x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დიაგნოზის დასმა და მკურნალობა დეპრესიის დროს
image


ეფექტური მკურნალობის მიღებისათვის გადადგმული პირველი ნაბიჯი, დეპრესიის მქონე პაციენტებისთვის, ექიმისა ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალის კონსულტაციაა. ექიმი შეაფასებს პაციენტის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და მის მიხედვით განსაზღვრავს გეგმას, დასვამს დიაგნოზს.


ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასება არის დეტალური და სრულყოფილი ინტერვიუ, რომელიც შეიცავს კითხვებს სიმპტომებისა და მათი გავლენის შესახებ სამუშაოსა და ურთიერთობებზე. ასევე მიმოიხილება წარსული ეპიზოდები ადამიანის ცხოვრების, ნარკოტიკისა ან ალკოჰოლის გამოყენება, სამედიცინო მდგომარეობა და ოჯახის ისტორია. ხდება თვითდაზიანებისა და სუიციდის რისკის შეფასებაც.


შეფასებაში შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ ოჯახის წევრებმა ან ახლო მეგობრებმა. ნებართვის აღების შემდეგ მათ დაუსვამენ კითხვებს პაციენტის სიმპტომებთან დაკავშირებით.



ექიმმა ასევე შეიძლება სთხოვოს ინდივიდს, რომ მან აწარმოოს ყოველდღიური ჩანაწერები საკუთარ გუნება-განწყობილებასთან, ძილის პატერნებთან და სხვა ისეთ აქტივობებთან დაკავშირებით, რაც დიაგნოზის დასმას შეუწყობს ხელს. პაციენტმა ასევე შეიძლება შეავსოს თვითმონიტორინგის კითხვარი.


გარდა ამისა, აუცილებელია პაციენტის სამედიცინო გამოკვლევაც, რადგან ხშირად დეპრესია ქრონიკული დაავადებების თანმდევია.კეთდება სისხლის ანალიზი და გამოკვლევები რათა გამოირიცხოს ფიზიკური ფაქტორები.


მხოლოდ ზემოხსენებული ინფორმაციის შეგროვების შემდეგაა შესაძლო დაისვას დიაგნოზი. საბოლოოდ კი დიაგნოზი კეთდება DSM5-ის კრიტერიუმების საფუძველზე. დიაგნოსტირების ეტაპი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული რამდენად ეფექტური იქნება მკურნალობა.


რაც შეეხება მკურნალობას, დეპრესია ფსიქიკური დარღვევებს შორის ერთ-ერთი ყველაზე განკურნებადია. დაახლოებით 80-90% პაციენტებისა, დადებითად რეაგირებს მკურნალობაზე. თითქმის ყველა მათგანი გრძნობს შვებას სიმპტომებისგან.


სანამ უშუალო მკურნალობაზე გადავიდოდეთ, მნიშვნელოვანია, რომ გაანალიზებული იყოს სპეციფიკური სიმპტომები, სამედიცინო და ოჯახის ისტორია, კულტურალური და გარემო ფაქტორები. მხოლოდ მათი კარგად შესწავლის შემდეგაა შესაძლებელი მკურნალობის კურსის დაგეგმვა.


მედიკამენტური მკურნალობა - იგულისხმება ანტიდეპრესანტები. ასეთი ტიპის მედიკამენტები არაა დამამშვიდებელი, არც სტიმულანტები და არც ტრანკვილიზატორები. ანტიდეპრესანტებს არ აქვთ სტიმულირების ეფექტი იმ ადამიანებთან, რომლებიც არ იტანჯებიან დეპრესიით.
ანტიდეპრესანტებმა შეიძლება გააუმჯობესონ მდგომარეობა გამოყენებიდან ერთ ან ორ კვირაში. სრული სარგებლის ნახვას შეიძლება 2-დან 3 თვემდე დასჭირდეს. თუ პაციენტი ვერ გრძნობს გაუმჯობესებას რამდენიმე კვირის შემდეგ, მისმა ფსიქიატრმა უნდა შეცვალოს წამლის დოზა, დაამატოს ან იპოვოს მისი შემცვლელი სხვა ანტიდეპრესანტის სახით. ზოგ სიტუაციებში შესაძლოა სხვა ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოჩნდეს სასარგებლო. აუცილებელია პაციენტმა ამცნოს წამლის ეფექტურობის შესახებ ექიმს, ამასთანავე ისიც, თუ რამდენად განიცდის გვერდით ეფექტებს. ფსიქიატრები ურჩევენ პაციენტებს, რომ გააგრძელონ წამლის მიღება სიმპტომთა გაუმჯობესებიდან 6 ან მეტი თვის მერეც. გრძელვადიანი მკურნალობა ხელს უწყობს მომავალი ეპიზოდების გამოვლენის რისკის შემცირებას, ასეთი რისკის მქონე პაციენტებში.


ფსიქოთერაპია - იგივე საუბრის თერაპია. ხშირად მსუბუქი ფორმის დეპრესიასთან გამოიყენება. საშუალო და მწვავე დეპრესიის დროს, ფსიქოთერაპია გამოიყენება ანტიდეპრესანტებთან ერთად. კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია დამტკიცდა, რომ არის ეფექტური დეპრესიის მკურნალობისას. ისაა თერაპიის სახე, რომელიც ფოკუსირებულია აწმყოსა და პრობლემის მოგვარებაზე. ის ეხმარება ადამიანს ამოიცნოს დამახინჯებული აზროვნება და შეცვალოს ქცევები და ფიქრები. ფსიქოთერაპია ძირითადად მოიცავს პაციენტს, მაგრამ შესაძლოა ოჯახური ან წყვილთა თერაპიასაც ჰქონდეს ადგილი. ასევე არსებობს ჯგუფური თერაპია, რომელიც მოიცავს ადამიანებს მსგავსი დაავადებით.დეპრესიის სიმწვავისდა მიხედვით, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირა და მეტი. ბევრ შემთხვევაში, შესამჩნევი გაუმჯობესებას ადგილი აქვს 10-15 სესიის შემდეგ.


ელექტროკრუნჩხვითი (ელექტროკონვულსიური თერაპია) ძირითადად გამოიყენება მწვავე დეპრესიისა და ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებთან, რომლებიც დადებითად ვერ რეაგირებდნენ სხვა სახის მკურნალობაზე. ის მოიცავს ტვინის წამიერ ელექტრულ სტიმულაციას როცა პაციენტი ანესთეზიის ქვეშაა. ის გამოიყენება 1940-იანი წლებიდან და მრავალმა კვლევამ დაადასტურა მისი მნიშვნელობა დეპრესიის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ის მიმდინარეობს გაწვრთნილი სამეციდინო პერსონალის ჯფუგის მიერ, მათ შორის არიან: ფსიქიატრი, ანესთეზიოლოგი და ექთანი.


კვლევის მონაცემები ამტკიცებს, რომ სტაციონირებული მძიმე დეპრესიის მქონე პაციენტების შემთხვევაში ელექტროკრუნჩხვითი თერაპია უფრო შედეგიანია, ვიდრე ანტიდეპრესანტებით მკურნალობა.


რაც შეეხება სტიგმას ელექტროკრუნჩხვით თერაპიასთან დაკავშირებით, ეს უკავშირდება ადრეული მკურნალობის მეთოდს, რომლის დროსაც მაღალი დოზით ხდებოდა ელექტრული ენერგიის მიწოდება, თანაც ანესთეზიის გარეშე, რაც შემდეგ იწვევდა მეხსიერების დაკარგვასა და სხვა სერიოზულ გვერდით მოვლენებს.


დღესდღეობით ის გაცილებით უსაფრთხოა. თუმცა ის ზოგჯერ მაინც იწვევს გვერდით მოვლენებს, მაგრამ დღეს ამ ელექტრული ენერგიის მიწოდება ხდება ისეთ გარემოში, რომლის მიხედვითაც ვიღებთ მაქსიმალურ სარგებელს მინიმალური რისკების ხარჯზე.


თვითდახმარება და დაძლევა- ადამიანს, რომელსაც აქვს დეპრესია, შეუძლია გააკეთოს მრავალი რამ სიმპტომების შესამსუბუქებლად. ბევრი ადამიანისთვის, რეგულარული ვარჯიში იწვევსს პოზიტიურ გრძნობებსა და აუმჯობესებს ხასიათს. საკმარისი რაოდენობის ძილი და ჯანსაღი კვება, ასევე ალკოჰოლის შემცირება ხელს უწყობს დეპრესიის სიმპტომების შემცირებას.



0
75
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ მამულაშვილი
თინათინ მამულაშვილი
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0