერთი შეხედვით მისი არსებობა ეჭვქვეშ არ უნდა დავაყენოთ, ჩვენ ხომ უამრავი ნაწარმოები მოგვეპოვება მისი ავტორობით და შექსპირის პორტრეტებიც ნანახი გვაქვს. თუმცა ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ "უილიამ შექსპირი" მხოლოდ შეთხზული სახელია და ადამიანი, რომელიც რეალურად დგას მრავალი ნაწარმოების უკან, უბრალოდ ისტორიაში ჩაიკარგა.

image

"PBS"–ის ცნობით, პიროვნება სახელად უილიამ შექსპირი მართლაც არსებობდა, მაგრამ მის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. არ ვიცით სად ისწავლა წერა, სამართალი, პოლიტიკა თუ ისტორია. მის ანდერძში სპექტაკლები და სონეტები მოხსენიებული არც კია. ისე ჟღერს, თითქოს რეალურ შექსპირს სასურსათო სიის ჩამონათვალზე მეტიც კი არ დაუწერია. დარწმუნებით არ შეგვიძლია ვთქვათ ვინ იყო ნამდვილი შექსპირი. წლების განმავლობაში უამრავი კანდიდატი განიხილებოდა, მათ შორის: ფრენსის ბეკონი, ბენ ჯონსონი და კრისტოფერ მარლოუ, თუმცა უშედეგოდ.

არსებობს კიდევ ერთი ლეგიტიმური შესაძლებლობა ოქსფორდის გრაფ, ედვარდ დე ვერიზე. ჯ. თომას ლუნის მიხედვით, ერთ–ერთმა სკოლის მასწავლებელმა გრაფი "გამოააშკარავა". მისი აზრით, ედვარდის პოეზია, შექსპირის ნაწარმოებების მსგავსად ჟღერდა. ამ თეორიის თანახმად, ვერიმ შეთხზული სახელი იმიტომ გამოიყენა, რომ როგორც თავადაზნაურს, არ სურდა ასოცირებული ყოფილიყო ასეთი დაბალი "დონის ხელოვნებასთან", პიესების წერასთან. (მოგეხსენებათ მსგავსი ნაწარმოებების შექმნა, ერთ დროს მხოლოდ მაღალი წრის წარმომადგენლების გართობის საშუალებას წარმოადგენდა). მისი გარდაცვალების შემდეგ, ედვარდის მიმდევრებმა გრაფის ნაწარმოებები რამდენიმე შემთხვევითი სახელით გამოაქვეყნეს, მათ შორის ყველაზე გავრცელებული კი უილიამ შექსპირი იყო.

0
63
1-ს მოსწონს
ავტორი:მაშოო
მაშოო
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0