x
მეტი
  • 18.06.2018
  • სტატია:77921
  • ვიდეო:330656
  • სურათი:433808
პირველ–ყოფითი მდგომარეობა კაცთა სამოთხეში.პირველკაცთა შეცოდება და მათი განდევნა სამოთხიდან

image პირველ–ყოფითი ადამიანები, რომლებიც ლეგენდის თანახმად ღმერთმა სამოთხეში დაასახლა ნეტარებით ცხოვრობდნენ.ღმერთმა მათ ყოველივე სიკეთე მისცა, ისინი სრულიად კმაყოფილნი იყვნენ:ღვთისაგან საცხოვრებლად მიღებული ჰქონდათ მშვენიერი ბაღი(სამოთხე), ყოველივე სიკეთით აღვსილი, სადაც მათთვის იყო საზრდო გამოულეველი:ნაყოფი სხვადასხვა ხეხილთა და თესლი ბალახთა.მხოლოდ ორი ხის ნაყოფის შეჭმა აუკრძალა უფალმა მათ, ესენი იყვნენ:ცხოვრების ხე დაკეთილისა და ბოროტის ცნობის ხე."თუ შჭამო მოკვდე!–უთხრა მათ ღმერთმა.ისინიც ასრულებდნენ ღვთის პირობას, მათ ხომ ისედაც არაფერი აკლდათ.ტანისამოსს არ საჭიროებდნენ, რადგანაც ჰაერი მათზე ცუდად არ მოქმედებდა, ავადმყოფობა არ იცოდნენ, სიკვდილს არ მოელოდნენ.მათთვის სირცხვილის გრძნობაც უცხო იყო, რადგანაც უმანკონი იყვნენ.უსაქმოდ რომ არ მოსწყენოდათ, ღმერთმა მათ ფიზიკური და გონებრივი საქმე მისცა:ისინი უვლიდნენ ბაღს, აკვირდებოდნენ და ეცნობოდნენ ღვთის ყოველივე ქმნილებას.არასოდეს არაფერზე სწუხდნენ;არ იცოდნენ შური, ბოროტება, მტრობა და სიძულვილი.ღმერთს ისინი უყვარდა, როგორც შვილნი, ხშირად ეცხადებოდა და ასწავლიდა მათ, იმას რაც ესაჭიროებოდათ და რასაც მათი გონება ვერ სწვდებოდა.

ეშმაკს შეშურდა ადამისა და ევას ნეტარება და მათი შეცდენა მოინდომა.მან გველის სახე მიიღო და ევას გამოეცხადა, რომელიც აკრძალული ხის მახლობლად იმყოფებოდა."რისთვის გითხრათ უფალმან, არ შჭამოთ არცერთი ხის ნაყოფი?"–ჰკითხა მას."ჩვენ შეგვიძლია, ვჭამოთ ყოველი ხის ნაყოფი, გარდა იმ ორი ხისა, რომლებიც შუა სამოთხეშია, იმიტომ რომ არ მოვკვდეთ".–უპასუხა ევამ.ეშმაკმა დაარწმუნა ევა რომ მას უნდა ეჭამა სწორედ იმ ხეების ნაყოფი რათა თვალები ახელოდა–:"თუკი თქვენ შეჭამთ მაგ ხის ნაყოფს, კი არ მოკვდებით, არამედ თვალები აგეხილებათ და გეცოდინებათ კეთილი და ბოროტი."ევა დაუკვირდა ხის ნაყოფს, მოეწონა იგი, მოწყვიტა, სჭამა და ადამსაც აჭამა.

image ამით მათ დაარღვიეს ღვთისაგან მიცემული მცნება, შესცოდეს.აღეხილათ თვალნი, შერცხვათ ერთმანეთის სიშიშვლის, და შეეცადნენ ლეღვის ფოთლებით დაეფარათ იგი.დაიმალნენ, მაგრამ ღმერთს სად დაემალებოდნენ?მალე ღვთის ხმა შემოესმათ:-"ადამ, სადა ხარ?"

–"ხმა შენი მესმა“შემეშინდა, რადგან შიშველ ვარ და დავიმალე."-მიუგო ადამმა.

–"ვინ გითხრა შენ, რომ შიშველ ხარ, თუ არ ჭამე ჩემგან აკრძალული ნაყოფი?"

–"დედა-კაცმა, რომელიც მომე მე, მომცა აკრძალული ნაყოფი და ვჭამე."

–"რა ჰყავ, ესე?"–ჰკითხა ღმერთმა ევას.

–"გველმა მაცთუნა და ვჭამე."–უპასუხა ევამ.

მაშინ ღმერთმა დასწყევლა გველი:"წყეულ იყო შენ, მუცლითა შენითა ხვიდოდე მიწაზე და მიწას წამდე შენ სიცოცხლეში, თესლი დედა-კაცისა შემუსრავდეს თავსა შენსა!"ამ სიტყვებით ღმერთმა აღუთქვა კაცობრიობას მაცხოვარი (მესია ანუ ქრისტე), სოფლის მხსნელი, რომელიც იშვება ქალწულისაგან და მოსპობს ეშმაკის უფლებას კაცზე.ევას უთხრა:–"ავადმყოფობით და მწუხარებით შობდე შვილსა შენსა და ქმარი შენი გეუფლებოდეს შენ!"ადამს უთხრა:–"წყეულ იყვნენ ქვეყანა საქმითა შინა შენთა;ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა მიწადმდე მიქცევადმდე, მიწა ხარ და მიწადცა მიიქცე!"

ღვთისაგან ღთქმული მაცხოვარი რომ არ დაევიწყნათ, ღმერთმა ასწავლა ადამს ცხოველების მსხვერპლად შეწირვა, რაც მოასწავებდა მაცხოვრის მსხვერპლად შეწირვას.ასწავლა მატ, როგორ შემოსილიყვნენ ტყავის სამოსით და ამის შემდეგ რათა მათ არ ეჭამათ მეორე აკრძალული ხის, ცხოვრების ხის ნაყოფი, განდევნა ისინი სამოთხიდან, კარებთან დააყენა ხერუვიმი ცეცხლის ხმლით ხელში.

image ადამი და ევა სამოთხის მახლობლად დასახლდნენ, სადაც დიდი მწუხარება და გაჭირვება გამოსცადეს:საზრდოს დიდი შრომით შოულობდნენ, რადგანაც სასარგებლო მცენარეებთან ერთად მიწაზე აღმოცენდნენ უსარგებლო და მავნებელი მცენარეებიც.ცხოველები, რომლებიც უწინ მათ ემორჩილებოდნენ, შეიქნენ ურჩნი და საშიშნი;ხშირად ჰაერიც ცუდად მოქმედებდა მათზე და ავად ხდებოდნენ.ცოდვა მძიმე ლოდივით აწვათ გულზე.ერთადერთი ნუგეში, რომელსაც ისინი მოელოდნენ იყო მაცხოვარი, გამომხსნელი.




0
39
შეფასება არ არის
ავტორი:მოგზაური
მოგზაური
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0