x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გინდა შეცვალო სამყარო - შეიცვალე თვითონ. შეცვალეთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ 4 კვირაში
image



თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ თქვენი ცხოვრებით და იმით თუ რაც ხდება თქვენს გარშემო, დროა შეცვალოთ იგი. ამისთვის არსებობს ბევრი ხერხი, შეიძლება სპორტით დაკავება, საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადასვლა, ახალი ნაცნობების გაჩენა, დასუსტება...


უამრავი ვარიანტი არსებობს, რომელთა ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება. თუმცა შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ ამდენი ვარიანტი არსებობს რატომ არის ამდენი გაწბილებული ადამიანი? ეფექტურია თუ არა ეს მეთოდები?


ამ კითხვას აქვს ერთი პასუხი - იმისთვის, რომ შეიცვალოთ და შეცვალოთ თქვენი გარემო საჭიროა ინდივიდუალური გეგმის შედგენა, რომელიც თქვენზეა მორგებული. თუმცა აუცილებელია ასევე თქვენს ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გეგმის შედგენა.



წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლებიც წარმოუდგენლად შეცვლის თქვენს ცხოვრებას 4 კვირაში. ყოველკვირეულად მოგიწევთ 3 დავალების შესრულება, რათა მიუახლოვდეთ თქვენს მიზანს, ჰარმონიას თქვენს ცხოვრებაში. იქნებ ეს სტატია სწორედ ის არის, რაც გაკლდათ, რაც გჭირდებოდათ მიზნის მისაღწევად.


როგორ შევცვალოთ ცხოვრება

ერთ თვეში


1. პირველი კვირა


ადექით უფრო ადრე.


წესად აქციეთ ადრე გაღვიძება. გაიღვიძეთ იმაზე ადრე რაც მიღებულია, სულ მცირე 1 საათით. როცა არსად გეჩქარებათ, სტრესიც ნაკლებია. დილა - იდეალური დროა, შეგიძლიათ დამშვიდდეთ, გონება მოიკრიბოთ, განეწყოთ მომავალი დღისთვის. თუ გეზარებათ დილას ადგომა, სულაც არ მიანიშნებს თქვენს დაღლილობაზე. ეს მიანიშნებს, რომ არ გინდათ თქვენი ცხოვრებით ცხოვრება.

იკვებეთ სწორად.


ყურადღება მიაქციე, კვებას. ყოველ ჯერზე, როცა რამის ჭამას დააპირებთ თქვენ თავს კითხეთ: მართლა მინდა ამის ჭამა? ეს სასარგებლო იქნება ჩემთვის? ნუთუ მართლა მინდა ამხელა შოკოლადის ჭამა, როცა ვიცი მისი შემადგენლობა? თუ შეიძლება პატარა ნატეხით დავკმაყოფილდე?

თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, როგორ კარგად იგრძნობთ თავს, როცა მიატოვებთ სხვადასხვა "მომწამვლელი" საკვების მიღებას, ნახევარფაბრიკატების, ჩიპსების და ტკბილეულობის. ალკოჰოლის და სიგარეტის გამორიცხვასაც ეცადეთ ან მინიმუმამდე დაიყვანეთ. ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად საჭიროა ძალები და ენერგია, ამიტომ ნუ წაართმევთ მათ ორგანიზმს უსარგებლო საკვებით. მიირთვით ის რაც სასარგებლოა და გემრიელი, მიიღეთ საჭმლისგან სიამოვნება.

იყავით უფრო აქტიურები.


მეტი იმოძრავეთ. დიდი ხანია გინდათ დაიწყოთ დილის ვარჯიშების კეთება, ან იოგით დაკავება? ახლა სწორედ ამის დროა. სირბილი, ცურვა, რაც გინდათ - ეს ყველაფერი გაგიაქტიურებთ სხეულს და დაგეხმარებათ იყოთ კარგ გუნებაზე, უკეთ იაზროვნოთ, იმუშაოთ, იგრძნოთ თავი ძლიერად და თავდაჯერებულ ადამიანად. მოძრაობა - ეს სიცოცხლეა!


2. მეორე კვირა


გაასუფთავეთ სივრცე, გარემო.

მოიშორეთ ძველი, უსარგებლო ნივთები სახლიდან. იმისთვის, რომ მოიზიდოთ რაიმე ახალი ამისთვის საჭიროა ძველის თავიდან მოშორება. ამ მარტივ ცნებას საოცარი შედეგი მოაქვს. შენობის ხარისხიანი დალაგება მედიატაციაზე არანაკლებ ეფექტურია. შედეგად ნახავთ როგორ ივსებით სიხარულით, როცა თქვენს სუფთა, დალაგებულ სახლს შეხედავთ.

გააკეთეთ საქმეები. იმის ნაცვლად, რომ იფიქროთ იმაზე, თუ რამდენი რამ გაქვთ გასაკეთებელი, უბრალოდ ადექით და გააკეთეთ. არ გადადოთ საქმეები.ეს გართმევთ ძალიან ბევრ ენერგიას, დაუსრულებელი საქმეები მუდამ თან დაგსდევდეთ იქნება. მოიშორეთ და ნახეთ როგორ დამშვიდებულად იგრძნობთ თავს.

ყურადღება მიაქციეთ ვისთან გაქვთ კონტაქტი. შეამცირეთ მინიმუმამდე ისეთ ადამიანებთან კონტაქტი, რომლებსაც არ მოაქვთ სიხარული და პოზიტივი. თუ ვინმე გაღიზიანებთ, გრძნობთ მის მიმართ ნეგატივს, რა საჭიროა მასთან კონტაქტი? ორივესთვის აჯობებს თუ აღარ გექნებათ კონტაქტი. გაწყვიტეთ კონტაქტი ისეთ ხალხთან ვინც ენერგიას გაცლით. ეს დაგაკავშირებთ ახალ, საინტერესო ადამიანებთან, რომლებთანაც ერთ ტალღაზე იქნებით.



3. მესამე კვირა


ჩაინიშნეთ და შეასრულეთ გეგმები. ის რაც არსებობს ქაღალდზე - აუცილებლად შესრულდება ცხოვრებაში. გონივრულად შედგენილი გეგმა ნიშნავს, რომ არასდროს გამოგეპარებათ არანაირი საქმე ან რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა. ეცადეთ შეადგინოთ თქვენი დღის გეგმა ფურცელზე - ეს ძალიან მოსახერხებელი და ეფექტურია.

შეადგინეთ დაუჯერებელი ოცნებების სია. შეადგინეთ თქვენი ოცნებების სია, რომლებიც არასდროს ახდება. აი ისეთები, რომლის ასრულებაში საეერთოდ არ გჯერათ. ეს შესანიშნავი სავარჯიშოა, თქვენი საზღვრების გაფართოებისთვის. თქვენ გეხსნებათ ახალი ჰორიზონტები, როცა თავს აძლევთ ოცნების უფლებას. როგორი იქნება თქვენი რეაქცია როცა ოცნებები ასრულდება.. დამიჯერეთ არ არსებობს არაფერი მიუღწეველი. მიეცით თქვენს ოცნებებს ასრულების უფლება.

მოახდინეთ შედეგების შეჯამება. გააანალიზეთ, რას და როგორ აკეთებთ. თვალყური ადევნეთ თქვენი ზრდის ტემპს, რომელი პოზიტიური მოვლენები მოხდა უკვე თქვენს ცხოვრებაში. თუ ხაზს გაუსვამთ თქვენს თავში მომხდარ ცვლილებებს, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წავა წინ.


4. მეოთხე კვირა



არ შეუშინდეთ სიახლეებს. სცადეთ დააღწიოთ ერთფეროვან რუტინას თავი თუნდაც მცირე ცვლილებებით. წადით სამსახურში ახალი გზით. შედით უცნობ კაფეში ან ძალიან ძვირიან მაღაზიაში.სცადეთ სპორტის ახალი სახეობა. სცადეთ გააკეთოთ ის, რაც არასდროს გიქნიათ. ყოველ დღე, როცა დაკავებული ხართ ჩვეულებრივი საქმიანობით, თქვენს თავს კითხეთ - რისი გაკეთება შემიძლია ცოტა განსხვავებულად? უნდა გამოიმუშაოთ მუდამ სიახლისკენ სწრაფვის ჩვევა, სცადოთ გადაუხვიოთ ერფეროვან ცხოვრებას ეტაპობრივად.


იყავით უშიშარნი. სცადეთ არ შეგეშინდეთ იქ, სადაც მიჩვეული ხართ ამას. გეშინიათ სიმაღლის? თქვენი შეგიძლიათ ამის დაძლევა! გეშინიათ საჯარო გამოსვლის? ეცადეთ დაამარცხოთ თქვენი შიში და ღიად ესაუბროთ ადამიანებს. ამას ქვია - საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა. მხოლოდ ასე შეიძლება საკუთარი თავის სრულყოფა.

დაისვენეთ. დაისვენეთ სრულფასოვნად, დასვენება ხომ სამსახურზე ნაკლებ მნიშვნელოვანი არაა. გადით ბუნებაში, სცადეთ მედიტაცია. დასვენების გარეშე თქვენი ძალები და მოტივაცია, რომ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ, მალე ჩაქრება. დახარჯული რესურსების აღდგენის ხარჯზე, არ დაუშვათ, რომ მსგავსი რამ დაგემართოთ და მოტივაცია დაკარგოთ. დაისვენეთ რამდენიც საჭიროა.


თითქოს ძალიან ძნელია იცხოვრო ამ წესების მიხედვით. თუმცა ეს მხოლოდ პირველი შეხედვით ჩანს ასე. თქვენ შეგიძლიათ თვითონ მოიფიქროთ რაიმე, რაც ცხოვრების დადებითად შეცვლაში დაგეხმარებათ. ისეთი რამ, რაც მოგერგებათ ზუსტად თქვენ.

თუ თქვენ მოახერხებთ მსგავსი წესების სიამოვნებით გამოყენებას, ისინი აუცილებლად მოიტანენ შედეგს და შეცვლიან თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ.

გაუზიარეთ მეგობრებს, ცხოვრების გაუმჯობესების ეს წესები. დაიწყე ცხოვრების გაუმჯობესების გზა ენთუზიაზმითა და მეგობრული მხარდაჭერით.



0
63
შეფასება არ არის
ავტორი:დავით ჩხვირკია
დავით ჩხვირკია
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0