x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვარდის ყველაზე ლამაზი ჯიშები

ვარდი – წარმოუდგენლად ლამაზი ყვავილია და ის მსუბუქი სქესის ყველა წარმომადგენელს მოსწონს. მაგრამ, არის ისეთი ჯიშები, რომლებიც გულგრილს არავის ტოვებს!


image

image

ეს სელექციონერების ოცნების ვარდია და ის მხოლოდ სურათზე არსებობს, თუმცა მისი ყურება თუნდაც სურათზე, განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს და ადამიანს კარგ ხასიათზე აყენებს. ამ ვირტუალურ ვარდზე ნაკლები სილაზის, არც ცოცხალი ვარდებია და ულამაზო ვარდი ბუნებაში არც არსებობს. თუმცა, მათ შორის არის ისეთი ჯიშები, რომლის გამოყვანაზე უამრავი დრო, ენერგია და თანხა დაიხარჯა და აქ, სწორედ ამ კატეგორიის ვარდებს წარმოგიდგენთ:



«Gloire de Dijon»


image


ეს ძალიან ლამაზი, რომანტიკული და ნაზი ვარდია. ფურცლების უჩვეულო ფორმის გამი, მისი გვირგვინი უფრო მოცულობითი და ჰაეროვანი ჩანს, ვიდრე იგივე ზომის, სხვა ჯიშის ავრდის გვირგვინი. ყვავილი მხოლოდ ერთი ფერის არ არის. ცენტრში ღია ორაგულისფერია, ხოლო კიდეებზე – ღია ყვითელ-კრემისფერი. ხოლო, შუაში ამ ორ ფერს შორის, ყველა გარდამავალი ფერია მოქცეული. რაც შეეხება არომატს – ის მოტკბოა, იგრძნობა დარიჩინის და აღმოსავლეთის სანელებლების სურნელი.




«Eden Rose» სამოთხეს ვარდი»)


image


სამოთხის ვარდი ხეივნის ვარდების ნაირსახეობას განეკუთნება. მას კრემისფერი მკვრივი და მძიმე კოკრები აქვს, ხოლო გაშლილ ვარდს გვირგვინის ფურცლის კიდეები ღია ვარდისფრად აქვს დაფერილი. თუმცა ეს მისი ერთადერთი ვარიანტი არ არის – არსებობს სხვა, არანაკლებ ლამაზი ფერებიც. ვარდის ეს სახეობა განსაკუთრებით უყვარდა ფრანგ მსახიობს ლუი დე ფიუნესს და თაყვანისმცემლები მას სწორედ ამ ვარდის ულამაზეს თაიგულებს ჩუქნიდნენ.



«Sweet Juliet» («ტკბილი ჯულიეტა»)


image


და ეს სახელი ძალიან უხდება ვარდის ამ სახეობას. არომატი ისეთივე აქვს, როგორიც ჩაის ვარდის სხვა სახეობებს, ხოლო ფერი – გრადიენტულია: გვირგვინის ცენტრში ატმისფერი ფურცლებია აქვს, ხოლო ცენტრიდან მოშორებით, თანდათანობით ღიავდება და ღია ვარდისფერით, თითქმის თეთრით ფურცლებით სრულდება.

image«Rose de Resht» («დე რეშტი») image
image


მისი სახელი ქ. რეშტს (ირანი) უკავშირდება. ვარდის წარმომავლობა ცნობილი არ არის, მაგრამ დარგის სპეციალისტები თვლიან, რომ ის დიდი ხანია რაც არსებობს, ყოველ შემთხვევაში, 1880 წლამდე მაინს, როდესაც მისი პრეზენტაცია მოხდა. წარდგენისას განაცხადეს, რომ ყვავილი ქ. რეშტის მახლობლად იყო აღმოჩენილი.

ვარდის ბუჩქი ძალიან ფუმფულაა. აქვს ლამაზი ვარდისფერი ყვავილები. სეზონზე ყვავილობის რამდენიმე ციკლი აქვს. ხოლო არომატი – სასიამოვნო და მკვეთრად გამოხატული. თუმცა, შემაწუხებელი არ არის.



«Аugusta Luise» («ავგუსტა ლუიზა»)


image


წარმოუდგენლად ლამაზი ვარდია, დიდი ზომის ყვავილებით და სქელი ხავერდოვანი ფურცლებით. ფერის ტონალობა ამინდის ზაგავლენით იცვლება, შეიძლება იყოს ვარდისფერი ან მოყვითალო-ნარინჯისფერი – შამპანურის ფერი.



«Gloria Dei» («გლორია დეი»)


image


წარმოუდგენლად ლამაზი ვარდი, უჩვეულო შეფერილობით და მკვრივი კოკრით. ის ეტალონად არის აღიარებული და სავსებით დამსახურებით ატარებს «ასწლეულის ვარდის» ტიტულს. ვარდის ეს უნიკალური ჯიში XX საუკუნის 30-იან წლებში გამოჩნდა. მისი განსაკუთრებულობა ფერშია – გვირგვინის ფურცლები, ორი ფერით არის დაფერილი: ყვითელით იწყება და თანდათანობით, ვარდისფერში გადადის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ვარდს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული სახელით იცნობენ: ის საფრანგეთში შეიქმნა, და მას «Madame A. Meilland» დაარქვეს. მაგრამ, უფრო მეტად, გერმანული სახელით, «გლორია დეით» («დიდება უფალს») არის ცნობილი. ინგლისურენოვან ქვეყნებში «Peace» («მშვიდობა») ჰქვია, იტალიაში – «Gioia» («სიხარული»).



«Red Berlin» («რედ ბერლინი»)


image


ეს მუქი წითელი ფერის ჰიბრიდული ვარდია, მკვრივი კოკრებით და ხავერდოვანი, ნაზი ფურცლებით. მას სეზონის მანძილზე ყვავილობის 2 ციკლი აქვს: პირველ ჯერზე, ტოტზე მხოლოდ თითო ყვავილია, ხოლო მეორედ – მრავალრიცხოვანი ყვავილედები აქვს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ფასეულია სელექციონერებისთვის. ეს ძალიან გამძლე ვარდია, აქვს ძლიერი იმუნიტეტი. თუმცა, არომატით დიდად არ გამოირჩევა. მაგრამ, «რედ ბერლინისთვის» სილამაზის ფონზე, ეს ნაკლი მნიშვნელოვნად ვერ ჩაითვლება.




«ცხელი შოკოლადი»


image


ვარდის ეს ჯიში ახალ ზელანდიაშია გამოიყვანეს 1986 წელს. მისი ფერი მართლაც ჰგავს ცხელი შოკოლადის ფერს. ახლად გაყვავებული ვარდი ფერფლისფერი ალისფერია. თუმცა, თანდათანობით ფერს იცვლის და ყავისფერი ხდება.



«Cadillac» («კადილაკი»)


image


მას სუნი არა აქვს, მაგრამ იმდენად ლამაზი და ნაზია... კადილაკი შეიძლება ალისფერი, მარჯნისფერი ან ნარინჯისფერი იყოს. ან შეიძლება, სამივე ფერი ერთ ყვავილში იყოს თავმოყრილი და ერთმანეთში გადადიოდეს. ბუჩქი მაღალი იზრდება, ყლორტები ელეგანტური და წარმოსადეგი, ხოლო ფოთლები – კეთილშობილი ზურმუხტისფერის აქვს. მდგრადია ვარდების დაავადებების მიმართ და ხანგრძლივ ნალექსაც კარგად იტანს.



«Purple tiger» («მეწამური ვეფხვი»)


image


მისი სახელი ზუსტად ასახავს ამ ულამაზესი ვარდის ფერს. ფურცლები მართლაც ძალიან ჰგავს ვეფხვის ტყავს. ამ ჯიშის ვარდის სხვა შეფერილობაც არსებობს. მაგ., წითელი და თეთრი, წითელი და ყვითელი, ყვითელი და მეწამური, ლურჯი და თეთრი და ა. შ. – სულ 21 ფერია. მაგრამ, მეწამური და თეთრი ყველაზე ეფექტურად და უჩვეულოდ გამოიყურება. აქვს სწორი და პრაქტიკულად პრიალა ყლორტები, თითქმის არა აქვს ეკლები. აღსანიშნავია, რომ სტატიაში წარმოდგენილ ვარდის ჯიშებს შორის, ეს ყველაზე ახალგაზრდა ვარდია. ის 1993 წელს გამოიყვანეს.

image


«Whisky» («ვისკი»)


image


«ვისკი» ჩაის-ჰიბრიდული ვარდია და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულად მოსავლელია და ვარდის დაავადებების მიმართ არამდგრადია, მისი სილამაზე იმად ღირს, რომ ამ ნაკლზე თვალი დავხუჭოთ. აქვს ულამაზესი მუქი ყვითელი ყვავილი. ხოლო, მისი არომატი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს აბრუებს და ოცნების სამყაროში მიჰყავს.



ორფეროვანი «Osiria» («ოსირია»)


image

imageეს ვარდი განსაკუთრებული სილამაზით და მომაჯადოებელი არომატით გამოირჩევა. აქვს ბორდოსფერი, უნაზესი ხავერდოვანი ფურცლები, რომლებიც მეორე მხარეს ვერცხლისფერით არის დაფერილი. «ოსირია» გერმანელმა სელექსიონერებმა 1978 წელს გამოიყვანეს. ერთნაირად კარგად იტანს მაღალ და დაბალ ტემპერატურებს. მაგრამ, საკმაოდ სუსტი იმუნური სისტემის გამო, ადვილად ავადდება და რთული მოსავლელია.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageროგორ დავაფესვიანოთ ვარდი სახლის პირობებში (3 მეთოდი)
ვარდები ეზოში და სახლის ირგვლივ

10 თავშესაქცევი ფაქტი ვარდების შესახებ


0
5594
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5594
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0