x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
თურქეთში 50 წლის ქართველი ქალი მოკლული იპოვეს
image

სტამბულში ათაშეჰირის რაიონში ბინაში მოკლული იპოვეს ქართველი ემიგრანტი ქალი, 50 წლის მაიკო ძიძიგური.ქალის შესახებ 3 დღე არაფერი ისმოდა.


შვილს მეგობარმა მას შემდეგ ატეხა განგაში, როდესაც 3 დღის განმავლობაში ქალი საერთოდ კონტაქტზე არ გამოდიოდა, მაიკო ძიძიგური მარტო ცხოვრობდა სტამბულში ათაშეჰირის რაიონში.

image


ამის შემდეგ მან მეგობარს რიონ კანჩის უხმო დასახმარებლად, რომელიც ბინის მეორე სართულზე აივნიდან გადაძვრა და იქ იატაკზე აღმოაჩინა ქალის გვამი.ამის შემდეგ მათ პოლიციას და სასწრაფოს გამოუძახეს.


პოლიციამ გვამი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიტანა.

თურქული მედიის ინფორმაციით, მოკლული ნახევრადშიშველი იყო. თურქეთის პოლიცია ვარაუდობს, რომ შესაძლოა მკვლელობასთან ერთად გაუპატიურებასაც ჰქონდა ადგილი.

image

მაიკო ძიძიგური ბათუმიდან იყო და როგორც თურქული მედია იტყობინება, ცოტა ხნის წინ მისი ვაჟის დეპორტაცია მოხდა თურქეთიდან.

image

0
513
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
513
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0