x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
პოლონეთში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს
image

პოლონეთის ქალაქ ზგეჟში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს პატრულმა ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Dziennik Lozki ავრცელებს.


როგორც გამოცემა იუწყება, პოლიციამ ერთ-ერთ უბანში არაფხიზელ მგომარეობაში მყოფი ადამიანთა ჯგუფი შეამჩნია, რომლებიც ძალიან ხმაურობდნენ. მათ საბუთების წარდგენა მოთხოვეს ამ პირებს, რაზეც უარი მიიღეს. ჯგუფის წევრებმა პოლიციის თანამშრომლებს ქვები დაუშინეს. პატრულმა, გაფრთხილების მიზნით, რამდენჯერმე ჰაერში გაისროლა და, ასევე, დამნაშავეების მიმართულებითაც გაისროლეს მათი შეკავების მიზნით.


როგორც უცხოური მედია იუწყება, დაკავებულია 13 ადამიანი, რომელთა შორისაც საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები არიან. 4 მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულია ერთი პოლიციელი.



პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბრალდებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.



image

image

0
260
შეფასება არ არის
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0