x
image
რუსუდან ნადირაშვილი
თბილისის აეროპორტში ტარიფები უფრო მაღალია, ვიდრე ბარსელონასა და სხვა ქვეყნებში
image


მოსაზრება, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ფრენის მაღალი ტარიფებით გამოირჩევა, კიდევ ერთხელ დადასტურდა. ამის მიზეზი კი ის სახელშეკრულებო პირობებია, რომელიც სააკაშვლის ხელისუფლებამ „ტავ-ჯორჯიას“ კონტრაქტში ჩადო. ამის გამო თბილისის აეროპორტი იძულებულია, ბილეთები მაღალ ფასებში გაყიდოს.


საქართველოში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის შემოყვანა იგეგმებოდა, თუმცა გაირკვა, რომ ამ კომპანიას თბილისის აეროპორტთან თაამშრომლობის სურვილი დაეკარგა. ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს.


როგორც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" იტყობინება, ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს კომპანიის მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელმა ნილ ოკონერმა განაცხადა, რომელიც საავიაციო ფორუმში CONNECT 2018 მონაწილეობს.



“წინა ხელისუფლების დროს დაშვებულ იქნა შეცდომა, როდესაც თბილისის აეროპორტი გადაეცა კონკრეტულ კომპანიას და დაწესდა ძალიან მაღალი ტარიფები. ასეთი ტარიფები ბარსელონაშიც კი არ არის, არადა თბილისში მხოლოდ 3 მილიონი მგზავრია. 40-50 მიმართულებიდან კი ევროპაში მხოლოდ 10-ზე ნაკლები სრულდება.


ჩვენ ვერ შევძელით ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ქუთაისთან ან თბილისთან. ეს კარი ყოველთვის ღიაა. მოხარულები ვიქნებით განვაახლოთ მოლაპარაკებები. მომავალ წლებში ზრდის მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს. არ არის მიზეზი, რის გამოც არ შეგვიძლია ფრენების დაწყება ქუთაისში ან თბილისში. თბილისი ბაზარია, რომელსაც სჭირდება განვითარება, აქ შეზღუდული ფრენების მიმართულებებია. ძალიან ბევრი რეისი სრულდება სტამბოლის გავლით. არა მგონია დაბალბიუჯეტიანი აეროპორტი ძვირი აეროპორტისგან 200 კილომეტრში იყოს გამოსავალი. პრობლემა სწორედ ძვირი აეროპორტია. ხარჯები თბილისში ძალიან მაღალია” - განაცხადა ნილ ოკონერმა.

0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0