x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
"ახალგაზრდები იმიტომ ხოცავენ ერთმანეთს ასე დაუნდობლად, რომ 4 წლიდან ე.წ ქაუნთერებში სხედან" – მაია სტეფნაძე

image


თოქ-შოუ „სხვა რაკურსის“ პროდიუსერის მაია სტეფნაძის თქმით, ახალგაზრდებს შორის მკვლელობების ერთ-ერთი მაპროვოცირებელია ვირტუალური კომპიუტერული თამაშები, რომელიც აგებულია ძალადობაზე და მკვლელობებზე. ამ საკითხზე მან ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას, გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა.
“ამ ბავშვებისთვის მკვლელობები გახდა ვირტუალური რეალობა. ესენი იმიტომ ხოცავენ ერთმანეთს ასე დაუნდობლად, რომ 4-6 წლიდან სხედან ე.წ ქაუნთერებში (კომპიუტერული თამაში, რომელიც ძალადობრივია და მოთამაშის მისიაა მოწინააღმდეგის განადგურება) ისე ხოცავენ და ეს მათ გონებაში აისახება” – განაცხადა მაია სტეფნაძემ.
დღეს დილით, თემქაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში, შურისძიების მოტივით, მეგობარს - 1997 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
0
80
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0