x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ქალი, რომელმაც ოცნება რეალობად აქცია
image

ოპრა უინფრი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, აფრო-ამერიკელი ქალი. ტელეწამყვანი და მსახიობი დაიბადა 1954წლის 24 იანვარს უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე. მძიმე ბავშვობა და ძალადობა განვლო ამ სამყაროში, რამაც მეტი სტიმული და მიზანი დაუსახა ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად, თავდაუზოგავმა ბრძოლამ გადარჩენისთვის დღეს წარმატებულ ქალად აქცია. მისი წარსული ყოველთვის განხილვად თემად რჩებოდა, 6 წლის ასაკში ბებიასთან იზრდებოდა, ქალბატონი ჰეთი შვილიშვილის მიმართ ძალიან მკაცრი იყო, ის ხშირად შოლტით სცემდა მას, მიუხედავად ამისა, ოპრა ამბობს:


"დღეს რასაც წარმოვადგენ, ბებიას დამსახურებაა, მინდა სიბერეში მას დავემსგავსო".



ამავე ასაკში ჩაისახა მიზანსწრაფულობა და სიძლიერე.




image


9 წლის ასაკში მისი ბავშვობა ყველაზე რთული იყო, გოგონაზე ჯერ ბიძაშვილმა შემდეგ კი ბიძამ იძალადა, თავიდან მამამ არ დაუჯერა, თუმცა შემდეგ მიხვდა და პატიება სთხოვდა, მაგრამ ეს უკვე გვიანი იყო.

14 წლის ასაკში ცხოვრებამ დიდი გამოცდა მოუწყო, გოგონა ორსულად იყო ბავშვი დაბადებიან 2 კვირაში გარდაიცვალა. ოპრამ ყველაფერს თავისით მიაღწია, მიუხედავად გაჭირვების, წონისა თუ რასიზმისა, ყოველთვის წინ მიიწევდა მებრძოლი სულით. მოხდა ისე, რომ 17 წლის ასაკში რადიოში ახალი ამბის წასაკითხად მიიწვიეს, მის შემოსავალი 100 დოლარს აღემატებოდა, 19 წლის ასაკში ჩნდება ტელევიზიაში, სადაც ემოცუირად დისკომფორტი შეექმნა და გადავიდა დილის გადაცემაში, 7 წლის შემდეგ ხდება ჩიკაგოს ტელევიზიის წამყვანი, რამაც არნახული წარმატება მოუტანა და შეიქმნა ოპრა უინრის თოქ-შოუ, მის გადაცემებში ყველაზე მაღალი რეიტინგი ფიქსირდებოდა, გადაცემაში დასასწრებად წინასწარ ყიდუობდნენ ბილეთებს.



image


ოპრას სახელი ლექსიკონის შემადგენელ ნაწილადაც იქცა, ოპრა-ოპრაფიკაცია განიმარტება, როგოც ერის გაუმჯობესება და სამყაროს უკეთესობისაკენ სწრაფვა. ტელეწამყვანი ამერიკაში აღიარებული და ქალებისთვის ერთ-ერთსი მაგალითია, თუ როგორ არ უნდა შეუშინდნენ დაცემას და ყოველგავრი დაბრკოლების მიუხედავად, გადადგან რთული ნაბიჯები. ეს არის ქალი, რომელმაც პირველამ დაიწყო ხმამაღლა საუბარი საკუთარ თავზე, და სხვებსაც მოუწოდა იგივე.

1
127
3-ს მოსწონს
ავტორი:თამთა ზარანდია
თამთა ზარანდია
127
  
2018, 28 თებერვალი, 16:47
შესანიშნავი ქალია❤
0 1 1