x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მხოლოდ სამი ეტაპი და თქვენი ტუჩები ბუნებრივ სილამაზეს დაიბრუნებს!
image
თანამედროვე ქალი თითქმის, წარმოუდგენელია ტუჩსაცხის გარეშე. ჩვენ არც კი ვფიქრობთ, რა ანიჭებს ტუჩსაცხს ასეთ ბზინვარებას. იგი ცვილის, ცხიმისა და ზეთის გარდა, შესაძლოა ჯანმრთელობისთვის მავნე მეტალსაც შეიცავდეს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ კოსმეტიკურ კომპანიებს არანაირი კანონი არ ავალდებულებს, მის აღწერაში ის მავნე ნივთიერებები შემოწერონ, რომელსაც კონკრეტული პროდუქტი შეიცავს. თქვენ რამდენად ხშირად კითხულობთ კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობას? ვაღიაროთ, რომ ეს იშვიათად ხდება. ამიტომ, ტუჩსაცხის გამოყენების შემდგომ, ხშირად ტუჩზე კანი შრება და იწყებს აქერცვლას. ნებისმიერი კანი საჭიროებს მოვალას, რომელიც სამი ეტაპისგან შედგება: დასუფთავება, დარბილება, დატენიანება. დაიწყეთ თქვენი ტუჩების მოვლის პროცედურა.


მაშ ასე:


1. სკრაბი - ამ საშუალებით თქვენს ტუჩებს მკვდარ უჯრედებს მოაშორებთ. ამისთვის დაგჭირდებათ:

1 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი;


1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი.


შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს და დაიტანეთ კანზე, ნელი მასაჟური მოძრაობით მოიშორეთ მკვდარი უჯრედები. შემდეგ რბილი ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ კანი.


image

2. ბალზამი - რომლის მოსამზადებლადაც დაგჭირდებათ:

1 სუფრის ზეთი ზეთისხილის ზეთი;


1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი;


¾ კოვზი თაფლი.


ეს ბალზამი შეგიძლიათ მინის კოსმეტიკურ ქილაში შეინახოთ. მისი საშუალებით დღეში 3-4 ჯერ დაიტენიანეთ ტუჩები.

3. ღამის ბალზამი- ყოველ ღამით, ძილის წინ, ერთი კაფსულა E ვიტამინი შეიზილეთ კანზე. ამ მარტივი პროცედურების დახმარებით, თქვენი ტუჩები ბუნებრივ ფერსა და სილამაზეს დაიბრუნებს. სტატიის ბოლოს ლინკზე გადასვლისას კი შეძლებთ ისწავლოთ, თუ როგორ მოამზადოთ მბზინავი ტუჩსაცხი სახლის პირობებში.


image

როგორ მოვამზადოთ მბზინავი ტუჩსაცხი სახლის პირობებში?


0
44
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0