x
მეტი
  • 23.09.2018
  • სტატია:80840
  • ვიდეო:333143
  • სურათი:438217
ქართველი ბუმბერაზი მწერლები განათლების შესახებ. აუცილებლად წასაკითხი!

არასათანადო განათლება ერთ-ერთი პრობლემაა რომლის წინაშეც დღესდღეობით დგას ჩვენი ქვეყანა. ვნახოთ როგორ ესმოდათ ჩვენს ბუმბერაზ მწერლებსა და პოეტებს განათლების არსი და რატომ ხედავდნენ განათლებული ადამიანების აუცილებლობას ქვეყნის გადარჩენის გზაზე.imageილია ჭავჭავაძე
● “კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გაულესია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც შემოაქვს''. ● “არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი, თუნდ უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია''.
● “ამოვიკითხავთ წიგნებიდამ რაღაცას და გვგონია, ეს-ეს არის ქვეყნის ღერძს ხელი ჩავკიდეთო. ქვეყანაზე ბევრი რამ არის უწიგნოდაც ნასწავლი, ამაებსაც ცოდნა უნდა. ჩვენ კი აღარც იქით ვიხედებით, აღარც აქეთ. რაკი წიგნი ხელთ გვიპყრია, თითქო ჭკუა, თუ არ წიგნში, სხვაგან აღარსად იყოს''.
● “გმირობა, რა სახისაც უნდა იყოს, სულის ღონეა და არა ხორცისა და ამიტომაც გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს შეუძლია. აქ ხორციელს თვალს ვერას გააჭრევინებთ, სულიერი თვალი უნდა და ამ სულიერის თვალის ახილება მარტო ცოტად-თუ-ბევრად რიგიანს განათლებას შეუძლია და სხვას არაფერს''.
● “რა არის იგი სწავლა, განათლება, ზნეობდა-გაწრთვნილობა, რომ თავისუფლების ჭეშმარიტი მნიშვნელობაც ვერ გამოარკვევინოს ადამიანსა, იმოდენა ღონე არ მისცეს სულისა, რომ ადამიანი მის მაღალ მნიშვნელობას ასწვდეს და ბოროტის ქმნის თავისუფლებას სიკეთის ქმობა არ არჩევინოს''.imageოთარ ჭილაძე
● “ცოდნა კი, როგორც მოგეხსენებათ, მხო-ლოდ საბუნებისმეტყველო დარგების შესწავლით არ მოიპოვება, საამისოდ, საკუთარ სულში შეღწევაა საჭირო, საკუთარი თავის შეცნობა, რის შემდეგაც გაცილებით უკეთესნი და, რაც მთავარია, გაცილებით მეტის შემძლენი ვხდებით: უკეთესნი – თუნდაც იმ თვალსაზრისით, ერთნაირად რომ თანავუგრძნობთ უკვე როგორც ლომის, ისევე პეპლის ტანჯვას; ხოლო, მეტის შემძლენი – რამდენადაც არ არსებობს ცოდნაზე უკეთესი იარაღი ნებისმიერი ბრძოლის გადასახდელად''.
● “დღეს კაცობრიობის უდიდეს ნაწილს უკვე იოლად გააქვს თავი ისეთი სულიერი წინამძღვრების დაუხმარებლად, როგორიცაა წიგნი და საერთოდ ხელოვნება. მოსწავლეები სასკოლო პროგრამაში შეტანილ ამა თუ იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს კი არ კითხულობენ, ტელევიზორის ეკრანზე უყურებენ, თანაც, მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად… კი არ სწავლობენ, ერთობიან. ტელევიზია დღეს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ერთადერთი წყაროა «ცოდნა-განათლების» მისაღებად''.imageკონსტანტინე გამსახურდია
● “იდეეები ზოგჯერ თავისთავად არაფერს ნიშნავენ, და საქმე იდეები კი არ არის, არამედ ამ იდეების სინამდვილეში გამოყენება''.
● “უნდა ეცადო უმცირესი შეითვისო, მაგრამ უაღრესად შეიგნო''.imageჭაბუა ამირეჯიბი
● “ცოდნა რაა, თუ ის რწმენამდე არ მივიდა''.

imageიაკობ გოგებაშვილი
● “მთავარი ძალა, რაც გამარჯვებას ანიჭებს ერს საარსებო ბრძოლაში, არის ცოდნა, განათლება''.
● “ტომებსა და ხალხებს არაფერი არ თიშავს ისე, როგორც უვიცობა''.
● “განათლება - ორლესული იარაღია, რომლის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც. საქმე იმაშია, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ის ამ იარაღს.”imageაკაკი წერეთელი
● „მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა“
● “რაში მდგომარეობს ჩვენი ხალხის ბედნიერება? მხოლოდ ერთს განათლებაში, რომ ჩვენი ხალხი ზნეობით ამაღლდეს''!imageდავით გურამიშვილი
● “თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი''.
● “ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების''!
● “ვით უსაჭურლოდ მამაცი ომშიგან გულად ლომობდეს,
გაცოფებული გულ-ბრაზად ვეფხვი უკლანჭოდ ომობდეს,
ვერ აღასრულოს საწადი, რაც ნებავს, მისთვის ღონობდეს, -
ეგრეთ ჭკვიანი უწვრთელი ვერ მიხვდეს, რასაც ნდომობდეს''.

image

3
236
8-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
236
  
23 თებერვალი, 21:47
დიდი მადლობა
23 თებერვალი, 20:06
კარგია!
23 თებერვალი, 20:01
უხ! ჩინებული სტატიაა
0 1 3