სოციალური ექსპერიმენტი-მილიონერმა ქუჩის მაწანწალასავით ჩაიცვა და რესტორანს მიაკითხა(ვიდეო)
ბლოგერმა კობი პერსონმა ჩაატარა სოციალური ექსპერიმენტი, აფორიზმზე "წიგნი გარეკანით არ ფასდება", რომელიც უკვე შეაფასეს ინტერნეტმომხმარებლებმა.
მან გადაიცვა ქუჩის მაწანწალის ტანისამოსი და მიადგა ფლორიდაში ერთ-ერთ რესტორანს დიდი შავი ცელოფნით ხელში.
მან რესტორნის მომსახურე პერსონალს საკმაოდ მოწიწებით განუცხადა, რომ მას თავის მეგობარ რონალდოსთან ერთად უნდა მაგიდის შეკვეთა, ამასთანავე სთხოვს მენიუ აჩვენოს.
კობს ცივი უარი სტკიცეს და უთხრეს, რომ ეს რესტორანი ძალზე ძვირია მისთვის, ამასთანავე ახალაგაზრდას ურჩიეს, რომელიმე ფასფუდის რესტორანში ესადილა, შემდეგ კი საერთოდ რესტორნის ტერიტორიის დატოვება მოთხოვეს.
ამასობაში კობი ურეკავს მეგობარს და ეუბნება, რომ რესტორანში არ შეუშვეს და სთხოვს მოვიდეს...
აი რესტორანს უახლოვდება პატარა თეთრი "როლს-როისი", იქიდან გადმოდის მისი მეგობარი რონალდო, იღებს საბარგულიდან კეისს და კობისთან მიაქვს.
კობი რესტორნის პერსონალს საყვედურობს, რომ სიბრიყვეა ადამიანი ჩაცმულობის მიხედვით შეაფასო და მას შეუძლია მთლიანად იყიდოს რესტორანი...ამის შემდეგ კობი ჯდება "როლს-როისში"და სხვა რესტორანში მიემართებიან.
ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა დადებითად შეაფასა კობის ეს ექსპერიმენტი, თუმცა ნაწილმა "სიტუტუცე" უწოდა და აღნიშნა, რომ რესტორნის პერსონა სწორად მოიქცა, რომ არ შეუშვა.
თქვენ რას ფიქრობთ?
იხილეთ აგრეთვე