x
ჯორჯ ორუელს მუდმივად უთვალთვალებდნენ - გაეცანით საინტერესო ფაქტებს ცნობილი მწერლის შესახებ

ჯორჯ ორუელის ნამუშევრებმა ადამიენებს საკუთარი თავები და მათი მმართველი მთავრობები სხვა კუთხით დაანახა. მისი ცნობილი ნაწარმოების, ''1984''–ის გავლენას დღესაც განვიცდით, თუმცა საინტერესოა, რომ ორუელი არა მარტო წერდა სახელმწიფოებრივი ზედამხედველობის შესახებ, არამედ თავადაც განიცდიდა ამას. ბიოგრაფმა, გორდონ ბოუკერმა, აღმოაჩინა, რომ ორუელს და მის მემარცხენე მეგობრებს, 1930 წლის ესპანეთის სამოქალაქო ომში მონაწილეობისას, საბჭოთა ფარული აგენტი ადევნებდა თვალს. ესპანეთის საიდუმლო პოლიციამ კი მოიპოვა ორუელის დღიური, რომელსაც იგი ქვეყანაში ყოფნის დროს აწარმოებდა და სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს გადასცა (კაგებეს წინამორბედს).

image

გარდა ამისა, ორუელეს საკუთარი მთავრობაც კვალში ედგა. თუმცა მწერალმა ამ ფაქტის შესახებ არაფერი იცოდა. ყველაფერი კი 1929 წელს დაიწყო, როდესაც ორუელმა მემარცეხენეთათვის დაწერილი პუბლიკაცია გამოაქვეყნა საფრანგეთში. პოლიციამ ასევე ყურადღება გაამახვილა, როდესაც ორუელი ქვანახშირის საბადოების მაღაროელებს ეწვია, 1936 წელს, სადაც ვიგან პიერის გზაზე ინფორმაცია შეგროვდა. 1942 წელს, პოლიციის სერჟანტმა MI5–ს მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს ორუელს კომუნისტური შეხედულებები გააჩნდა და ბოჰემურ ტანსაცმელში გამოწყობილი დადიოდა, როგორც სამუშაო საათებში, ისე დასვენებისას. საბედნიეროდ, MI5–ის ოფიცერმა იცოდა ორუელის ნამუშევრები და ისიც, რომ მწერალი კომუნისტური პარტიის წევრი არ იყო.

1949 წლის 2 მაისს, ორუელმა ერთ–ერთ მეგობარს, რომლის მიზანიც საბჭოთა პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, ადამიანების სია გაუგზავნა. სიის მიხედვით, 35 ადამიანი იყო ეჭვმიტანილი, როგოც კომუნიზმის მომხრე.

ორუელს სურდა ბრიტანეთი ტოტალიტარიზმისგან დაეცვა და თვლიდა კიდეც, რომ ამ კუთხით ქვეყანას ეხმარებოდა. თუმცა, უცნარია, რატომ უზრუნველყოფდა მთავრობას ეჭვმიტანილების სიით ადამიანი, რომელმაც "დიდი ძმის" კონცეფცია შექმნა.

0
44
2-ს მოსწონს
ავტორი:მაშოო
მაშოო
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0