x
მეტი
  • 24.09.2018
  • სტატია:80872
  • ვიდეო:333171
  • სურათი:438284
როგორ მოვამზადოთ ჭარხლის წვნიანი კერძი

imageსაჭირო ინგრედიენტები:

ჭარხალი-500 გრ.

მაწონი-0.5ლ.

კიტრი-1 ც(საშუალო ზომის).

ხახვი-1ც.

ბურახი-0.5 ლ.

დაფხეკილი პირშუშხა, კამა, არაჟანი და მარილი-გემოვნებით.

მ ო მ ზ ა დ ე ბ ი ს წ ე ს ი :

ჭარხალი კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ დაიფაროს, დაახურეთ თავსახური და დადგით ცეცხლზე მოსახარშად.როცა ჭარხალუ მოიხარშება, წვენი გადაწურეთ ცალკე ჭურჭელში და გააცივეთ.ჭარხალს მოაცილეთ კანი ძალიან თხლად, გახეხეთ სახეხზე, დაუმატეთ არაჟანი, მაწონი, მარილი, გაცივებული ჭარხლის ნახარში წვენი და აურიეთ ერთმანეთში.ჩაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და კამა, დაჭრილი ნედლი კიტრი, დაფხეკილი პირშუშხა, ბურახი და აურიეთ.

გემრიელად მიირთვით!

0
85
შეფასება არ არის
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0