x
ფარაონები, რომლებმაც გააერთიანეს ეგვიპტე, ააგეს პირამიდები და ააშენეს ტაძრები

ვინ იყვნენ ფარაონები?

ფარაონი იყო, ეგვიპტის მეფე ან დედოფალი. ფარაონები იყვნენ მამაკაცები, თუმცა ცნობილი ფარაონები, ნეფერტიტი და კლეოპატრა იყვნენ ქალები. ფარაონი სამეფოში ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი ადამიანი იყო, ასევე ტაძრის მღვდელმთავარი. ეგვიპტის ხალხი, ფარაონს განიხილავდნენ ნახევარ–კაცს, ნახევარ–ღმერთს, ფარაონი ფლობდა მთლიან ეგვიპტეს.

ფარაონი ნარმერი

1) ნარმერი- ძველი ეგვიპტის პირველი დინასტიის მეფე (ფარაონი), რომელმაც გააერთიანა ეგვიპტე, შესაბამისად გაერთიანებული ეგვიპტის პირველი ფარაონი იყო.

ფარაონი ჯოსერი

2) ჯოსერი- ძველი ეგვიპტის მე-3 დინასტიის პირველი ფარაონი იყო. ააგო პირველი პირამიდა, რომლის არქიტექტორი ჯოსერის ხუროთმოძღვარი და ვეზირი იმჰოტეპი იყო.

ფარაონი სნეფრუ

3) სნეფრუ- მე- 4 დინასტიის პირველი ფარაონი ძველ ეგვიპტეში. სნეფრუმ ააგო 3 პირამიდა, რის გამოც ისტორიაში მოიხსენიებენ პირამიდების მშენებელად. მისი სამარხი წითელი პირამიდა გახდა.

ფარაონი ხეოფსი,  ხუფუ

4) ხეოფსი, ხუფუ- ეგვიპტის ძველი სამეფოს მე-4 დინასტიის ფარაონი. ისტორიაში ცნობილია, როგორც, გიზის დიდი პირამიდის მშენებელი.

ფარაონი ხეფრენი

5) ხეფრენი- ძველი ეგვიპტის მე- 4 დინასტიის წარმომადგენელი ფარაონი. ააგო მეორე პირამიდა გიზაში, რომელიც გვირაბებით უკავშირდებოდა ტაძარს.

ფარაონი ნეფერეფრა

6) ნეფერეფრა- ძველი ეგვიპტის მე-5 დინასტიის ფარაონი. ააშენა მზის ტაძარი, ასევე დაიწყო პირამიდის შენება, თუმცა მოულოდნელად გარდაიცვალა, რის გამოც პირამიდის მშენებლობა მისმა ძმამ დაასრულა.

ფარაონი იაჰმეს 1

7) იაჰმეს I- ეგვიპტის მე-18 დინასტიის პირველი მმართველი და დამაარსებელი ფარაონი. ისტორიაში იაჰმესის სახელი უკავშირდება ჰიქსოსების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლას, რომელიც იაჰმესის წარმატებულ ბრძოლად ითვლება. მან ზემო ეგვიპტე იხსნა ბატონობისგან და გააერთიანა ეგვიპტე.

ფარაონი  ამენჰოტეპი

8) ამენფოტეპ–1 ძველი ეგვიპტის ფარაონი, რომელიც მეფობდა ახალი სამეფოს პერიოდში, მე-18 დინასტია. ამენჰოტეპი იყო, აჰმოსის ვაჟი, მან გააგრძელა მამის მიერ დატოვებული მშენებლობები, ასევე გააგრძელა სამხედრო კამპანიები.

ფარაონი ჰატშეფსუტი

9) ჰატშეფსუტი- ძველი ეგვიპტის მე-18 დინასტიის წარმომადგენელი დედოფალი (ფარაონი). აღადგინა ჰიქსოსების მიერ დანგრეული ძველი ტაძრები და ასევე ააშენა ახალი ტაძრები.

ფარაონი  ამენჰოტეპ III

10) ამენჰოტეპ III- ძველი ეგვიპტის ფარაონი მე-18 დინასტიიდან. ამენჰოტეპმა ააშენა უზარმაზარი ტაძარი, რომელიც ნილოსის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ამენჰოტების უძველეს ტაძარში მისი დიდი ქანდაკება აღმოაჩინეს.

ფარაონი სეთი I

11) სეთი I- ძველი ეგვიპტის მეფე ( ფარაონი) მე-19 დინასტიიდან, რომელიც მეფობდა ახალი სამეფოს პერიოდში. სეთიმ ეგვიპტეში ძალიან ბევრი ტაძარი აღადგინა.

ფარაონი რამსეს II

12) რამსეს II- ეგვიპტის ფარაონი, მე-19 დინასტიიდან. ეგვიპტის უდიდესი და უძლიერესი ფარაონი იყო. იმეფა დაახლოებით 67 წელი, ჰყავდა 95 შვილი, რომლებისთვისაც „მეფეთა ხეობა“-ში ააშენა სამარხები.

ფარაონი რამსეს III

13) რამსეს III - მე 20 დინასტიის პირველი ფარაონი იყო, რომელმაც შეძლო დასუსტებული ეგვიპტის გაძლიერება, თუმცა, სამწუხაროდ მოკლე ხნით. ააგო ბრწყინვალე ტაძარი და სასახლე მადინათ-ჰაბუში.

ფარაონი ნეფერიტ I-ის სპინქსი (ლუვრის მუზეუმი)

14) ნეფერიტ I ძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) ოცდამეცხრე დინასტიის დამაარსებელი, ნეფერიტის მმართველობის დროს, ეგვიპტის დედაქალაქი გახდა მენდისი, ამავე ქალაქში დაკრძალეს ნეფერიტი.

პ.ს. ეგვიპტეს ბევრი ფარაონი ჰყავდა, ამ სტატიაში მხოლოდ ისტორიაში სახელ განთქმულ ფარაონებზე მოგიყევით.

0
696
4-ს მოსწონს
ავტორი:კიკო კოკი
კიკო კოკი
696
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0