x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
მოსკოვში აბაზანაში სელფის გადაღების დროს 42 წლის ქალი დაიღუპა
image

მოსკოვში დენის დარტყმისგან დაიღუპა 42 წლის ქალბატონი.რომელმაც აბაზანაში, ბანაობის დროს გადაწყვიტა სელფი გადაეღო, რა დროსაც პარალელურად სმატარფონი შტეფსელში იყო დამუხტვაზე შეერთებული, იუწყება Life.


როგორც შემდგომში გახდა ცნობილი, სელფის გადაღების დროს ქალს გასაპნული ხელიდან გაჯეტი წყალში ჩაუვარდა, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.


ქალის გვამი მისმა ვაჟმა აღმოაჩინა მას შემდეგ, როდესაც იგი დაეჭვდა:დედა ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო აბაზანაში და თან დაძახილზე არ პასუხობდა.



ახალგაზრდა მამაკაცმა აბაზანის კარი შეამტვრია და ნახა იქ დედა უგრძნობ მდგომარეობაში, მკერდზე კი ტელეფონი ედო, ბიჭმა სასწრაფო გამოიძახა, მაგრამ ადგილზე მოსულმა მედიცინის მუშაკებმა ქალის გარდაცვალების კონსტატირება მოახდინეს.


შეაგახსენებთ, ეს უკვე მესამე შემთხვევაა ბოლო წლების განმავლობაში და სამივე რუსეთში მოხდა, 2015 წელს 24 წლის ევგენია სვირიდენკო ანალოგიურად დაიღუპა, ხოლო ერთი წლით ადრე 17 წლის კატია, მსგავსი ფაქტები მოხდა ჩინეთშიც.


გ ა ფ რ თ ხი ლ ე ბ ა:თვითონ ტელეფონი, სმატრფონი, პლანშეტი და მისი დამტენი აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა, როდესაც მფლობელი აერთებს დამტენს სველ წერტილში მდებარე შტეფსელში(თუნდაც დამაგრძელებლით), ეს უკვე სიცოცხლისთვის საშიშია! პატარა მოკლე ჩართვამაც კი შესაძლოა ფატალური შედეგი მოიტანოს.ამიტომ კატეგორიულად მოერიდეთ შხაპის მიღების ან პირის დაბანის დროს სველ წერტილში მდებარე შტეფსელში(ნიჟარასთან, აბაზანასთან)გაჯეტის შეერთებას!


0
131
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0